მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სოლიდარობა რკინიგზელებს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ (ITUC) რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს სოლიდარობა გამოუცხადა. კონფედერაციის გენერალური მდივნის, შარან ბაროუს გამოგზავნილ მხარდამჭერ წერილში ვკითხულობთ:

“ძვირფასო ირაკლი, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გაბედულ ხანგრძლივ საპროტესტო მოქმედებებს და გვსურს გადავცეთ ამ მამაც მამაკაცებსა და ქალბატონებს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის-ITUC პატივისცემა და სოლიდარობა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ მოწმენი გავხდით საქართველოს პროფკავშირების და მისი წევრების უმნიშვნელოვანესი მობილიზებისა უკეთესი ხელფასების, შრომის პირობების გაუმჯობესების და უფლებების დასაცავად.

ჩვენ მივესალმებით იმ სიმამაცესა და შეუდრეკლობას, რის დემონსტრირებასაც ახდენენ თქვენი წევრები ადმინისტრაციის მხრიდან ლაჩრული მუქარებისა და დაშინების მცდელობების პირისპირ.
გვიგულეთ თქვენს გვერდში თქვენი სამართლიანი მოთხოვნების მხარდაჭერაში და მზად ვართ ყველა სახის კოლექტიური ბრძოლის საშუალებები გამოვიყენოთ თქვენს დასახმარებლად.

იყავით დარწმუნებული ჩვენი მხრიდან თქვენს უწყვეტ მხარდაჭერასა და სოლიდარობაში.

სოლიდარობა რკინიგზელებს!

შარან ბაროუ, გენერალური მდივანი”sharan