გაეროს დოკუმენტები
დანართი გენერალური ასამბლეის 45/158 რეზოლუციაზე
საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის შესახებ
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები
იღებენ რა მხედველობაში პრინციპებს, რომლებიც მოცემულია გაეროს ფუძემდებლურ დოკუმენტებში, კერძოდ ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციაში, საერთაშორისო კონვენციაში ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე, საერთაშორისო კონვენციაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, საერთაშორისო კონვენციაში ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, კონვენციაზე ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე და ბავშვთა უფლებების კონვენციაში.
იღებს რა მხედველობაში ასევე პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც მოცემულია შესაბამის ინსტრუმენტებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, განსაკუთრებით კონვენციაში დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (Nო. 97), შეურაცხმყოფელ პირობებში მიგრაციისა და მიგრანტი მუშაკების მიმართ მოპყრობისა და შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ კონვენციაში (Nო. 143), რეკომენდაციაში დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (Nო. 86), რეკომენდაციებში მიგრანტი მუშაკების შესახებ (Nო. 151), კონვენცია ძალდატანებითი ან იძულებითი შრომის შესახებ (Nო. 29) და კონვენცია, რომელიც ეხება იძულებითი შრომის აკრძალვას (Nო. 105),
კვლავაც ადასტურებს რა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურული ორგანიზაციის განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონვენციაში მოცემული პრინციპების მნიშვნელობას,
ითვალისწინებს რა წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციას, სამართალდარღვევისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობის შესახებ გაეროს მეოთხე კონგრესის დეკლარაციის პრინციპებს, სამართალდამცავთა ქცევის კოდექსის და მონობის წინააღმდეგ მიმართულ კონვენციებს,
ითვალისწინებს რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც მოცემულია მის წესდებაში, კერძოდ, საკუთარი სახელმწიფოს გარეთ დასაქმებულ მშრომელთა ინტერესების დაცვას, იღებს რა მხედველობაში ამ ორგანიზაციის გამოცდილებას და ცოდნას მიგრანტ მუშაკთა და მათ ოჯახებთან დაკავშირებულ საკითხებში,
აღიარებს რა მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით გაეროს სხვადასხვა ორგანოების მიერ ჩატარებული მუშაობის მნიშვნელობას, კერძოდ ადამიანის უფლებათა კომისიაში და სოციალური განვითარების კომისიაში, ასევე გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურული ორგანიზაციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ,
აღიარებს რა გარკვეული სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონულ და ორმხრივ საფუძველზე მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის კუთხით ისევე, როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების სარგებლობასა და მნიშვნელობას ამ სფეროში,
აცნობიერებს რა მიგრაციის ფენომენის მნიშვნელობასა და მასშტაბებს, რომელიც მოიცავს მილიონობით ადამიანს და გავლენას ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოების დიდ რაოდენობაზე,
ითვალისწინებს რა მიგრანტ მუშაკთა ნაკადების გავლენას სახელმწიფოებსა და ხალხზე, და ნორმების დაწესების სურვილით, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ სახელმწიფოების მხრიდან მიდგომების ჰარმონიზაციაში,
იღებს რა მხედველობაში მოწყვლადობას მდგომარეობისა, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიდან მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, მათი წარმოშობის სახელმწიფოდან დაშორებას და იმ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება მათ გზაზე გადაეღობოს დამსაქმებელ სახელმწიფოში,
დარწმუნებულია რა, რომ მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები არ არიან საკმარისად აღიარებული ყველგან და შესაბამისად საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას,
იღებს რა მხედველობაში ფაქტს, რომ მიგრაცია ხშირად არის სერიოზული პრობლემების წყარო მიგრანტ მუშაკთა ოჯახის წევრთათვის ისევე, როგორც თავად მიგრანტი მუშაკებისათვის განსაკუთრებით ოჯახის წევრების დაშორების გამო,
გათვალისწინებით იმისა, რომ ჰუმანიტარული სახის პრობლემები, რომლებიც არის დამახასიათებელი მიგრაციისათვის და კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში, შესაბამისად დარწმუნებულია რა, რომ შესაფერისი ქმედებები უნდა იქნას განხორციელებული, რათა თავიდან აცილებულ და აღმოფხვრილ იქნას არალეგალური გადაადგილებები და მიგრანტ მუშაკთა ტრეფიკინგი იმავდროულად მათი ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით,
იღებს რა მხედველობაში, რომ მუშაკები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები ან იმყოფებიან არალეგალურ მდგომარეობაში, როგორც წესი ნაკლებხელსაყრელი პირობებით არიან დასაქმებულები სხვა მუშაკებთან შედარებით და ზოგიერთი დამსაქმებელი ამ ფაქტორს სტიმულად აღიქვამს, რათა მოიძიოს ამვარი მუშახელი, რათა უსამართლო კონკურენციით უპირატესობები მოიპოვოს,
იღებს რა მხედველობაში, რომ არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი მიგრანტი მუშაკების დასაქმების სტიმული შემცირდება, თუ ყველა მიგრანტი მუშაკის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უფრო ფართოდ იქნება აღიარებული და უფრო მეტიც, მიგრანტი მუშაკებისათვის და მათი ოჯახის წევრთათვის გარკვეული დამატებითი უფლებების მინიჭება ხელს შეუწყობდა ყველა მიგრანტისა და დამსაქმებლის მხრიდან პატივისცემის გაზრდას შესაბამისი სახელმწიფოების კანონებისა და პროცედურებისადმი და განაპირობებდა მათ შესრულებას,
ზემოთქმულიდან გამომდინარე დარწმუნებული არიან რა ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათ ოჯახის წევრთა უფლებების საერთაშორისო დაცვის საჭიროებაში, კვლავაც ადასტურებენ და აწესებენ საბაზისო ნორმებს ყოვლისმომცველ კონვენციაში, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული უნივერსალურად,
თანმხდებიან შემდეგზე:
ნაწილი I:
მოქმედების სფერო და განმარტებები
მუხლი 1
1. წინამდებარე კონვენცია, თუ სხვაგვარად არ არის მოცემული შემდგომში, მოიცავს ყველა მიგრანტ მუშაკსა და მათი ოჯახის წევრს მათი სქესის, კანის ფერის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, ასაკის, ეკონომიკური პოზიციის, ქონებრივი, დაოჯახების სტატუსის, დაბადების ან სხვა სტატუსის მიუხედავად.
2. წინამდებარე კონვენცია ეხება მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა მიგრაციის მთელ პროცესს, რომელიც მოიცავს მიგრაციისათვის მომზადებას, გამგზავრებას, მგზავრობას და დასაქმების სახელმწიფოში ყოფნასა და ანაზღაურებადი საქმიანობის სრულ პერიოდს, ისევე როგორც წარმოშობის ან ტრადიციული ბინადრობის სახელმწიფოში დაბრუნებას.
მუხლი 2
წინამდებარე კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე:
1. ტერმინი „მიგრანტი მუშაკი“ გულისხმობს პირს, რომელიც ჩართული იყო, ჩართულია ან აპირებს ჩართვას ანაზღაურებად საქმიანობაში მისთვის უცხო სახელმწიფოში.
2.
ტერმინი „საზღვარზე მომუშავე“ ეხება მიგრანტ მუშაკს, რომელიც ინარჩუნებს მისი ტრადიციული ბინადრობის ადგილს მოსაზღვრე სახელმწიფოში, რომელშიც როგორც წესი ბრუნდება ყოველდღე ან არანაკლებ კვირაში ერთხელ;
ტერმინი "სეზონური მუშაკი" ეხება მიგრანტ მუშაკს, რომლის სამუშაოს ხასიათი დამოკიდებულია სეზონურ პირობებზე და სრულდება წლის მხოლოდ რომელიმე ნაწილში;
ტერმინი "მეზღვაური“, გულისხმობს რა მეთევზესაც, ეხება მიგრანტ მუშაკს, რომელიც დასაქმებულია მისთვის უცხო სახელმწიფოში დარეგისტრირებულ საცურაო საშუალებაზე;
ტერმინი „ოფშორული ობიექტის მუშაკი“ ეხება მიგრანტ მუშაკს, რომელიც დასაქმებულია ოფშორულ ობიექტზე, რომელიც ეკუთვნის მისთვის უცხო სახელმწიფოს იურისდიქციას;
ტერმინი "მოგზაური მუშაკი" ეხება მუშაკს, რომელსაც გააჩნია ტრადიციული ბინადრობის ადგილი ერთ სახელმწიფოში, იძულებულია გაემგზავროს სხვა სახელმწიფოში ან სახელმწიფოებში მოკლე პერიოდების განმავლობაში მისი საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე;
ტერმინი "პროექტთან-დაკავშირებული მუშაკი“ ნიშნავს მიგრანტს, რომელიც იქნება მიღებული დასაქმების სახელმწიფოს მიერ მუშაობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ კონკრეტულ პროექტში სამუშაოდ, რომელიც სრულდება მისი დამსაქმებლის მიერ აღნიშნულ სახელმწიფოში;
ტერმინი "განსაზღვრული ამოცანით დასაქმებული მუშაკი“ ნიშნავს მიგრანტ მუშაკს, რომელიც:
იქნა გაგზავინლი მისი დამსაქმებლის მიერ შეზღუდული და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში დამსაქმებელ სახელმწიფოში კონკრეტული ამოცანის ან დავალების შესასრულებლად;ან
მონაწილეობს შეზღუდული და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს მის პროფესიულ, კომერციულ, ტექნიკურ ან სხვა მაღალ კვალიფიკაციას; ან
დამსაქმებელ სახელმწიფოში მისი დამსაქმებლის მოთხოვნით მონაწილეობს შეზღუდული და განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოკლევადიან ან გარდამავალ ხასიათს ატარებს;
და რომელსაც მოეთხოვება დატოვოს დამსაქმებელი სახელმწიფო ნებადართული პერიოდის დასრულებისთანავე, ან უფრო ადრე, თუ ის აღარ ასრულებს კონკრეტულ დავალებას ან აღარ მონაწილეობს შესაბამისი სამუშაოს შესრულებაში;
ტერმინი „თვითდასაქმებული მუშაკი“ ეხება იმ მიგრანტ მუშაკს, რომელიც მონაწიელობს ანაზღაურებად საქმიანობაში დასაქმების კონტრაქტის გარეშე და რომლითაც გამოიმუშავებს საცხოვრებელ სახსარს როგორც წესი მარტო ან საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობით. ეს ტერმინი ასევე ეხება ნებისმიერ სხვა მიგრანტ მუშაკს, რომელიც აღიარებულია თვითდასაქმებულად დამსაქმებელი სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობით ან ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების თანახმად.
მუხლი 3
წინამდებარე კონვენცია არ ეხება:
პირებს, რომლებიც არიან წარგზავნილები ან დასაქმებულები საერთაშორისო ორგანიზაციების ან სააგენტოების მიერ ან პირებს, რომლებიც არიან წარგზავნილები და დასაქმებულები სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის გარეთ, რათა შეასრულონ ოფიციალური ფუნქციები, და რომელთა სტატუსი და ადმისიის წესი, ამ დროს, განისაზღვრება საერთაშორისო საჯარო სამართლით ან სპეციფიური საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან კონვენციებით;
პირები, რომლებიც არიან წარგზავნილები და დასაქმებულები სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის გარეთ, რათა მონაწილეობა მიიღონ განვითარების პროგრამებსა და სხვა თანამშრომლობის პროგრამებში, რომელთა სტატუსი და ადმისიის წესი რეგულირდება დამსაქმებელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით და რომლებიც, ამ ხელშეკრულების თანახმად, არ ითვლებიან მიგრანტ მუშაკებად;
პირები, რომლებიც ბინადრობენ მათი წარმოშობის სახელმწიფოსაგან განსხვავებულ სახელმწიფოში როგორც ინვესტორები;
ლტოლვილები და მოქალაქეობის არმქონე პირები გარდა შემთხვევებისა, როცა ამგვარი სტატუსი განსაზღვრულია შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით, ან ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტებით, რომლის ხელმომწერიც არის აღნიშნული ქვეყანა;
სტუდენტები და პრაქტიკანტები;
მეზღვაურები და ოფშორული ობიექტის მუშაკები, რომლებსაც არ მიეცათ ბინადრობის და ანაზღაურებადი მუშაობის ნებართვა დამსაქმებელ სახელმწიფოში.
