დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირადი ელ. ფოსტის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არაკანონიერად მიიჩნია

ხშირად დამსაქმებლები სამუშაოს შესასრულებლად დასაქმებულებს უზრუნველყოფენ სამსახურებრივი კომპიუტერით, შემდეგ კი მანიპულირებენ იმით, რომ კომპიუტერში არსებულ ინფორმაციაზეც შეუზღუდავი უფლებები აქვთ, მიუხედავად იმისა, მონაცემები პერსონალურია თუ – არა. ეს პრობლემა განსაკუთრებით  სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მწვავდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არაკანონიერად მიიჩნია დამსაქმებლის მიერ სამსახურებრივ კომპიუტერში დასაქმებულის პირადი ელ. ფოსტის შემოწმება და შემოწმების შედეგების დასაქმებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობა […]

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით, taz.de-ის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა. პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა თამილა გაბაიძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და იმედგაცრუებაზე, რომელიც გერმანიაში დასაქმებულმა ქართველებმა ღირსების შემლახავი სამუშაოსა და საცხოვრებელი პირობების გამო განიცადეს. პროფკავშირების გაერთიანების პოზიციით, ეს შემთხვევა საფრთხეს უქმნის ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების, ევროპული არჩევანის მიმართ საქართველოს მოქალაქეების რწმენას. გასულ წელს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების […]