საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მოსახლეობის განწყობა კვლევამ ქვეყანაში არსებული ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციების მიხედვით ასახა. IRI-ის გამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩატარდა, 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა. გავრცელებული ცნობით, კვლევის ცდომილება მხოლო 2,5 პროცენტს შეადგენს.
ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91 %-ით მოჰყება ჯარი, ხოლო მესამე ადგილზეა პოლიცია – 89%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობის რეიტინგებში მე-15 პოზიციაზეა – მას 39% ენდობა, 49% კი – არა. ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ბოლო კვლევის შედეგად ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგის მაჩვენებელი პოლიციის შემდეგ შემდეგნაირად გრძელდება: – ქართული მედია – 84%, პარლამენტი – 82%, მას უნდობლობას 12% უცხადებს; მთავრობა – 81%, მას უნდობლობას ასევე 12% უცხადებს; პროკურატურა – 75%, არ ენდობა – 12%; საგანმანათლებლო სისტემა – ენდობა 63%, არ ენდობა – 25%; სასამართლო – ენდობა 62%, არ ენდობა – 20%, ეროვნული ბანკი – ენდობა 54%, არ ენდობა – 21%; ომბუდსმენი – ენდობა 49%, 13% – არ ენდობა; პოლიტიკური პარტიები – 43% ენდობა, 41% – არ ენდობა; ცენტრალური საარჩევო კომისია – 42% ენდობა, 23% – არ ენდობა; ადგილობრივი ხელისუფლება – 42% ენდობა, 36% – არ ენდობა. ადგილობრივ თვითმმართველობებს მოჰყვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მას 39% ენდობა და 49% არ ენდობა. ამის შემდეგ მოდის რწმუნებულები, რომელსაც 33% ენდობა, 35% არ ენდობა. ამ გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ პროფკავშირი 21%-იანი ნდობით, 31%-იანი უნდობლობით სარგებლობს. მიმდინარე მონაცემებთით ცხადი ხდება, რომ პროფკავშირს უფრო ნაკლები უნდობლობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, ადგილობრივ თვითმართველობებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.