მუხლი 4
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „ოჯახის წევრები“ ეხება მიგრანტ მუშაკებზე დაქორწინებულ ან შესაბამისი კანონმდებლობით მათთან ქორწინებაში ყოფნასთან გათანაბრებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს, ასევე მათ კმაყოფაზე მყოფ შვილებს და სხვა პირებს, რომლებიც ასევე არიან მათ კმაყოფაზე და რომლებიც აღიარებულნი არიან ოჯახის წევრებად შესაბამისი კანონმდებლობით ან დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის არსებული შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებით.
მუხლი 5
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები:
ითვლებიან დოკუმენტირებულად ან ლეგალურ მდგომარეობაში მყოფებად, თუ მათ აქვთ დამსაქმებელ სახელმწიფოში შესვლის, ბინადრობისა და ანაზღაურებად საქმიანობაში მონაწილეობის ნებართვა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთანაც მიერთებულია აღნიშნული სახელმწიფო;
ითვლებიან არადოკუმენტირებულად ან არალეგალურ მდგომარეობაში მყოფად, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ წინამდებარე მუხლის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ პირობებს.
მუხლი 6
კონვენციის მიზნებისათვის:
„წარმოშობის სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეცაა მოცემული პირი;
ტერმინი „დამსაქმებელი სახელმწიფო “ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელშიც მიგრანტმა მუშაკმა უნდა განახორციელოს, ახორციელებს ან ახორციელებდა ანაზღაურებად საქმიანობას;
ტერმინი „სატრანზიტო სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელსაც გაივლის პირი წარმოშობის სახელმწიფოდან დამსაქმებელ სახელმწიფოში მგზავრობის ან დამსაქმებელი სახელმწიფოდან წარმოშობის სახელმწიფოში ან ტრადიციული ბინადრობის სახელმწიფოში დაბრუნებისას.
ნაწილი II
დისკრიმინაციის თავიდან აცილება უფლებებთან მიმართებაში
პუნქტი 7
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისად, პატივი სცენ და უზრუნველყონ მიგრანტი მუშაკებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის წინამდებარე კონვენციით მოცემული უფლებების დაცვა კუთვნილი ტერიტორიის ან იურისდიქციის ფარგლებში სქესის, რასობრივი კუთვნილების, კანის ფერის, ენის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ეკონომიკური, ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური მდგომარეობის, დაბადების ადგილის ან სხვა სტატუსის მიუხედავად.
ნაწილი III
მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრთა ადამიანის უფლებები
მუხლი 8
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ დაუბრკოლებლად დატოვონ ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის საკუთარი წარმოშობის სახელმწიფო. ეს უფლება არ უნდა ექვემდებარებოდეს არანაირ შეზღუდვას გარდა კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებისა, რომლებიც იცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს (ორდრე პუბლიც), საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ან მორალს ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს და ითვალისწინებს სხვა უფლებებს, რომლებიც აღიარებულია კონვენციის წინამდებარე ნაწილში.
2. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ მათი წარმოშობის სახელმწიფოში ნებისმიერ დროს შესვლისა და დარჩენის უფლება.
მუხლი 9
მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრთა სიცოცხლე უნდა იყოს დაცული კანონმდებლობით.
მუხლი 10
არცერთი მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი არ უნდა გახდეს წამების ან სისასტიკის, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.
მუხლი 11
1. არცერთი მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი არ უნდა გახდეს მონობის ან იძულებითი შრომის მსხვერპლი.
2. არცერთ მიგრანტ მუშაკს ან მისი ოჯახის წევრს არ უნდა მოეთხოვოთ განახორციელონ სავალდებულო სახის ან იძულებითი სამუშაო.
3. პარაგრაფი 2 წინამდებარე მუხლისა არ უნდა გამორიცხავდეს მძიმე შრომის გამოყენებას იმ სახელმწიფოებში, სადაც პატიმრობას შეიძლება თან ახლდეს მძიმე შრომა, თუ ის კომპეტენტური სასამართლოს მიერ იქნა მისჯილი.
4. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ უნდა მოიცავდეს:
ისეთ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც არაა აღნიშნული წინამდებარე მუხლის მე-3 პარაგრაფ-ში, და რომელიც ჩვეულებრივ მოეთხოვება პირს, რომელიც სასამართლოს კანონიერი განაჩენით იმყოფება პატიმრობაში ან პირს, რომელიც პირობით გათავისუფლებულია ამგვარი პატიმრობიდან;
ისეთ მომსახურებას, რომელიც სრულდება საგანგებო მდგომარეობაში ან სტიქიურ უბედურების დროს, და რომელიც თემის სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს;
ისეთ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებას, თუ იგი ასევე ვრცელდება ამავე სახელმწიფოს მოქალაქეებზეც;
მუხლი 12
1. მიგრანტ მუშაკს და მის ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ სინდისის, აზროვნებისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლება. ეს უფლება უნდა მოიცავდეს თავისუფლებას ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია და რწმენა საკუთარი სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად ჯგუფის ფარგლებში და საჯაროდ ან კერძოდ გამოხატოს რელიგიური კუთვნილება ლოცვით, წესების დაცვით, რელიგიური რიტუალების შესრულებით, სწავლებით.
2. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე არ უნდა მოხდეს დაძალება, რომელსაც შეუძლია შეამციროს მათი თავისუფლება განახორციელონ ან მიიღონ რელიგია ან რწმენა მათი სურვილისამებრ.
3. თავისუფალი უფლება გამოხატოს კუთვნილება რელიგიის ან რწმენისადმი შეიძლება იქნას შეზღუდული მხოლოდ იმგვარი შეზღუდვებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის ან სხვათა ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.
4. წინამდებარე კონვენციასთან მიერთებულმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მშობლების თავისუფლებას, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის მიგრანტი მუშაკი, და, სადაც შესაძლებელია გამოყოს იურიდიული დამცველები, რათა უზრუნველყონ რელიგიური და მორალური განათლება მათი შვილებისთვის მათი საკუთარი რწმენის შესაბამისად.
მუხლი 13
1. მიგრანტ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ იქონიონ საკუთარი მოსაზრებები ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
2. მიგრანტ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება; ეს უფლება უნდა მოიცავდეს უფლებას მოიძიოს, მიიღოს და შეიმეცნოს ყველა სახის ინფორმაცია და იდეა, მიუხედავად საზღვრებისა, როგორც ზეპირსიტყვიერი, ისე წერილობითი ან ბეჭდვითი სახით, ხელოვნების ან მედიის სხვა სახეობის მეშვეობით მათი არჩევანიდან გამომდინარე.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული უფლებების გამოყენებას თან სდევს შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმებლობა. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს, თუმცა მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად:
სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით;
შესაბამისი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც) ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით;
ომის პროპაგანდის თავიდან აცილებისათვის;
ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის გაღვივების თავიდან აცილებისათვის, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, ძალადობის ან სისასტიკის ხელშეწყობას.
მუხლი 14
არცერთი მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი არ უნდა იქცეს მის პირად ცხოვრებაში, სახლში, კორესპონდენციის ან სხვა კომუნიკაციის უფლებით სარგებლობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ობიექტად, ან მის პატივსა და რეპუტაციაზე უკანონო თავდასხმების ობიექტად. ნებისმიერ მიგრანტ მუშაკს ან მისი ოჯახის წევრს აქვს უფლება კანონით დაიცვას თავი ამგვარი ჩარევისა და თავდასხმისაგან.
მუხლი 15
არცერთი მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის ქონება არ უნდა იქნას ხელყოფილი თვითნებურად, იმისდა მიუხედავად წარმოადენს კერძო თუ სხვებთან ერთობლივ საკუთრებას. იმ შემთხვევაში, სადაც მოქმედი სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის ქონება ნაწილობრივ ან სრულ კონფისკაციას ექვემდებარება, შესაბამის პირს აქვს უფლება სამართლიან და ადექვატურ კომპენსაციაზე.
მუხლი 16
1. მიგრანტი მუშაკის და მისი ოჯახის წევრების პიროვნული თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
2. მიგრანტ მუშაკს და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიეცეს ეფექტური დაცვის საშუალება ძალადობის, ფიზიკური დაზიანების, დამცირებისა და მუქარის წინააღმდეგ, იქნება ეს საჯარო მოხელეებისაგან თუ კერძო პირებისაგან, ჯგუფების ან ინსტიტუტების მხრიდან. .
3. სამართალდამცავთა მხრიდან მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის იდენტიფიკაციის ნებისმიერი პროცედურა უნდა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
4. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად არ უნდა იქნან დაპატიმრებული ან დაკავებული თვითნებურად; მათი თავისუფლება არ უნდა იყოს შეზღუდული თუ ამგვარი პროცედურები არაა გათვალისწინებული კანონის შესაბამისად.
5. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც არიან დაკავებულები უნდა იყვნენ ინფორმირებულები დაპატიმრების დროს, შესაძლებლობისდაგვარად მათთვის გასაგებ ენაზე, რათა მათ იცოდნენ დაკავების მიზეზების და მათთვის წაყენებული ბრალდებების შესახებ.
6. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც არიან დაკავებულები ან დაპატიმრებულები სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით, დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ წარდგენილი მოსამართლის ან კანონით განსაზღვრული სასამართლო უფლებამოსილების მქონე მოხელის წინაშე. მათი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდნენ დაკავების ადგილიდან. სასამართლო საქმის განხილვამდე მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ზოგად წესად არ უნდა იქცეს, თუმცა დროებით გათავისუფლება შესაძლოა განხორციელდეს სასამართლო განხილვის ნებისმიერი ეტაპზე სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიით, და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო განაჩენის აღსრულებისათვისაც.
7. თუ მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი დაკავებულია ან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ციხეში ან შინაპატიმრობაში და ელოდება სასამართლო პროცესს ან სხვა სახით შეზღუდული აქვს თავისულება:
საკონსულო ან დიპლომატიური წარმომადგენლობა მისი წარმოშობის სახელმწიფოსი ან სხვა სახელმწიფოსი, რომელიც წარმოადგენს წარმოშობის სახელმწიფოს ინტერესებს, დაკავებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნან ინფორმირებულები მისი დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ და შესაბამისი მიზეზების თაობაზე;
აღნიშნულ პირს უნდა მიეცეს უფლება დაუკავშირდეს აღნიშნულ წარმომადგენლობებს. ნებისმიერი კომუნიკაცია აღნიშნულ პირთან უნდა იქნას გადაგზავნილი დაუყოვნებლივ, და პირს აქვს უფლება მიიღოს საპასუხო კომუნიკაცია ზემოხსენებული წარმომადგენლობებისაგან ასევე დაუყოვნებლივ;
აღნიშნული პირი უნდა იყოს დაუყოვნებლივ ინფორმირებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის იმ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომლებიც დადებულია შესაბამის სახელმწიფოებს შორის, დაუკავშირდეს და შეხვდეს ზემოხსენებულ წარმომადგენლობებს და შეუთანხმოს მისი სამართლებრივი დაცვის საკითხები.
8. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც შეეზღუდათ თავისუფლება დაკავებით ან დაპატიმრებით უფლებამოსილები არიან მიმართონ სასამართლოს, რათა მან გადაწყვიტოს დაუყოვნებლივ მათი დაკავების კანონიერება და გაათავისუფლოს თუ დაკავება არ იყო კანონიერი. როდესაც ისინი დაესწრებიან ამგვარ განხილვებს, საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა ჰყავდეთ მათთვის უფასო დამხმარე თარჯიმანი, თუ მათთვის არაა გასაგები ან ვერ საუბრობენ გამოყენებულ ენაზე.
9. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გახდნენ უკანონო დაკავებისა თუ დაპატიმრების მსხვერპლნი უფლებამოსილი უნდა იყვნენ მიიღონ კომპენსაცია კანონის ძალით.
მუხლი 17
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც შეეზღუდათ თავისუფლება, უნდა მიუდგნენ ჰუმანურად და მათი ადამიანური ღირსების და კულტურული იდენტურობისადმი პატივისცემით.
2. ბრალდებული მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, უნდა იყვნენ განცალკევებული გასამართლებულებისაგან და მათ უნდა მოექცნენ განსხვავებულად, როგორც ჯერაგასამართლებულებს. ბრალდებული არასწრულწლოვანი პირები უნად იყვნენ განცალკავებულები ზრდასრულებისაგან და რაც შეიძლება მალე გასამართლებულები.
3. ნებისმიერი მიგრანტი მუშაკი ან მათი ოჯახის წევრი, რომელიც სატრანზიტო სახელმწიფოში ან დამსაქმებელ სახელმწიფოში მიგრაციის წესების დარღვევისათვის იქნა დაკავებული, უნდა იყვნენ განცალკევებული გასამართლებული პირებისაგან ან პირებისაგან, რომლებიც სასამართლო განხილვას ელოდებიან.
