26-27 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში გაიმართა სემინარი, “მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა – პიარი.” გერმანიის პროფესიული კავშირების წარმომადგნლებმა, მარკუს და ანა შლომბახებმა, საქართველოსა პროფეშირის წევრებს მედიასთან თანამშრომლობასთან დაკაშირებით გერმანული გამოცდილებები გაუზიარეს და კონკრეტული მაგალითების მეშვეობით გააცნეს თუ როგორ ურთიერთობენ გერმანიის პროფესიული კავშირები მედიასთან.
სემინარის მონაწილეებმა, ღონისძიების დასკვნით ნაწილში გერმანელი ტრენერების უშუალო მონაწილეობით, ისაუბრეს სხვადასხვა ტიპის-მედიის, უპირატესად კი ციფრული მედიის სოციალური როლის შესახებ. სემინარის მონაწილეების თქმით, მათთვის ამგვარი სახის ტრეინინგი თანამედროვე მედიასაშუალებების მუშაობის პრინციპების გაცნობის გარდა, ასევე ევროპული პროფკავშირების მედიასთან დამოკიდებულების გაცნობის კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. სემინარი “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით განხორციელდა.
გერმანიისა და საქართველოს პროფესიული კავშირები დიდი ხანია რაც თანამშრომლობენ და გერმანელი კოლეგების დახმარებით საქართველოში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.