ბრიუსელში პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ქალთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა

5-6 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ქალთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიერ ინიცირებული კამპანიის „Count us in” მიმდინარეობის საკითხები ევროპის ს.დ.ს ქვეყნებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა , ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ე. მათურელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაერთიანება „Count us in” კამპანიაში ჩაერთო 2015 წლის 3 აპრილიდან, შემუშავებულია 2015-2018 წწ სამოქმედო პროგრამა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მისცემს გაერთიანების წევრ პროფესიულ კავშირებს გაზარდონ კოლეგიური (არჩევითი) პროფკავშირულ ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა 30%-მდე.
ამავე სხდომაზე არჩეულ იქნა პან ევროპული რეგიონალური საბჭოს გენერალური ანსაბლეის დელეგატად ეთერ მათურელი ( სულ არჩეულ იქნა 8 დელეგატი)
როგორც ცნობილია მ/წლის 15 დეკემბერს მოწვეულია პროფკავშირების პან.ევროპული რეგიონალური საბჭოს გენერალური ანსაბლეა, სადაც გაიმართება არჩევნები. გენერალურ ანსაბლიაზე პან.ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტად ასარჩევად წარდგენილია გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერს რიგი ევროპული ქვეყნებისა და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პროფესიული კავშირების ცენტრები.