4. პატიმრობის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ხორციელდება სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მათი გამოსწორება და სოციალური რეაბილიტაცია. არასრულწლოვანი დამნაშავეები უნდა იყვნენ განცაკლევებული უფროსებისაგან და მათ მიმართ მოპყრობა უნდა შეესაბამებოდეს მათ ასაკს და სამართლებრივ სტატუსს.
5. დაკავების ან პატიმრობის დროს, მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც მოქალაქეები მოქალაქეები, ოჯახის წევრების მიერ მათი მონახულების კუთხით.
6. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიგრანტი მუშაკის თავისუფლება არის შეზღუდული, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მისი ოჯახის წევრების პრობლემებს, რომელთა წინაშე ისინი შეიძლება დადგნენ, განსაკუთრებით მეუღლეებს და მცირეწლოვან შვილებს.
7. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც შეეზღუდათ თავისუფლება დაკავებისა თუ დაპატიმრების გზით დამსაქმებელი სახელმწიფოს ან სატრანზიტო სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც ამავე სახელმწიფოების მოქალაქეები ანალოგიურ მდგომარეობაში.
8. თუ მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი დაკავებულია მიგრაციის კანონდებლობის დებულებების შესაძლო დარღვევის შემოწმებასთან დაკავშირებით, მას არ უნდა მიადგეს აქედან გამომდინარე რაიმე სახის ფინანსური ზიანი.
მუხლი 18
1. მიგრანტ მუშაკს და მის ოჯახის წევრს სასამართლოსა და ტრიბუნალებში მოქალაქეებთან გათანაბრებული უფლებები უნდა ჰქონდეს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში მათ უნდა მიეცეს საშუალება სამართლიანი და საჯარო განხილვის, კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ, რომელიც დაწესებულია კანონმდებლობით.
2. მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში, უფლება აქვთ ისარგებლებონ უდანაშაულობის პრეზუმპციით, სანამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნებიან ცნობილნი დამნაშავეებად.
3. მიგრანტი მუშაკის და მის ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ბრალდების წაყენების დროს მათ უნდა ჰქონდეთ უფლება შემდეგი სახის მინიმალურ გარანტიებზე:
დაუყოვნებლივ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე ბრალდების ხასიათსა და არსებულ ფაქტებზე;
მიეცეთ ადექვატური დრო და საშუალება მოემზადონ დაცვისათვის და აირჩიონ იურიდიული მრჩეველი საკუთარი არჩევანით;
ჩაუტარდეთ სასამართლო ყოველგვარი ზედმეტი დაყოვნების გარეშე;
მოხდეს სასამართლო განხილვა მათი თანდასწრებით და შეეძლოთ საკუთარი თავის ინდივიდუალურად დაცვა ან მათ მიერ შერჩეული სამართლებრივი დამცველის მეშვეობით; თუ არ ჰყავთ სამართლებრივი დამცველი, იყვნენ ინფორმირებულები, აღნიშნული უფლების შესახებ; თუ არ აქვთ საკმარისი საშუალება აღნიშნული მომსახურების ასანაზღაურებლად, მათ უნდა დაენიშნოთ სამართლებრივი დაცვა საშუალება, ნებისმიერ შემთხვევაში სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის გადასახადის გადახდის გარეშე ამგვარ შემთხვევებში;
დაუსვან კითხვები ან გამოიკვლიონ მოწმეთა ჩვენებები მათ წინააღმდეგ და ასევე მოითხოვონ საკუთარი მოწმეების გამოკითხვა და გამოკვლევა იმავე პირობებში, როგორც იყვნენ დაკითხულები მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები;
სასამართლოში ჰქონდეთ უფასო დახმარება თარჯიმნის მხრიდან თუ მათ აქვთ პრობლემები ენასთან დაკავშირებით;
არ უნდა აიძულებდნენ საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება ან აღიარონ დანაშაული.
4. არასრულწლოვანთა შემთხვევაში, პროცედურა უნდა იყოს ისეთი, რომ მიიღოს მხედველობაში მათი ასაკი და სასურველია მიმართული იყოს მათი რეაბილიტაციისაკენ.
5. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დამნაშავეებად არიან ცნობილნი, უნდა მიეცეთ მათ მიმართ წამოყენებული ბრალისა და განაჩენის უფრო მაღალი ინსტანციის ტრიბუნალში გასაჩივრების უფლება, კანონის შესაბამისად.
6. როდესაც მიგრანტ მუშაკს ან მისი ოჯახის წევრს, საბოლოო განაჩენს გამოუტანენ, რომლითაც სისხლის სამართლის სამართლის დამნაშავედ სცნობენ და თუ შემდგომ მის მიმართ ბრალდება იქნა გაუქმებული ახალი ფაქტების გამოვლენის ან ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, რომლითაც ვლინდება საბოლოოდ, რომ ადგილი ჰქონდა სამართლის ნორმების დარღვევას, რის გამოც პირს, რომელსაც ამგვარი უსამართლო სასჯელი მიესაჯა, უნდა მიეცეს კომპენსაცია კანონის შესაბამისად, თუ არ დამტკიცდა, რომ ზემოხსენებული გარემოებების დაფარვა გამოწვეულია მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიერ.
7. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს არ შეიძლება წაეყენოს ბრალდება ან შეეფარდოს სასჯელი იმ დანაშაულისათვის, რომლისათვის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითა და კოდექსის პროცედურების მიხედვით უკვე იქნა ცნობილი დამნაშავედ ან უდანაშაულოდ;
მუხლი 19
1. მიგრანტი მუშაკი ან მათი ოჯახის წევრი არ შეიძლება ცნობილი იქნენ დამნაშავედ იმის გამო, რომ ჩაიდინეს აქტი ან დარღვევა, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს სახელმწიფოს ან საერთაშორისო კანონმდებლობით იმ დროისათვის, როდესაც ეს აქტი იქნა ჩადენილი. ასევე არ შეიძლება უფრო მძიმე სასჯელი იქნას მისჯილი, ვიდრე ის, რომელიც განსაზღვრული იყო აღნიშნული დანაშაულისათვის მისი ჩადენის დროს. თუ შემდგომში კანონის შესაბამისი მუხლის ცვლილების შედეგად სასჯელი შემსუბუქდა, ამ შემთხვევა ში შესაბამისად უნდა შემსუბუქდეს სასჯელიც.
2. ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიგრანტი მუშაკის სტატუსი, განსაკუთრებით მისი ბინადრობის უფლებასთან ან სამუშაოსთან დაკავშირებით, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში სასჯელის გამოტანის დროს დანაშაულისათვის, რომელიც იქნა ჩადენილი მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის მიერ.
მუხლი 20
1. მიგრანტი მუშაკები ან მათი ოჯახის წევრები არ უნდა იყვნენ დასჯილები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს არ უნდა გაუუქმდეს ბინადრობის უფლება ან მუშაობის ნებართვა, არ უნდა იქნენ გაძევებული ქვეყნიდან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ვერ შეასრულეს სამუშაო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუ აღნიშნული სამუშაო ხელშეკრულების შესრულება თავად არ წარმოადგენს ამგვარი ნებართვის ან უფლების მოპოვების წინაპირობას.
მუხლი 21
კანონით უფლებამოსილი საჯარო მოხელის გარდა, ყველას ეკრძალება მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ჩამორთმევა, განადგურება ან განადგურების მცდელობა, დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებს სახელმწიფოში შესვლის ან ყოფნის, ბინადრობის ან სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნების ან მუშაობის უფლებას. ამგვარი დოკუმენტების ნებადართული კონფისკაცია არ უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების დეტალური წერილობითი აქტის გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის პასპორტის ან მისი ექვივალენტი დოკუმენტის განადგურება.
მუხლი 22
1. მიგრანტი მუშაკი და მისი ოჯახის წევრი არ უნდა გახდეს კოლექტიური განდევნის ობიექტი. ყოველი შემთხვევა უნდა იქნას განხილული და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ინდივიდუალურად.
2. მიგრანტი მუშაკი და მისი ოჯახის წევრი შეიძლება იქნას განდევნილი სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიწოდებული მათთვის გასაგებ ენაზე. მათი მოთხოვნის საფუძველზე, სადაც ეს არ არის სავალდებულო, მათ უნდა მიეწოდოს გადაწყვეტილება წერილობით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, წარმოდგენილი გადაწყვეტილების დასაბუთება მათთვის უნდა იყოს მიწოდებული ასევე წერილობით. პირები, რომელთაც ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება, ინფორმირებული უნდა იყვნენ ამ უფლებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ან ყველაზე გვიან, გადაწყვეტილების მიღებისას.
4. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ცხადდება სასამართლო ხელისუფლების მიერ, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება მიაწოდოს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს იგი განდევნილი და ასევე მოითხოვოს მისი საკითხის გადახედვა კომპეტენტური ორგანოს მიერ,თუ მიზეზები არ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან. ამგვარი გადახედვის მოლოდინში, შესაბამის პირს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს დარჩენის უფლება დეპორტირების გადაწყვეტილების გადახედვამდე.
5. თუ გადაწყვეტილება დეპორტირების შესახებ უკვე აღსრულებული შემდგომში იქნა გაუქმებული, შესაბამის პირს უნდა მიეცეს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია კანონის შესაბამისად და ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოში მისი დაბრუნების წინააღმდეგ.
6. დეპორტირების შემთხვევაში, შესაბამის პირს უნდა ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა გამგზავრებამდე ან მის შემდეგ გადაწყვიტოს ყველა პრეტენზია ხელფასზე და სხვა კუთვნილ სარგებელზე, ასევე გაისტუმროს შესაბამისი ვალდებულებულებები.
7. მიგრანტი მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი, რომელიც იქნა დეპორტირებული, უფლებამოსილი არიან მოიძიონ წარმოშობის სახელმწიფოს გარდა სხვა სახელმწიფოში შესვლის უფლება, რაზედაც გავლენა არ უნდა მოახდინოს დეპორტირების გადაწყვეტილებამ.
8. მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის დეპორტირების გადაწყვეტილების შემთხვევაში, დეპორტირების ხარჯები მათ არ უნდა დაეკისროს. შესაბამის პირს შეიძლება მოეთხოვოს მისი მგზავრობის ხარჯების დაფარვა.
9. დამსაქმებელი სახელმწიფოდან დეპორტირება თავისთავად არ უნდა წარმოადგენდეს მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრისათვის კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვის საფუძველს, მათ შორის უფლებას მიიღონ ხელფასი და სხვა სარგებელი, რომელიც მათ ეკუთვნით.
მუხლი 23
მიგრანტი მუშაკს და მისი ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს დაცვა და დახმარება მათი წარმოშობის სახელმწიფოს ან მისი ინტერესების წარმომადგენელი სახელმწიფოს საკონსულო და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, როდესაც კონვენციით აღიარებულეი უფლებების დარღვევა ხდება. კერძოდ, დეპორტირების შემთხვევაში, შესაბამისი პირი უნდა იყოს ინფორმირებული მისი უფლებების შესახებ დაუყოვნებლივ და დეპორტირების განმახორციელებელი სახელმწიფოს ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ ამგვარი უფლებების გამოყენებას.
მუხლი 24
ნებისმიერ მიგრანტ მუშაკს და მისი ოჯახის ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს უფლება აღიარებულ იქნას კანონის წინაშე სრულფასოვან პირად.
მუხლი 25
1. მიგრანტი მუშაკები უნდა სარგებლობდნენ არანაკლებ სარგებლიანი რეჟიმით დამსაქმებელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან შედარებით ანაზღაურების ნაწილში და:
შრომის სხვა პირობების ნაწილში, როგორებიცაა, ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო საათების რაოდენობა, ყოვეკვირეული დასვენება, ფასიანი შვებულება, უსაფრთხოების ნორმები, ჯანმრთელობა, სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტა და შრომის სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც ეროვნული კანონითა და პრაქტიკით, იგულისხმება პირობებში;
დასაქმების სხვა პირობების ნაწილში, მათ შორის დასაქმების მინიმალური ასაკი, სახლში მუშაობის შეზღუდვა და სხვა საკითხები, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობითა და პრაქტით ითვლება დასაქმების პირობებად.
2. უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი კერძო შრომით ხელშეკრულებებში თანასწორი მოპყრობის პრინციპიდან გადახვევა, როგორც არის მოცემული მუხლის 1 პარაგრაფში.
3. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომ მიგრანტ მუშაკებს, ქვეყანაში მათი ბინადრობისა და დასაქმების საკითხებში დადგენილი წესებიდან გადახვევის გამო, არ წაერთვათ ამ პრინციპიდან გამომდინარე უფლებები. კერძოდ, დამსაქმებლებმა არ უნდა აარიდონ თავი სამართლებრივი ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, არც თავად ვალდებულებები უნდა შეიზღუდოს რაიმე ფორმით ამგვარი გადახვევების არსებობის საბაბით.
მუხლი 26
1. სახელმწიფო ორგანოები აღიარებენ მიგრანტი მუშაკების და მისი ოჯახის წევრების უფლებას:
მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა ინტერესების დასაცავად მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირების და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული ნებისმიერი სხვა ასოციაციების შეხვედრებსა და საქმიანობაში, რაც რეგულირდება მხოლოდ თავად ორგანიზაციის წესების შესაბამისად;
შეუერთდეს თავისუფლად ნებისმიერ პროფკავშირს და ზემოხსენებულ ასოციაციას, რაც რეგულირდება მხოლოდ შესაბამისი ორგაინზაციის წესებით;
მოიპოვოს პროფკავშირისა თუ ზემოხსენებული ასოციაციების დახმარება და თანადგომა.
2. არ შეიძლება იქნას დაწესებული შეზღუდვა ამ უფლებების განხორციელებაზე გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც) ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის.
მუხლი 27
1. სოციალური უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, მიგრანტი მუშაკი და მისი ოჯახის წევრები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, როგორც მოქალაქეები, იმ პირობით, რომ ისინი ასრულებენ ყველა მოთხოვნას გამომდინდარე შესაბამისი კანონმდებლობიდან და ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. წარმოშობის სახელმწიფოს და დამსაქმებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაააწესონ ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელი პროცედურები.
2. როდესაც შესაბამისი კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას მიგრანტ მუშაკს და მისი ოჯახის წევრებს ისარგებლონ აღნიშნული სოციალური შეღავათებით, სახელმწიფოებს, რომელთაც ეს ეხება, უნდა განიხილონ შესაძლებლობა აუნაზღაურონ დაინტერესებულ პირებს იმ წვლილის მოცულობა, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ამ სარგებელთან დაკავშირებით იმ მოპყრობის საფუძველზე, რომელიც დასაქმების სახელმწიფოს მოქალაქეებზე გავრცელდებოდა ანალოგიურ გარემოებებში.
მუხლი 28
მიგრანტ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ სამედიცინო დახმარება, რომელიც გადაუდებლად ესაჭიროებათ სიცოცხლის გადასარჩენად ან ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამგვარ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე მათ არ უნდა ეთქვათ უარი მათი კანონთან შეუსაბამო დასაქმების ან ბინადრობის გამო.
მუხლი 29
მიგრანტი მუშაკისა და მისი ოჯახის წევრის ყველა ბავშვს უფლება აქვს მიიღოს სახელი, დაბადების მოწმობა და მოქალაქეობა.
მუხლი 30
მიგრანტი მუშაკისა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება პირველად განათლებაზე ამავე სახელმწიფოს მოქალაქეებთან თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით ან სკოლებით სარგებლობა არ უნდა იყოს შეზღუდული ან ხელმიუწვდომელი რომელიმე მშობლის დასაქმების ან ბინადრობის, ან თავად ბავშვის ბინადრობის დასაქმების სახელმწიფოს კანონთან შეუსაბამობის გამო.
მუხლი 31
1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მიგრანტი მუშაკისა და მისი ოჯახის წევრთა კულტურული იდენტურობისადმი პატივისცემა და არ უნდა შეუქმნან დაბრკოლებები წარმოშობის სახელმწიფოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებას.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ძალისხმევას ამ მიმართულებით.
მუხლი 32
დასაქმების სახელმწიფოში მათი ყოფნის დასრულებასთან ერთად, მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება გადააგზავნონ მათი გამომუშავებული თანხები და შემოსავლები, ასევე მათი პირადი ნივთები და ქონება, მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 33
1. მიგრანტი მუშაკისა და მისი ოჯახის წევრის ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება წარმოშობის სახელმწიფოს, დამსაქმებელი სახელმწიფოს ან სატრანზიტო სახელმწიფოსგან მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ეხება:
მათ უფლებებს, წინამდებარე კონვენციიდან გამომდაინრე;
მათი მიღების პირობებზე, უფლებებსა და მოვალეობებაზე მოცმული სახელმწიფოს კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც მისცემს მათ საშუალებას შეესაბამებოდნენ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და სხვა სამართლებრივ ნორმებს.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რომელიც მათ მიაჩნიათ აუცილებლად, რათა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელონ ან უზრუნველყონ მისი მიწოდება დამსაქმებლების, პროფკავშირების ან სხვა შესაბამისი ორგანოებისა თუ ინსტიტუტების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა ითანამშრომლონ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან.
3. ამგვარი ადეკვატური ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული მოთხოვნის საფუძველზე მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასოდ, და სადაც შესაძლებელია მათთვის გასაგებ ენაზე.
მუხლი 34
არცერთი დებულება კონვენციის წინამდებარე ნაწილში არ უხსნის ვალდებულებას მიგრანტ მუშაკს ან მისი ოჯახის წევრს ნებისმიერი სატრანზიტო სახელმწიფოს, თუ დამსაქმებელი სახელმწიფოს კანონების შესრულებაზე ან ხსენებული სახელმწიფოების მცხოვრებთა კულტურული იდენტობის პატივისცემაზე.
მუხლი 35
კონვენციის წინამდებარე ნაწილში მოცემული არცერთი დებულება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული როგორც მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის მქონე ან არალეგალურ მდგომაროებაში მყოფი მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრების მდგომარეობის ლეგალიზაციის საშუალება, ან როგორც ასეთი მდგომარეობის ლეგალიზაციაზე რაიმე უფლების წარმოქმნის მექანიზმი. ასევე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ ხელი შეუშალოს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო მიგრაციისას ჯანსაღი და თანასწორი პირობების შექმნას ისე, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე კონვენციის VI ნაწილში.
ნაწილი IV
მიგრანტი მუშაკის და მისი ოჯახის წევრთა სხვა უფლებები, რომლებსაც აქვთ ყველა დოკუმენტი ან იმყოფებიან კანონის მოთხოვნათა შესაბამის მდგომარეობაში.
მუხლი 36
მიგრანტ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც დასაქმების ქვეყანაში აქვთ შესაბამისი დოკუმენტები ან იმყოფებიან ლეგალურ მდგომარეობაში, III ნაწილში მოცემულ უფლებებთან ერთად უნდა გააჩნდეთ უფლებები, რომლებიც მოცემულია კონვენციის წინამდებარე ნაწილში.
მუხლი 37
გამგზავრებამდე, ან არაუგვიანეს დამსაქმებელი სახელმწიფოს მიერ მათი მიღების პროცესში, მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ უფლება სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ყველა პირობის შესახებ, რომელიც შეეხება მათ ადმისიას და განსაკუთრებით მათ ბინადრობასა და ანაზღაურებად საქმიანობას, რომლითაც მათ შეუძლიათ დაკავდნენ. ასევე იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ დამსაქმებელ სახელმწიფოში და იმ ორგანოების შესახებ, რომელთაც უნდა მიმართონ აღნიშნული პირობების ცვლილებებისათვის.
მუხლი 38
1. დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ყოველგვარი ძალისხმევა, რათა მისცენ საშუალება მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს, დროებით გავიდნენ სახელმწიფოდან, და მათ არყოფნას არ ჰქონდეს გავლენა მათ ბინადრობასა ან სამუშაო ნებართვაზე. ამგვარად, დამსაქმებელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მხედველობაში მიგრანტი მუშაკების და მათი ოჯახის წევრების განსაკუთრებული საჭიროებები და ვალდებულებები, კერძოდ წარმოშობის სახელმწიფოში.
2. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება სრულად იყვნენ ინფორმირებულები პირობებზე, რომლითაც ამგვარი დროებითი გასვლა იქნება დაშვებული.
მუხლი 39
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება დამსაქმებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ბინადრობის ადგილის თავისუფალი არჩევანის საშუალება.
2. უფლებები, რომლებიც მოცემულია პარაგრაფ 1-ში წინამდებარე მუხლისა არ უნდა შეიზღუდოს, გარდა კანონით გათვალისწინეუბული შემთხვევებისა, რაც გამომდინარეობს ეროვნული უსახფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მორალის, სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობიდან, რაც შესაბამისობაშია სხვა უფლებებთან, რომლებიც აღიარებულია წინამდებარე კონვენციით.
მუხლი 40
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ ასოციაციები და პროფკავშირები დამსაქმებელ სახელმწიფოში მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა ინტერესების უზრუნველსაყოფად.
2. არ უნდა იქნას დაწესებული შეზღუდვები ამ უფლების დაცვაზე გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მორალის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 41
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიიღონ მონაწილეობა წარმოშობის სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აირჩიონ და იყვნენ არჩეულნი ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა შესაფერისი ხელშეწყობა უნდა აღმოუჩინონ მათი კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოხსენებული უფლებების განხორციელებას.
მუხლი 42
1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ პროცედურების შემუშავება ან ინსტიტუტების ჩამოყალიბება, როგორც წარმოშობის, ისე დამსაქმებელ სახელმწიფოში, რომელთა მეშვეობით იქნება შესაძლებელი მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრთა სპეციალური საჭიროებების, მისწრაფებებისა და ვალდებულებების დაკმაყოფილება, და შესაძლებლობის ფარგლებში, მისცეს მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ჰყავდეთ თავისუფლად არჩეული წარმომადგენლები აღნიშნულ ინსტიტუტებში.
2. დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, მათი ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობა ადგილობრივი თემების ცხოვრებისა და ადმინისტრირების საკითხებში. .
3. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ პოლიტიკური უფლებებით დამსაქმებელ სახელმწიფოში, თუ აღნიშნული სახელმწიფო საკუთარი სუვერენული უფლებიდან გამომდინარე, მიანიჭებს ამგვარ უფლებებს.
მუხლი 43
1. მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა მიეცეთ დამსაქმებელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან თანაბარი უფლებები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
ხელი მიუწვდებოდეთ საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და მომსახურებაზე შესაბამისი მისაღები მოთხოვნებისა და სხვა რეგულაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში;
ხელი მიუწვდებოდეთ პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების მომსახურებაზე;
ხელი მიუწვდებოდეთ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების დაწესებულებებსა და ინსტიტუტებზე;
ხელი მიუწვდებოდეთ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მათ შორის ბინადრობის სოციალურ სქემებში მონაწილეობაზე და დაცული იყვნენ ექსპლოატაციისაგან ქირის გადახდისას;
ხელი მიუწვდებოდეთ სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებაზე, თუ ამგვარ სქემებში მონაწილეობის პირობებს აკმაყოფილებენ;
ხელი მიუწვდებოდეთ კოოპერატივებსა და დამოუკიდებელ საწარმოებზე, რომლებიც არ უნდა გულისხმობდეს მათი როგორც მიგრანტის სტატუსის შეცვლას და უნდა დაექვემდებარონ შესაბამისი ორგანოების რეგულირებასა და პროცედურებს;
მონაწილეობა მიიღონ კულტურულ ცხოვრებაში.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ პირობების ჩამოყალიბებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეალური თანასწორობა მოპყრობის მხრივ, რაც მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს მისცემდა საშუალებას ისარგებლონ წინამდებარე მუხლის 1-ელ პარაგრაფში მოცემული უფლებებით, დამსაქმებელი სახელმწიფოს ნებართვის საფუძველზე შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
3. დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა არ უნდა შეუშალონ ხელი მიგრანტი მუშაკების დამსაქმებელს მათთვის საცხოვრებელი ან სოციალური ან კულტურული ხასიათის შენობების მშენებლობაში. წინამდებარე კონვენციის 70-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელ სახელმწიფოს შეუძლია აღნიშნული მშენებლობის პროცესი დაუქვემდებაროს ამავე სახელმწიფოში გამოყენებულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მათი მშენებლობისათვის.
