პროფკავშირები შრომის პირობების დეპარტამენტს შეხვდა

დღეს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს შრომის პირობების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები, პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები და პროფკავშირების აქტივისტები. დასაქმებულების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის […]