მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არა სახიფათო შრომას

შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანებამ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 28 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა.

აქცია  სტვენის ფონზე მიმდინარეობდა და საგანგებოდ დღის 13:00 სათზე შედგა, იმ დროს როდესაც სამუშო საათებია და კანცელარიაში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. დემონსტრაციის მონაწილეებმა  შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა გააკრიტიკეს და ბოლო წლების უბედური შემთხვევბის და საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მთავრობას მოახდინოს რეაგირება კანონმდებლებისგან კი მოითხოვეს შეკრებისთანავე დაიწყოს საკანონდმებლო ცვლილებებზე მუშაობა იმისთვის, რომ მოქალაქეთა შრომითი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

შრომის ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულ ვითარებაშია,-ამის შესახებ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, მისი თქმით, საქართველოში უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი არ არის დაცული.

“როგორც ნორმატიული აქტები, ისე ზოგადად შრომოს ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულ მდგომარეობაშია. პრობლემებია აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შრომითი უფლებების დარღვევევის ფაქტების დიმანიკა იმ სტატისტიკას იწვევს, რომელიც გვაქვს.  მხოლოდ წელს გარდაცვალების 16 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 მშენებლობებზე. საჭიროა 2 სამფურცლიანი დოკუმენტის მიღება, რომელიც მშენებლობებზე უსაფრთხოებას დაარეგულირებს. გვჭიდება რეალური შრომითი ინსპექცია. უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი არ არის დაცული, ქვის ხანაში ვართ”
როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ მოწყობილი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება რეალური ნაბიჯების გადადგმა შრომის ინსპექციის შექმნისათვის, მაშინ უახლოეს მომავალში უფრო მასშტაბური აქციები დაიგეგმება.

”ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და უფრო მასშტაბურ აქციას გავმართავთ თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ბაზაა დასახვეწი და მეორე მხრივ, ის სტანდარტები, რაც არსებობს, უნდა მოხდეს მათი იმპლემენტაცია. რეალურად, დღეს შრომის ინსპექციას არ აქვს უფლებები, მათ არ აქვთ სანქციების გამოწერის უფლება”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

,,ჩვენი შეკრების მიზანია მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ მისი ვალდებულება, რომ უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია ისე, როგორც ამას ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენცია და შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს ყველა ის ბაზისური უფლებები, რომლებიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და მათ შორის, ამ კონვენციაშია გაწერილი“, – განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ.

14853101_10154248923683073_318633374543058149_o 14853264_10154248920288073_3301212654674870482_o 14855921_10154248919113073_8980810903419347890_o 14856089_10154248922888073_4798760688629910805_o 14882229_10154248922548073_8117794056900176355_o 14882304_10154248923858073_8858889577375981471_o 14883555_10154248924908073_4661187713852987367_o 14884532_10154248918548073_7661738696521764747_o
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.