მუხლი 44
1. მონაწილე სახელმწიფოები, აღიარებენ რა რომ ოჯახი არის საზოგადეობის ბუნებრივი და ფუნდამენტური უჯრედი და ექვემდებარება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან დაცვას, იღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ მიგრანტი მუშაკების ოჯახების ერთიანობა.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონს ზომები, რომლებსაც ჩათვლიან საჭიროდ, რომელიც მათ კომპეტენციაში შედის, მიგრანტი მუშაკების გასაერთიანებლად მათ მეუღლეებთან ან პირებთან, რომელთანაც ურთიერთობა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად უტოლდება ქორწინებას, ეს ეხება ასევე მათზე დამოკიდებულ არასრულწლოვან დაუოჯახებელ შვილებს.
3. დამსაქმებელი სახელმწიფოები, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, კეთილგანწყობით უნდა მიუდგნენ თანასწორუფლებიანობას, როგორც მოცემულია წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფში, მიგრანტი მუშაკებისოჯახის სხვა წევრებს.
მუხლი 45
1. დამსაქმებელ სახელმწიფოში მიგრანტი მუშაკების ოჯახის წევრები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რომლითაც სარგებლობენ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობა, თუ აღნიშნულ ინსტიტუტებში მიღების პირობები და მომსახურებების მოთხოვნები, ასევე სხვა რეგულირებები დაკმაყოფილებულია;
პროფესიული ორიენტაცისა და ტრენინგის ინსტიტუტების ხელმისაწვდომობა და მომსახურების მიღება, თუ შესაბამისი მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული;
სოციალური და ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომოვა, თუ შესაბამის სქემებში მონაწილეობის პირობები არის დაკმაყოფილებული;
კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა.
2. დამსაქმებელმა სახელმწიფომ უნდა მისდიოს პოლიტიკას, შესაბამის შემთხვევებში წარმოშობის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, რომლის მიზანი იქნება მიგრანტი მუშაკების შვილების ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივ სასკოლო სისტემაში, კერძოდ, ადგილობრივ ენის სწავლების თვალსაზრისით.
3. დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა ხელი შეეწყოს მიგრანტი მუშაკების შვილების მშობლიური ენისა და კულტურის შესწავლას წარმოშობის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის დახმარებით, თუ ეს შესაძლებელია.
4. დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ სპეციალური სქემები მიგრანტი მუშაკების შვილების მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში წარმოშობის სახელმწიფოებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
მუხლი 46
მიგრანტ მუშაკებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობიდან, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და მოცემული სახელმწიფოების საბაჟო კავრშირებში მონაწილეობის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისარგებლონ იმპორტ/ექსპორტის მოსაკრებლებისაგან და გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლების უფლებით როცა საქმე ეხება მათ პირად და საოჯახო ნივთებს, ისევე როგორც საჭირო მოწყობილობებს ანაზღაურებადი საქმიანობისათვის, რომლის გამოც ისინი მიიღო დამსაქმებელმა სახელმწიფომ:
წარმოშობის სახელმწიფოდან ან ტრადიციული ბინადრობის სახელმწიფოდან გამგზავრების დროს;
დამსაქმებელ სახელმწიფოში თავდაპირველი შესვლის დროს;
დამსაქმებელი სახელმწიფოდან საბოლოო გამგზავების დროს;
წარმოშობის ან ტრადიციული ბინადრობის სახელმწიფოში საბოლოო დაბრუნების დროს;
მუხლი 47
1. მიგრანტ მუშაკებს უნდა ჰქონდეთ უფლება მათი შემოსავლები და ანაზღაურება გადარიცხონ, განსაკუთრებით მათი ოჯახების დასახმარებლად, დამსაქმებელი სახელმწიფოდან მათ წარმოშობის სახელმწიფოში ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. ამგავრი გადარიცხვები შეიძლება იყოს განხორციელებული მოცემული სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების დაცვით.
2. მოცემულმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ამგვარი გადარიცხვების ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 48
1. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების არსებობის გათვალისწინებით, მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ დამსაქმებელ სახელმწიფოებში მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით:
გათავისუფლდნენ ისეთი გადასახადების, მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან, რომელიც მეტია ან უფრო მძიმეა, ვიდრე მსგავს გარემოებებში ადგილობრივ მოქალაქეებზე დაწესებული გადასახადები;
უფლებამოსილი იყვნენ მიიღონ ყველა გამოქვითვა ან გათავისუფლება ნებისმიერი ტიპის გადასახადებისაგან და ნებისმიერი საგადასახადო შეღავათები, რომელიც მსგავს გარემოებებში შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობის მქონე პირებმა, მათ შორის საგადასახადო შეღავათები მათ კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლებსა და დანაზოგებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 49
1. როდესაც ცალ-ცალკე ნებართვაა საჭირო ბინადრობის უფლებისა და მუშაობისათვის, დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა უნდა გასცენ ასეთი ნებართვა მიგრანტი მუშაკებისათვის იმ ვადით, რომელიც არანაკლები იქნება მათი ანაზღაურებადი სამუშაო უფლების მოქმედების ვადაზე.
2. მიგრანტი მუშაკები, რომლებსაც დამსაქმებელ სახელმწიფოში უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი სამუშაო, არ უნდა იყვნენ მიჩნეული არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ პირებად, ასევე არ უნდა დაკარგონ ბინადრობის ნებართვა, მხოლოდ მათი ანაზღაურებადი სამუშაოს შეწყვეტის ფაქტის გამო, თუკი ეს მოხდა მუშაობის უფლების ან მსგავსი უფლების ვადის ამოწურვამდე.
3. იმისათვის, რომ წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფში მოცემული პირობების თანახმად მიგრანტ მუშაკებს მიეცეთ საკმარისი დრო ალტერნატიული ანაზღაურებადი საქმიანობის მოსაძებნად, ბინადრობის ნებართვა არ შეიძლება იქნას ჩამორთმეული მინიმუმ იმ პერიოდზე ადრე, რომელიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული მათთვის უმუშევრობის შემწეობების გადასახდელად.
მუხლი 50
1. მიგრანტი მუშაკის სიკვდილის ან მისი განქორწინების შემთხვევაში, დამსაქმებელი სახელმწიფო ითვალისწინებს სახელმწიფოში მაცხოვრებელი მიგრანტი მუშაკის ოჯახის წევრებისათვის უპირატესი დარჩენის ნებართვის მინიჭებას ოჯახის ხელახალი შეერთების საფუძველზე; დამსაქმებელი სახელმწიფო აგრეთვე ითვალისწინებს მათი სახელმწიფოში ცხოვრების ხანგრძლივობას.
2. ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც არ მიენიჭებათ დარჩენის ნებართვა, უფლება ექნებათ მოაწესრიგონ საკუთარი საქმეები განსაზღვრული გონივრული პერიოდის განმავლობაში მათი სახელმწიფოდან გამგზავრებამდე.
3. მოცემული მუხლის 1 და 2 პარაგრაფების დებულებები არ უნდა იქნას განხილული, როგორც უარყოფითი გავლენის მქონე დარჩენისა და მუშაობის იმ უფლებებზე, რომლებიც ოჯახის ასეთ წევრებს უკვე მიღებული აქვთ სხვა გზებით დამსაქმებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, ან ამავე სახემწიფოსათვის სავალდებულო ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების თანახმად.
მუხლი 51
მიგრანტი მუშაკები, რომელებიც იმყოფებიან დამსაქმებელ სახელმწიფოში და არ არიან უფლებამოსილნი თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა, არ უნდა იქნან მიჩნეული, როგორც არალეგალურ სიტუაციაში მყოფნი, და არ უნდა ჩამოერთვათ ცხოვრების უფლება მხოლოდ იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მათ შეუწყდათ ანაზღაურებადი საქმიანობა მათი სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოვრების უფლება კონკრეტულად დამოკიდებულია კონკრეტულ ანაზღაურებად საქმიანობაზე, სადაც ისინი იქნენ მიღებულნი. ასეთ მიგრანტ მუშაკებს აქვთ უფლება ეძიონ ალტერნატიული სამუშაო, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი დასაქმების სქემებში და გაიარონ გადამზადება მათი მუშაობის ნებართვის ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობებითა და შეზღუდვებით, რომლებიც მითითებულია მათი მუშაობის ნებართვაში.
მუხლი 52
1. მიგრანტ მუშაკებს დამსაქმებელ სახელმწიფოში აქვთ უფლება თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა შემდეგი შეზღუდვებისა და პირობების გათვალისწინებით.
2. ნებისმიერ მიგრანტ მუშაკთან მიმართებაში დამსაქმებელი სახელმწიფო უფლებამოსილია:
• შეზღუდოს ნებართვა სამუშაოს განსაზღვრულ კატეგორიებზე, ფუნქციებზე, მომსახურებაზე ან საქმიანობაზე, თუკი ეს აუცილებელია სახელმწიფოს ინტერესებისათვის და განსაზღვრულია სახელმწიფოს კანონმდებლობით;
• შეზღუდოს ანაზღაურებადი საქმიანობის თავისუფალი არჩევანი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც ეხება დამსაქმებელი სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებას. თუმცა, მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეეცადონ, რათა უზრუნველყონ ასეთი კვალიფიკაციების აღიარება.
3. იმ მიგრანტ მუშაკთათვის, რომელთა სამუშაო ნებართვა შეზღუდულია დროში, დამსაქმებელი სახელმწიფო აგრეთვე უფლებამოსილია:
• მათი უფლება თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა დაუქვემდებაროს პირობას, რომ მიგრანტი მუშაკი კანონიერად ცხოვრობდა დამსაქმებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანაზღაურებადი საქმიანობის მიზნით იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს;
• შეზღუდოს მიგრანტი მუშაკის უფლება ანაზღაურებად საქმიანობაზე იმ პოლიტიკის განხორციელების საფუძველზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივ მოქალაქეებს ან იმ პირებს, რომლებიც ასიმილებურებულნი არიან მათთან ამ მიზნით კანონმდებლობის ან ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს იმ მიგრანტ მუშაკთან მიმართებაში, რომელმაც კანონიერად იცხოვრა დამსაქმებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანაზღაურებადი საქმიანობის მიზნით ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს.
4. დამსაქმებელი სახელმწიფო განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც მიგრანტი მუშაკი, რომელსაც მიღებული ჰქონდა ნებართვა დასაქმებაზე, უფლებამოსილი ხდება თვითონ წაომიწყოს საქმიანობა. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მუშაკი უკვე კანონიერად იმყოფებოდა დამსაქმებელ სახელმწიფოში.
მუხლი 53
1. მიგრანტი მუშაკის ოჯახის წევრებს, რომელთაც თავად გააჩნიათ ცხოვრების ან ადმისიის უფლება შეუზღუდავი დროით ან ავტომატურად განახლებადი პერიოდით, ენიჭებათ უფლება თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა იგივე პირობების თანახმად, რომლებიც ვრცელდება აღნიშნულ მიგრანტ მუშაკზე წინამდებარე კონვენციის მუხლი 52–ის თანახმად.
2. რაც შეეხება იმ მიგრანტი მუშაკის ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ნებართვა თავისუფლად აირჩიონ ანაზღაურებადი საქმიანობა, მონაწილე სახელმწიფოები, შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების თანახმად, მათთვის ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების უფლების მინიჭების საკითხს განიხილავენ პრიორიტეტულად ვიდრე სხვა მუშაკებთან მიმართებაში, რომლებიც ცდილობენ დამსაქმებელ სახელმწიფოში შეშვების უფლების მოპოვებას.
მუხლი 54
1. მიგრანტი მუშაკები, წინამდებარე კონვენციის 25 და 27 მუხლებით გათვალისწინებული ცხოვრების ან სამუშაო ნებართვის პირობების დარღვევის გარეშე, უნდა სარგებლობდნენ დამსაქმებელი სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსი მოპყრობის უფლებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
• დაცვა სამსახურიდან გათავისუფლებისაგან;
• უმუშევრობის კომპენსაცია;
• უმუშევრობის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი სამუშაოების სქემებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა;
• სამუშაოს დაკარგვის ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული სამუშაოს ხელმისაწვდომობა.
2. იმ შემთხვევაში, თუკი მიგრანტი მუშაკი აცხადებს პრეტენზიას, რომ მისი სამუშაო ხელშეკრულების პირობები დაირღვა მისი დამსაქმებლის მიერ, მას ენიჭება უფლება მიმართოს საქმე დამსაქმებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში წინამდებარე კონვენციის მე-18-ე მუხლის 1–ლი პარაგრაფის პირობების თანახმად.
მუხლი 55
მიგრანტ მუშაკებს, რომელთაც მიენიჭათ ანაზღაურებადი საქმიანობის ნებართვა, ამ ნებართვაზე თანდართული პირობების თანახმად აქვთ დამსაქმებელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან თანასწორი უფლება ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებაზე.
