საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი , 23 დეკემბერს, 13:00 საათზე , “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ჭიათურის ოფისთან (ეგრეთწოდებული “ტრესტი”) ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციას გამართავს. აქციას სოლიდარობას საქართველოს სხვა საწარმოებში დასაქმებული პროფკავშირის წევრები უცხადებენ.
აქციის ძირითადი მოთხოვნებია :
-კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება დარგობრივ პროფკავშირთან და მის პირველად ორგანიზაციასთან
-შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის მომზადებაში პროფკავშირების მონაწილეობა
-შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის დადება მაღაროელებთან
-შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენასთან დაკავშირებული პირობების გაუმჯობესება
-სადღესასწაულო დღეებში შრომის ანაზღაურების გაზრდილი ტარიფის დაწესება
-ხელფასების ინდექსაცია 2015 წლის ინფლაციის შესაბამისად
საპროტესტო აქცია ღიაა იმ პირებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომელთაც სურთ აქციაში მონაწილეობით გააძლიერებენ მაღაროელთა მხარდაჭერას.
აქციის ორგანიზატორები, მონაწილეები და მხარდამჭერები 13:00 საათზე, ჭიათურის კულტურის სახლის ეზოში იკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის ოფისის მიმართულებით.