მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

2014 წელს შრომის ინსპექცია ვერ შეიქმნა. გვქონდეს 2015 წლის იმედი?

მიმდინარე წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალურ პარტნიორებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო “შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის” პროექტისა და კანონპროექტების შემუშავება:  “შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ” და “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაზიარებულ იქნა კანონპროექტებთან და მონიტორინგის პროგრამასთან დაკავშირებული ის არსებითი შენიშვნები, რომლებიც წარდგენილ იქნა საქართველოს პროფესიული კავშირების შრომის დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღნიშნული კანონპროექტების სრულყოფისთვის საკანონმდებლო ინიციატივეზე მომუშავე ჯგუფის შემდგომი შეხვედრა აღარ გამართულა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია უკვე რაც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან:

– შსო-ს 81-ე კონვენციის რატიფიცირებას

– შრომის სახელმწიფო ინსპექციის აღდგენას

ამისთვის, რამდენიმეჯერ იქნა განხილვები ინიცირებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში. საქართველოს პროფესიულმა კავშირებმა გამართეს საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით.

აღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. იმედია,  აღნიშნული გეგმა შესრულდება, თუმცა არსებობს სკეპტიციზმის სერიოზული საფუძვლები ვინაიდან ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას დიდ წინააღმდეგობას უწევენ ეკონომიკის სამინისტრო და დამსაქმებელთა ორგანიზაციები.arbeidshansker, kjetting, hjelm