მუხლი 56
1. მიგრანტ მუშაკები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მოხსენებულია კონვენციის წინამდებარე ნაწილში, არ უნდა იქნან გაძევებულნი დამსაქმებელი სახელმწიფოდან, თუარა იმ მიზეზებით, რომლებსაც ითვალისწინებს დამსაქმებელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გარანტიები, რომლებიც მოცემულია III ნაწილში.
2. გაძევება არ უნდა იქნას განხორციელებული მიგრანტი მუშაკის ან მისი ოჯახის წევრისათვის იმ უფლებების ჩამორთმევის მიზნით, რომლებიც გამომდინარეობს მისთვის მინიჭებული ცხოვრების უფლებისა და მუშაობის ნებართვის პირობებიდან.
3. მიგრანტი მუშაკისა ან მისი ოჯახის წევრის გაძევების საკითხის განხილვისას უნდა იქნას გათვალისწინებული ჰუმანიტარული მოსაზრებებიც და პერიოდის ის ხანგრძლივობა, რომელიც აღნიშნულმა პირმა უკვე გაატარა დამსაქმებელ სახელმწიფოში.
ნაწილი V
დებულებები, რომლებიც ვრცელდება მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა კონკრეტულ კატეგორიებზე
მუხლი 57
კონვენციის წინამდებარე ნაწილით განსაზღვრულ მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა კონკრეტულ კატეგორიებს, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო დოკუმენტები ან იმყოფებიან ლეგალურ პირობებში, ენიჭებათ III ნაწილში მოცემული უფლებები, და ასევე IV ნაწილით განსაზღვრული უფლებები ქვემოთ მოცემული ცვლილებების გათვალისწინებით.
მუხლი 58
1. საზღვარზე მომუშავეებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მე-2-ე მუხლის 2(ა) პარაგრაფით, ენიჭებათ IV ნაწილში მოცემული უფლებები, რომლებიც შესაძლებელია გავრცელდეს მათზე მათი დამსაქმებელ სახელმწიფოში ყოფნის ან მუშაობის საფუძველზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი დამსაქმებელ სახელმწიფოში.
2. კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელმა სახელმწიფოებმა უპირატესი განხილვის უფლებით უნდა განიხილონ საზღვარზე მომუშავეებისათვის ანაზღაურებადი საქმიანობის თავისუფლად არჩევის უფლების მინიჭების საკითხი. ამ უფლების მინიჭება არ ახდენს გავლენას მათ როგორც საზღვარზე მომუშავის სტატუსზე.
მუხლი 59
1. სეზონურ მუშაკებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის 2 მუხლის, პარაგრაფ 2(ბ)-ში, ენიჭებათ უფლებები, რომლებიც მოცემულია IV ნაწილში, რომლებიც შესაძლებელია მათზე გავრცელდეს მათი დამსაქმებელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მუშაობის საფუძველზე და რომელიც შეესაბამება მათი როგორც სეზუნური მუშაკების სტატუსს დამსაქმებელ სახელმწიფოში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი იმყოფებიან დამსაქმებელ სახელმწიფოში მხოლოდ წელიწადის რომელიმე პერიოდის განმავლობაში.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პარაგრაფის თანახმად, დამსაქმებელმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის წამოწყების უფლების მინიჭების საკითხი იმ სეზონური მუშაკებისათვის, რომლებიც დამსაქმებელ სახელმწიფოში მნიშვნელოვნად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობენ. შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით, მათთვის ამ უფლების მინიჭება უნდა მოხდეს პრიორიტეტულად დასაქმების სახელმწიფოში ჩამოსვლის მსურველ სხვა მუშაკებთან მიმართებაში.
მუხლი 60
3. მოგზაურ მუშაკებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის 2 მუხლის, პარაგრაფ 2(ბ)-ში, ენიჭებათ უფლებები, რომლებიც მოცემულია IV ნაწილში, რომლებიც შესაძლებელია მათზე გავრცელდეს მათი დამსაქმებელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მუშაობის საფუძველზე და რომელიც შეესაბამება მათი როგორც მოგზაური მუშაკების სტატუსს დამსაქმებელ სახელმწიფოში.
მუხლი 61
1. პროექტთან-დაკავშირებულ მუშაკებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მუხლში 2, პარაგრაფში 2(ვ), და მათი ოჯახის წევრებს, ენიჭებათ უფლება, რომელიც მოცემულია IV ნაწილში გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც მოცემულია 43-ე მუხლის 1 (ბ) და (გ) პარაგრაფებში, მუხლი 43-ის 1 (დ) პარაგრაფში, რადგან იგი შეეხება საზოგადოებრივ საბინაო სქემებს, ასევე 45-ე მუხლის პარაგრაფ 1 (ბ)-ში, და 52–55-ე მუხლებში.
2. თუკი პროექტთან-დაკავშირებული მუშაკი პრეტენზიას აცხადებს, რომ მისი სამუშაო ხელშეკრულების პირობები დაირღვა დამსაქმებლის მიერ, იგი უფლებამოსილია საქმე აღძრას იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ დამსაქმებელზე, იმ პირობებით, რომელიც მოცემულია წინამდებარე კონვენციის მუხლში 18, პარაგრაფი 1.
3. ხელმომწერი სახელმწიფოები, მათთვის სავალდებულო ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, უნდა ისწრაფვოდნენ პროექტთან-დაკავშირებული მუშაკებისათვის მათი წარმოშობის ან ტრადიციულად ცხოვრების ადგილის სახელმწიფოს მიერ, მათთვის ადეკვატური სოციალური დაცვის სისტემებით სარგებლობის უფლების შენარჩუნებისაკენ კონტრაქტში მათი ჩართულობის პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული სახელმწიფოები განახორციელებენ შესაბამის ზომებს რათა თავიდან იქნას აცილებული ამ საკითხებთან დაკავშირებით უფლებების გამოყენების შეზღუდვა ან გადასახადების დუბლირება.
4. წინამდებარე კონვენციის 47-ე მუხლის დებულებების და შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების დაურღვევლად, დაინტერესებული სახელმწიფოები ნებართვას გასცემენ პროექტთან-დაკავშირებული მუშაკებისათვის შემოსავლების გადახდა განხორციელდეს მათი წარმოშობის ან ტრადიციული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში.
მუხლი 62
1. განსაზღვრული ამოცანით დასაქმებულ მუშაკებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მუხლში 2, პარაგრაფში 2(ზ), ენიჭებათ უფლება, რომელიც მოცემულია ნაწილში IV, გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც მოცემულია მუხლში 43, პარაგრაფი 1 (ბ) და (გ), მუხლში 43, პარაგრაფი 1 (დ), (ვინაიდან ისინი ითვალისწინებს საზოგადოებრივ საბინაო სქემებს), ასევე მუხლში 52, და მუხლში 54, პარაგრაფი 1 (დ).
2. განსაზღვრული ამოცანით დასაქმებული მუშაკების ოჯახის წევრებს ენიჭებათ უფლება, მსგავსად მიგრანტ მუშაკთა ოჯახის წევრების უფლებებისა, რომლებიც მოცემულია წინამდებარე კონვენციის IV ნაწილში, გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც მოცემულია მუხლში 53.
მუხლი 63
1. თვით–დასაქმებულ მუშაკებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის მუხლში 2, პარაგრაფში 2(თ),ენიჭებათ უფლება, რომელიც მოცემულია ნაწილში IV, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ იმ მუშაკებზე, რომელთაც გააჩნიათ დასაქმების ხელშეკრულება.
2. წინამდებარე კონვენციის 52 და 79 მუხლების დაურღვევლად, თვით–დასაქმებული მუშაკების ეკონომიური საქმიანობის შეწყვეტა თავისთავად არ ითვალისწინებს მათი ან მათი ოჯახის წევრების უფლებამოსილების ჩამორთმევას დარჩენაზე ან ანაზღაურებად საქმიანობაში ჩართულობაზე დამსაქმებელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხოვრების უფლება კონკრეტულად დამოკიდებულია სპეციფიურ ანაზღაურებად საქმიანობაზე, რომელზეც ისინი იქნენ დაშვებულნი.
ნაწილი VI
ჯანსაღი, მიუკერძოებელი, ჰუმანური და კანონიერი პირობების ხელშეწყობა მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით.
მუხლი 64
1. წინამდებარე კონვენციის 79 მუხლის დაურღვევლად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ შესაბამის კონსულტაციას და თანამშრომლობას ჯანსაღი, მიუკერძოებელი, ჰუმანური და კანონიერი პირობების ხელშეწყობის მიზნით მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით.
2. ამასთან მიმართებაში, შესაბამისი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა შრომით მოთხოვნილებებსა და რესურსებს, არამედ აგრეთვე სოციალურ, ეკონომიურ, კულტურულ და სხვა საჭიროებებსაც, ისევე როგორც ასეთი მიგრაციის შედეგებს დაინტერესებული საზოგადოებებისათვის.
მუხლი 65
1. მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ შესაბამის მომსახურებას მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით. მათი ფუნქციები აგრეთვე მოიცავს:
• ასეთ მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმაციასა და იმპლემენტაციას;
• ინფორმაციის გაცვლას, კონსულტაციებსა და თანამშრომლობას სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ასეთ მიგრაციაში;
• შესაბამისი ინფორმაციის უზრუნველყოფას დამსაქმებლებისათვის, მუშაკთა და მათი ორგანიზაციებისათვის მიგრაციასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე, კანონებსა და ნორმებზე, იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც დადებულია სხვა დამსაქმებელ სახელმწიფოებთან და ითვალისწინებს მიგრაციასა და სხვა შესაბამის საკითხებს;
• ინფორმაციისა და შესაბამისი ხელშეწყობის უზრუნველყოფას მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მათ უფლებამოსილებასა და ფორმალობებთან დაკავშირებით, აგრეთვე გამგზავრების, მოგზაურობის, ჩამოსვლის, დარჩენის, ანაზღაურებადი საქმიანობის, წასვლისა და დაბრუნების მოგვარებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მუშაობისა და ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით დამსაქმებელ სახელმწიფოში და საბაჟო, სავალუტო, საგადასახადო და სხვა შესაბამის კანონმდებლობასთან და ნორმებთან მიმართებაში.
2. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამისად ხელს უწყობენ ადეკვატური კონსულტაციის უზრუნველყოფას და სხვა მომსახურების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია მიგრანტი მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური, კულტურული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მუხლი 66
1. წინამდებარე მუხლის მე-2-ე პარაგრაფის თანახმად, სხვა დამსაქმებელ სახელმწიფოში დასაქმების მიზნით მუშაკთა მოზიდვის საქმიანობის წამოწყების უფლება უნდა შეიზღუდოს და მოიცავდეს:
• საჯარო სამსახურებს ან დამსაქმებელი სახელმწიფოს ორგანოებს, სადაც მსგავს საქმიანობას აქვს ადგილი;
• დამსაქმებელი სახელმწიფოს საჯარო სამსახურებს ან ორგანოებს დაინტერესებულ სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
• იმ ორგანოს, რომელიც ჩამოყალიბებულია ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დაინტერესებული სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული ნებართვის, დასტურისა და ზედამხედველობის პირობებში, სააგენტოებს, მომავალ დამსაქმებლებს ან პირებს, რომლებიც მოქმედებენ მათი სახელით, შესაძლებელია მიენიჭოთ ნებართვა აღნიშნული საქმიანობის წამოსაწყებად.
მუხლი 67
1. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამისად თანამშრომლობენ იმ ზომების მიღებაზე, რომლებიც ითვალისწინებს მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა სისტემურ დაბრუნებას მათი წარმოშობის სახელმწიფოებში მათი გადაწყვეტილების ან მათი ცხოვრების ან დასაქმების უფლების ამოწურვის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იმყოფებიან არალეგალურ სიტუაციაში დამსაქმებელ სახელმწიფოში.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ლეგალურ სიტუაციაში მყოფ მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში, თანამშრომლობენ ამ სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული პირობების თანახმად, წარმოშობის სახელმწიფოში მათი დასახლებისა და მყარი სოციალური და კულტურული რეინტეგრაციისათვის ადეკვატური ეკონომიური პირობების შექმნის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 68
1. მონაწილე სახელმწიფოებმა, აგრეთვე ტრანზიტის სახელმწიფოები, უნდა ითანამშრომლონ არაკანონიერი ან საიდუმლო გადაადგილების და მიგრანტ მუშაკთა არარეგულარულ სიტუაციაში დასაქმების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. ამ მიმართულებით განსახორციელებელი ზომები თითოეული დაინტერესებული სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში აგრეთვე მოიცავს:
• შესაბამის ზომებს მცდარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, რომელიც ეხება ემიგრაციასა და იმიგრაციას;
• ზომები მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა არაკანონიერი და საიდუმლო მოძრაობების დასადგენად და აღმოსაფხვრელად, აგრეთვე ეფექტური სანქციების წარსადგენად იმ პირების, დაჯგუფებების ან დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ, ამოქმედებენ ან დახმარებას უწევენ ასეთ მოძრაობებს;
• ზომები ეფექტური სანქციების წარსადენად იმ პირების, დაჯგუფებების ან დაწესებულებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, მუქარას ან დაშინებას არარეგულარულ სიტუაციაში მყოფ მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ.
