მიმდინარეობს საიტის განახლება

ქართველი და ევროპელი ქალების “ცხოვრების გადაწყვეტილება“

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტმა 14-15 მაისს პროექტის: ,”ცხოვრების გადაწყვეტილების” ფარგლებში საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებს, ნიკოლაი ოლგასა (საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის პოლიტიკურ მრჩეველი) და მარია ცირანტონაკს (საერთაშორისო პროფესიული კავშირების თანასწორობის კომიტეტის წევრი) უმასპინძლა. ეს იყო წინასწარი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდანაც.

პროექტის მიხედვით, საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციამ ფოკუსირება მოახდინა ახალგაზრდა ქალებზე, მათ დასაქმებასა და ოჯახებზე, იმართებოიდა შეხვედრები მათი უფლებების გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფკავშირების როლის შესახებ. ზემოთაღნიშნულმა პროექტმა კარგი შედეგები გამოიღო NIS რეგიონში (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და უკრაინა). პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტიულება, რომ მსგავსი პროექტი განახორციელოს საქართველოშიც. 14-15 მაისის შეხვედრაც სწორედ ამ პროექტის სამომავლო დაგეგმვას ემსახურებოდა.

პროექტის წინასწარ მოსამზადებელ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყანაში ქალების დამახასიათებელ პრობლემებზე, ქვეყანაში მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე პრეზენტაცია მოამზადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეთერი მათურელმა. აქ ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა ქალთა მდგომარეობა საზოგადოებაში, სახლში; ახალგაზრდა ქალები პოლიტიკაში და ლიდერულ პოზიციებზე; ქალთა მდგომარეობა სამუშაო ადგილებზე და ქალების ანაზღაურებაზე.

უცხოელი სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საკანონმდებლო ბაზით, რომელიც ქვეყანაში ქალთა შრომით უფლებებს არეგულირებს. მოხსენება თემაზე საქართველო პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარმა იურისტმა გააკეთა. გარდა ამისა, მოეწყო ჯგუფური დისკუსიები ქალების მგდომარეობაზე სამუშაო ადგილებზე და პროფკავშირებში. შეხვედრის მეორე დღე ბოლომდე დაეთმო პროექტის “ცხოვრების გადაწყვეტილებების” ფორმულირებასა და გაგეგმვას.