ITUC-ის კონგრესში პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა მონაწილეობს

პროფკავშირები და დემოკრატია, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, სოციალური თანასწორობა, პროფკავშირების სამომავლო ხედვა – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მეოთხე ყრილობაზე დანიაში, რომელშიც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად, გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი ანანო ბედიაშვილიც მონაწილეობს. ანანო ბედიაშვილს ჰქონდა პატივი მიემართა სუბ-პლენარული სხდომის მონაწილეებისთვის. ქართველმა აქტივისტმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მემარცხენე ლიდერების განვითარების ხელშეწყობასა […]

ვინ უხელმძღვანელებს საერთაშოროსო პროფკავშირებს და როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსთან?!

კოპენჰაგენში პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა. დანიის დედაქალაქში მსოფლიო მასშტაბის კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დანიის პრემიერ მინისტრმა, კოპენჰაგენის მერმა, შრომის საერთაშოროსო ორგანიზაციის და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტებმა. ყრილობაში მონაწილეობს 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი. ყრილობაში აქტიურადაა ჩართული ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის […]

არა შრომის მონურ პირობებს

სტატია მოამზადა დავით არაბიძემ 1949 წლის 2 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (დაარსდა 1945 წელს) გენერალურმა ანსამბლეამ № 317 (IV) რეზოლუციით მიიღო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირებით პროსტიტუციის ექსპლუატაციის შესახებ. დღემდე მონობის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალის არაერთი აქტია უკვე მიღებული და ძალაში შესული. უახლეს ისტორიაში ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტებია: ერთა ლიგის (მოქმედებდა 1919–1946 წლებში) […]