ეს უკვე ემსგავსება ხალხის კვლას სამუშაო ადგილებზე

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი მაღაროელი. ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. “მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი შეიქმნა 2015 წლის აპრილში ის მაინც უუფლებოა. ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს, თორემ ეს უკვე ემსგავსება ხალხის კვლას სამუშაო ადგილებზე. მათი უშუალო მოვალეობაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნებისმიერ კომპანიაში ან საწარმოში, იქნება ეს […]

ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე გარდაიცვალა

3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანე, პაატა ღავთაძე გარდაიცვალა. საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ჭიათურიდან დაშავებული ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა. “დაახლოებით 50-52 წლის იყო. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. შემთხვევა მოხდა 3 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. ელმავლის მოძრაობის დროს, როგორც მეუბნებიან, მეორე ლიანდაგზე იდგა ვაგონები და […]

სამუშაოზე გარდაცვლილთა რიცხვი საოცარი სისწრაფით იზრდება

რეზონანსის სტატია   ავტორი: ნათია ლომიძე საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს, ის ვერ ახერხებს სათანადო კოტროლის დაწესებას. 2015 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 42-ს შეადგენდა. წელს იმდენად დამძიმდა ვითარება, რომ 6 თვის მაჩვენებელი უკვე გაუტოლდა შარშანდელ სავალალო ციფრს. მსხვილ საწარმოებში პროდუქციის წარმოებასა […]