რატომ აძლევენ ხოლმე მოწმეები ცრუ ჩვენებებს – სტილისტმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოიგო

სალონ „MClub ჭავჭავაძეში“ სტილისტის პოზიციაზე დასაქმებული აკაკი გოგეშვილი დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. აკაკიმ დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მომართა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. განხილვის დროს, დამსაქმებელი ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოსდა, აკაკი დამწყები სტილისტი იყო და არ ჰქონდა საკმარისი კვალიფიკაცია, არც განვითარებას ცდილობდა, კლიენტებსაც ცუდად ემსახურებოდა. მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებებში, აშკარა წინააღმდეგობებისა და ცრუ ჩვენების დამადასტურებელი გარემოებები გამოიკვეთა. მოსამართლემ გაიზიარა […]

პროფკავშირების საჩივრის საფუძველზე შრომის ინსპექციამ სამედიაციო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო „გურია ექსპრესი“ დააჯარიმა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 04 მაისიდან 12 ივნისამდე შპს „გურია ექსპრესის“ ე.წ. „გულისტანის“ ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის (შპს გურია-ექსპრესი) მუშებმა საწარმოში არსებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობის გამო, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. 2023 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაფიცვა კანონიერად მიიჩნია. (ვრცლად იხ. ბმულზე: https://gtuc.ge/gulistani-sasamartlos-gadawyvetileba/). გაფიცვისა და სასამართლო დავის პარალელურად, მხარეთა შორის, 2021-23 წლებში […]