2. დასაქმების სახელმწიფოები მიმართავენ ყველა ადეკვატურ და ეფექტურ ზომას არარეგულარულ სიტუაციაში მყოფ მიგრანტ მუშაკთა მათ ტერიტორიაზე დასაქმების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სანქციების წარდგენას ასეთ მუშაკთა დამსაქმებლების მიმართ. ამ ზომებმა არ უნდა შელახოს მიგრანტ მუშაკთა დასაქმებიდან გამომდინარე უფლებები დამსაქმებლების წინაშე.
მუხლი 69
1. მონაწილე სახელმწიფოები, იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტი მუშაკები და მათი ოჯახიხს წევრები იმყოფებიან არარეგულარულ სიტუაციაში მათი ტერიტორიის ფარგლებში, იღებენ შესაბამის ზომებს, რათა დარწმუნდნენ რომ მსგავსი სიტუაცია არ არის შენარჩუნებული.
2. თუკი მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, დაარეგულირონ ასეთი პირების მდგომარეობა შესაბამისი კანონმდებლობისა და ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნას დასაქმების სახელმწიფოში მათი შესვლის გარემოებები და ყოფნის ხანგრძლივობა, ასევე მათ ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები.
მუხლი 70
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ზომებს, არანაკლებ ხელსაყრელს ვიდრე ის ზომები, რომლებიც ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რათა რეგულარულ სიტუაციაში მყოფი მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები შეესაბამებოდეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ადამიანური ღირსების პრინციპებს.
მუხლი 71
1. მონაწილე სახელმწიფოები საჭიროების შემთხვევაში ხელს უწყობენ გარდაცვლილი მიგრანტი მუშაკებისა თუ მათი ოჯახის წევრთა ნეშთების მათი წარმოშობის სახელმწიფოში რეპატრიაციას.
2. რაც შეეხება მიგრანტ მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კომპენსაციის საკითხს, საჭიროების მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ დაინტერესებული პირების დახმარებას მსგავსი საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. ამ საკითხთა მოგვარება ხორციელდება სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე წინამდებარე კონცენციის დებულებებისა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების თანახმად.
ნაწილი VII
კონვენციის გამოყენება
მუხლი 72
1.
წინამდებარე კონვენციის გამოყენების შეფასების მიზნით, ყალიბდება ყველა მიგრანტ მუშაკთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის კომიტეტი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომიტეტი“);
კომიტეტი, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის, შედგება ათი, ხოლო ორმოცდამეერთე მონაწილე სახელმწიფოსათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, თოთხმეტი მაღალი მორალური პრინციპების მქონე, მიუკერძოებელი და კონვენციაში მოცემულ სფეროებში აღიარებული კომპეტენტური ექსპერტისაგან.
2.
კომიტეტის წევრები აირჩევიან საიდუმლო კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოების მიერ იმ პირთა სიიდან, რომლებიც ნომინირებულნი იქნენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ, უნდა იქნას შესაბამისად გათვალისწინებული მიუკერძოებელი გეოგრაფიული გადანაწილება, მათ შორის წარმოშობისა და დამსაქმებელი სახელმწიფოებისა, და უნდა იქნას წარმოდგენილი ძირითადი საკანონმდებლო სისტემები. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია წარადგინოს ერთი პირი საკუთარი მოქალაქეების სიიდან.
წევრები აირჩევიან და ეწევიან სამსახურს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში.
3.
პირველადი არჩევნები ტარდება არაუგვიანეს ექვსი თვისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღის შემდეგ და შემდგომი არჩევნები ტარდება ყოველ მეორე წელს. არანაკლებ ოთხი თვისა ყოველ არჩევნებამდე, გაეროს გენერალური მდივანი მიმართავს წერილობით მონაწილე სახელმწიფოებს, იწვევს რა მათ წარადგინონ საკუთარი ნომინანტები ორი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ამზადებს ყველა ნომინირებული პირის სიას ანბანის მიხედვით, უთითებს მათ წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოებს, და წარუდგენს მათ მონაწილე სახელმწიფოებს არაუგვიანეს ერთი თვისა შესაბამის არჩევნებამდე ნომინირებული პირების რეზიუმეებთან ერთად.
4.
კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება მონაწილე სახელმწიფოების შეხვედრაზე, რომელსაც იწვევს გაეროს გენერალური მდივანი შტაბბინაში. შეხვედრაზე, რომლის ქვორუმსაც შეადგენს მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედი, კომიტეტში არჩეული პირები არიან ის ნომინანტები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უდიდესი რაოდენობა და შეხვედრაზე დამსწრე მონაწილე სახელმწიფოების ხმათა სრული უმრავლესობა.
5. კომიტეტის წევრები მსახურობენ ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველი არჩევნების დროს არჩეული ხუთი წევრის ვადა იწურება ორი წლის გასვლის შემდეგ, პირველი არჩევნების შემდგომ დაუყოვნებლივ, ამ ხუთი წევრის სახელი ლატარიის წესით აირჩევა კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოების შეხვედრის თავმჯდომარის მიერ.
კომიტეტის ოთხი დამატებითი წევრის არჩევა ხდება წინამდებარე მუხლის პარაგრაფების 2, 3 და 4 დებულებების თანახმად, ორმოცდამეერთე მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ. ორი დამატებითი არჩეული წევრის ვადა იწურება ორი წლის გასვლისას; ამ წევრების სახელები აირჩევა კენჭისყრით წევრი სახელმწიფოების შეხვედრის თავმჯდომარის მიერ.
კომიტეტის წევრები ექვემდებარებიან ხელახალ არჩევას მათი ხელახალი ნომინირების შემთხვევაში.
6. კომიტეტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუკი იგი განაცხადებს რაიმე მიზეზს, რის საფუძველზეც მას არ შეუძლია საკომიტეტი მოვალეობების შესრულება, მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც წარადგინა ექსპერტი, ნიშნავს სხვა ექსპერტს საკუთარი მოქალაქეების სიიდან ვადის დარჩენილი პერიოდით. ახალი დანიშვნა ექვემბდებარება კომიტეტის თანხმობას.
7. გაეროს გენერალური მდივანი უზრუნველყოფს აუცილებელ ნივთებსა და აღჭურვილობას კომიტეტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.
8. კომიტეტის წევრები იღებენ ანაზღაურებას გაეროს ფონდიდან იმ ვადითა და პირობებით, რომელსაც გადაწყვეტს გენერალური ასამბლეა.
9. კომიტეტის წევრები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ გაეროს მისიის ექსპერტისათვის განკუთვნილი პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც ეს მოცემულია კონვენციის შესაბამის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს გაეროს პრივილეგიებსა და იმუნიტეტს.
მუხლი 73
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წარუდგინონ გაეროს გენერალურ მდივანს განსახილველად კომიტეტის ანგარიში საკანონმდებლო, იურიდიულ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომებზე, რომლებიც განახორციელა კომიტეტმა წინამდებარე კონვენციის დებულებების შესასრულებლად:
• კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოსათვის;
• შემდგომ ყოველი ხუთი წლის შემდეგ და როდესაც კომიტეტი ამას მოითხოვს.
2. წინამდებარე მუხლის შესაბამისად მომზადებული ანგარიში აგრეთვე მიუთითებს ფაქტორებსა და სირთულეებზე, მათი არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ კონვენციის შესრულებაზე და ანგარიში აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას მიგრაციის დინების მახასიათებლებზე, რომელშიც ჩართულია დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფო.
3. კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს გზამკვლევი დოკუმენტი ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით.
4. მონაწილე სახელმწიფოები ამზადებენ საკუთარ ანგარიშს და მას საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდიან საკუთარ სახელმწიფოებში.
მუხლი 74
1. კომიტეტმა უნდა გამოიკვლიოს ანგარიშები, წარდგენილი ყოველი მონაწილე ქვეყნის მიერ და მიაწოდოს მისი აზრით შესაფერისი კომენტარები დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მიაწოდოს კომიტეტს საკუთარი მოსაზრებები კომიტეტის მიერ გამოთქმულ კომენტარებთან დაკავშირებით წინამდებარე მუხლის შესაბამისად. კომიტეტს შეუძლია მოიხოვოს დამატებითი ინფორმაცია მონაწილე სახელმწიფოებიდან აღნიშნული ანგარიშების განხილვისას.
2. გაეროს გენერალური მდივანი ყოველი კომიტეტის რეგულარული სხდომის გახსნამდე გონივრულ ვადაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გადასცემს დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და მათი განხილვისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას, რათა ოფისს მისცეს საშუალება დაეხმაროს კომიტეტს საკუთარი გამოცდილებით, რომელიც ოფისს შეუძლია მისცეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წინამდებარე კონვენციით რეგულირდება, რომელიც შრომის საერთაშორისოორგანიზაციის კომპეტენციაში შედის. კომიტეტმა უნდა განიხილოს მის ანალიზში ამგვარი კომენტარები და მასალები, რომელსაც ოფისი წარუდგენს.
3. გაეროს გენერალურ მდივანს ასევე შეუძლია, კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, გადასცეს სხვა სპეციალიზებულ სააგენტოებს, ისევე როგორც მთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, ანგარიშების ის ნაწილები, რომლებიც მათ კომპეტენციაში შეიძლება შედიოდეს.
4. კომიტეტის შეუძლია მოიწვიოს გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები და ორგანოები ისევე, როგორც მთავრობათაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს შეუძლიათ მიაწოდონ კომიტეტს განსახილველად წერილობითი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც წინამდებარე კონვენციაშია განხილული და რომელიც მათ საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
5. შრომის საერთაშორისო ოფისი შეიძლება იქნას მოწვეული კომიტეტის მიერ წარმომადგენლის სახით მონაწილეობისათვის, კონსულტანტის სახით კომიტეტის სხდომებზე.
6. კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს გაეროს სხვა სპეციალიზებული სააგენტოები და ორგანოები, ისევე როგორც მთავრობათაშორისო ორგანიზაციები, რათა ისინი დაესწრონ და გამოთქვან მოსაზრებები ნებისმიერ განსახილველ საკითხზე, რომელიც მათ კომპეტენციაშია.
7. კომიტეტმა უნდა წარუდგინოს გაეროს გენერალურ ასამბლეას წლიური ანგარიში კონვენციის შესრულების შესახებ, რომელშიც მოცემული არის მისი საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, დაფუძნებული კერძოდ, ანგარიშებზე და მონაწილე სახელმწიფოების ნებისმიერ კომენტარებზე.
8. გაეროს გენერალურმა მდივანმა კომიტეტის წლიური ანგარიშები კონვენციის უნდა გადასცეს მონაწილე სახელმწიფოებს, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურ დირექტორს და სხვა შესაბამის ორგანიზაციებს.
მუხლი 75
1. კომიტეტმა უნდა მიიღოს მისი რეგლამენტი.
2. კომიტეტმა უნდა აირჩიოს მისი წევრები ორი წლის ვადით.
3. ჩვეულებრივ კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ.
4. კომიტეტის სხდომები ჩვეულებრივ უნდა ჩატარდეს გაეროს შტაბ-ბინაში.
