შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნას სახალხო დამცველიც ითხოვს

ისევე როგორც საქართველოს პროფკავშირები, სახალხო დამცველიც შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუციის შექმნას ითხოვს, რომელიც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებას გააკონტროლებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა,  28 იანვარს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მოპოვებული ნახშირის ტრანსპორტირებისას მაღაროს უფროსის მოადგილის ტარიელ ქასრაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. “2007 წლიდან საწარმოებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს არარსებობის გამო ფატალური  შედეგებისა და დაზიანების […]