მუხლი 76
1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ ამ მუხლით იგი აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს კომუნიკაციები, რომ მონაწილე სახელმწიფო პრეტენზიას უცხადებს მეორე მონაწილე სახელმწიფოს, რომ იგი არ ასრულებს წინამდებარე კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. კომუნიკაციები წინამდებარე მუხლით შეიძლება იქნას მიღებული და განხილული მხოლოდ თუ ისინი მიწოდებულია მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას საკუთარ თავთან მიმართებაში. განცხადება არ უნდა იქნას მიღებული კომიტეტის მიერ, თუ ის ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია. კომუნიკაციები, რომლებიც იქნა მიღებული ამ მუხლით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პროცედურას:
თუ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ სხვა მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს წინამდებარე კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, მას შეუძლია წერილობითი კომუნიკაციის მეშვეობით ეს საკითხი მიაწოდოს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს. მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კომიტეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამი თვის შემდეგ მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უპასუხოს გამგზავნ სახელმწიფოს ახსნა-განმარტებით ან სხვა განცხადებით წერილობითი სახით, რომლითაც ახსნილი იქნება საკითხი, რასაც თან უნდა ერთვოდეს, თუ ეს შესაძლებელია და ესადაგება დანარჩენ ნაწილს, გატარებული შიდა ღონისძიებებისა და პროცედურებისა ჩამონათვალი, რომელიც არის ხელმისაწვდომი ან ჩატარდება უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით;
თუ საკითხი არ არის გამოსწორებული ორივე მონაწილე სახელმწიფოსათვის მისაღები ფორმით ექვს თვეში პირველადი მიმართვის მიღების შემდეგ მიმღები სახელმწიფოს მიერ, ორივე სახელმწიფოს აქვს უფლება მიმართოს ამ საკითხით კომიტეტს, კომიტეტისათვის და მეორე სახელმწიფოსათვის გაგზავნილი ცნობის მეშვეობით;
კომიტეტმა უნდა განიხილოს საკითხი მხოლოდ იმის გარკვევის შემდეგ, რომ ყველა შიდა პროცედურა და ღონისძიება იქნა ამოწურული და გამოყენებული ამ საკითხის მოგვარებისათვის, საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული პრინციპების შესაბამისად. თუ კომიტეტის თვალსაზრისით ღონისძიებების გატარება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, აღნიშნული პროცედურები კარგავს სავალდებულო ხასიათს.
წინამდებარე პარაგრაფის (გ) ქვეპარაგრაფის დებულებებიდან გამომდინარე, კომიტეტმა შუამავლობა უნდა შესთავაზოს მხარეებს საკითხის მორიგების გზით გადაწყვეტისათვის წინამდებარე კონვენციაში მოცემული დებულებების აღიარებიდან გამომდინარე;
კომიტეტმა უნდა ჩაატაროს დახურული სხდომები წინამდებარე მუხლის კომპეტენციაში არსებული მიმართვების განსახილველად;
ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც წინამდებარე პარაგრაფის ქვეპარაგრაფ (ბ) არის მოცემული, კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებიც ნახსენები არიან ქვეპარაგრაფ (ბ) ნებისმიერი საკითხის ირგვლივ არსებული ინფორმაცია;
მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც ნახსენები არიან ქვეპარაგრაფში (ბ) აქვთ უფლება წარმოდგენილები იქნან საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ და მოახდინონ საკუთარი არგუმენტების ზეპირად ან წერილობით მიწოდება;
კომიტეტმა თორმეტი თვის განმავლობაში ცნობის მიღების შემდეგ ქვეპარაგრაფ (ბ) შესაბამისად, წარადგინოს ანგარიში თუ:
შეთანხმება იქნა მიღწეული წინამდებარე პარაგრაფის (დ) ქვეპარაგრაფის პირობებით, კომიტეტს შეუძლია მისი ანგარიში შეკვეცოს ფაქტების მოკლე კონსტატაციამდე და მიღებულ გადაწყვეტილებამდე;
თუ არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება (დ) ქვეპარაგრაფის ფარგლებში, კომიტეტმა მისი ანგარიშიდან გამოდმინარე უნდა წარმოადგინოს ფაქტები: მონაწილე სახელმწიფოებს შორის არსებული საკითხის ირგვლივ. წერილობითი მიმართვებისა და ზეპირი მიმართვების ჩანაწერები, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოების მიერ იქნა გაკეთებული, და თან უნდა დაურთოს ანგარიშს, კომიტეტს ასევე შეუძლია გაუგზავნოს კომუნიკაცია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რომელიც ეხება ნებისმიერ საკთხს, რომელიც შეიძლება რელევანტურად ჩაითვალოს მათთვის.
ყველა საკითხში, ანგარიში უნდა იქნას მიწოდებული დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.
2. წინამდებარე მუხლის დებულებები უნდა შევიდეს ძალაში, როდესაც კონვენციის ათმა მონაწილე სახელმწიფომ გააკეთა დეკლარაცია წინამდებარე მუხლის პარაგრაფი 1 -ის შესაბამისად. ამგვარი დეკლარაციები უნდა იქნას დეპოზიტირებული მონაწილე სახელმწიფოების მიერ გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც მიაწვდის ასლებს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს. დეკლარაცია შეიძლება იყოს გამოხმობილი ნებისმიერ დროს, რის შესახებ უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. ამგვარმა გამოხმობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა ადრე არსებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით წინამდებარე მუხლის შესაბამისად; ასევე შემდგომი მიმართვები აღარ უნდა იქნას გაგზავნილი მას შემდეგ, რაც კომუნიკაციის გამოხმობის შესახებ ეცნობა გენერალურ მდივანს გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მონაწილე სახელმწიფომ ახალი დეკლარაცია არ გააკეთა.
მუხლი 77
1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს დეკლარაცია წინამდებარე მუხლის შესაბამისად, რომ იგი აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს მიმართვები კერძო პირებისაგან მისი იურისდიქციის ფარგლებში, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მათი ინდივიდუალური უფლებები დარღვეული იქნა მონაწილე სახელმწიფოს მიერ. კომიტეტის მიერ არ იქნება მიღებული დეკლარაცია, რომელიც ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც არ აღიარა ეს მუხლი.
2. კომიტეტმა მიუღებლად უნდა ცნოს ნებისმიერი ანონიმური კომუნიკაცია, წინამდებარე მუხლიდან გამომდინარე, რადგანაც მიმართვის წარდგენის წესი იქნება დარღვეული და მაშასადამე წინამდებარე კონვენციის დებულებებთან შეუთავსებელი.
3. კომიტეტმა არ უნდა განიხილოს პიროვნებისაგან კომუნიკაცია წინამდებარე მუხლის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დარწმუნდება, რომ:
იგივე საკითხი არ განხილულა, არც ამჟამად განიხილება საეთაშორისო გამოძიების ან მორიგების ფარგლებში სხვა პროცედურის მიხედვით;
პიროვნებამ ამოწურა ყველა არსებული შიდა საშუალებები; ეს არ უნდა იქცეს წესად, როდესაც კომიტეტის თვალსაზრისით, გადაწყვეტის საშუალებების გამოყენება დაუსაბუთებლად ჭიანურდება ან ნაკლებსავარაუდოა ეფექტურად შეამსუბუქოს აღნიშნული პირის მდგომარეობა.
4. წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფის დებულებების თანახმად, კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი მის ხელთ არსებული კომუნიკაცია, რომელიც ამ მუხლით იქნა მისთვის მიწოდებული კონვენციის იმ მონაწილე სახელმწიფოს საყურადღებოდ, რომელმაც გააკეთა დეკლარაცია პარაგრაფ 1-ის შესახებ და რომლის შესახებ არსებობს პრეტენზია კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევის თაობაზე. ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, რომელმაც მიიღო ამგვარი პრეტენზია, უნდა მიაწოდოს კომიტეტს წერილობითი განმარტებები ან განცხადებები, რომლებიც ნათელს ჰფენენ საკითხს და გადაწყვეტის საშუალებას შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ.
5. კომიტეტმა უნდა განიხილოს კომუნიკაცია, მიღებული წინამდებარე მუხლით ყველა იმ ინფორმაციასთან შეჯერების გზით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია მოცემული პირის ან დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსაგან.
6. კომიტეტმა უნდა ჩაატაროს დახურული სხდომები წინამდებარე კომუნიკაციების გამოსაკვლევად წინამდებარე მუხლის შესაბამისად.
7. კომიტეტმა უნდა მიაწოდოს თავის მოსაზრებები მონაწილე სახელმწიფოს და პიროვნებას.
8. წინამდებარე მუხლის დებულებები უნდა შევიდეს ძალაში, როდესაც კონვენციის ათმა მონაწილე სახელმწიფომ გააკეთა დეკლარაცია წინამდებარე მუხლის პარაგრაფი 1 -ის შესაბამისად. ამგვარი დეკლარაციების უნდა იქნას დეპოზიტირებული მონაწილე სახელმწიფოების მიერ გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელიც მიაწვდის ასლებს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს. დეკლარაცია შეიძლება იყოს გამოხმობილი ნებისმიერ დროს, რის შესახებ უნდა ეცნობოს გენერალურ მდივანს. ამგვარმა გამოხმობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა ადრე არსებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით წინამდებარე მუხლის შესაბამისად; ასევე შემდგომი მიმართვები აღარ უნდა იქნას გაგზავნილი მას შემდეგ, რაც კომუნიკაციის გამოხმობის შესახებ ეცნობა გენერალურ მდივანს გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მონაწილე სახელმწიფომ ახალი დეკლარაცია არ გააკეთა.
მუხლი 78
წინამდებარე კონვენციის მუხლი 76 უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ არ იქნას გამორიცხული დავების ან საჩივრების გადაწყვეტა იმ სფეროში, რომელსაც ფარავს წინამდებარე კონვენცია სხვა შემადგენელი ინსტრუმენტების მიერ, ან კონვენციების მიერ, რომელიც მიღებულია გაეროსა და სპეციალიზებული სააგენტოების მიერ და არ უნდა შეუშალოს ხელი მონაწილე სახელმწიფოებს გამოიყენონ ნებისმიერი პროცედურა დავების გადაწყვეტისათვის, მათ შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მეშვეობით.
ნაწილი VIII
ზოგადი დებულებები
მუხლი 79
წინამდებარე კონვენციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა არცერთი მონაწილე სახელმწიფოს უფლებაზე, რომ შეიმუშაოს მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების მიღების კრიტერიუმი. რაც შეეხება მათ სამართლებრივ მდგომარეობასა და მოპყრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციით დაწესებული შეზღუდვებით.
მუხლი 80
არცერთი დებულება წინამდებარე კონვენციიდან არ უნდა იქნას აღქმული, როგორც გაეროს ქარტიის ან სხვა სპეციალიზებული სააგენტოების ფუძემდებლური დოკუმენტების ძალის შემასუსტებლად, რომლებიც განსაზღვრავენ გაეროს სხვადასხვა ორგანოების და სპეციალიზებული სააგენტოების შესაბამის პასუხისმგებლობებს წინამდებარე კონვენციის სფეროში მოქცეულ საკითხებთან მიმართებაში.
მუხლი 81
1. არაფერმა წინამდებარე კონვენციაში არ უნდა შეაფერხოს უფრო მეტი უფლებებისა ან თავისუფლებების მინიჭება მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის:
მონაწილე სახელმწიფოს კანომდებლობით ან პრაქტიკით; ან
მოცემული სახელმწიფოს მიერ დადებული ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით
2. არცერთი დებულება წინამდებარე კონვენციიდან არ უნდა იქნას აღქმული ნებისმიერი სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის მიერ, რომ აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს საქმიანობაში ან განახორციელოს ქმედება, რომლითაც შეუძლია შეზღუდოს წინამდებარე კონვენციით მოცემული ნებისმიერი უფლება ანდ თავისუფლება.
მუხლი 82
მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე კონვენციაში, არ შეიძლება იქნას გამოხმობილი. დაუშვებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა მიგრანტი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებზე იმ მიზნით, რათა მათ უარი თქვან რომელიმე ზემოთქმულ უფლებაზე. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მოხდეს წინამდებარე კონვენციაში ნაკისრი უფლებების შეზღუდვა. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ამ პრინციპების პატივისცემა.
მუხლი 83
წინამდებარე კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფო:
უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პირს, რომლის აქ მოცემული უფლებები და თავისუფლებები არის დარღვეული, მიეცეს ეფექტური დაცვის საშუალება თუნდაც დამრღვევი ოფიციალური თანამდებობის პირს წარმოადგენდეს;
უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი პირს, რომელიც ამგვარ დაცვას ეძებს, მიეცემა საშუალება, რომ მისი საჩივარი განხილულ იქნება კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გამომდინარე სახელმწიფოს სამართლებრივი მოწყობიდან, რათა სამართლებრივი დაცვის მექანიზმი იქნას გამოყენებული;
უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა განახორციელონ ამგვარი დაცვის მექანიზმების ამოქმედება მათი არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 84
ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს და იღებს სამართლებრივ და სხვა სახის აუცილებელ ზომებს, რათა განახორციელოს წინამდებარე კონვენციის დებულებები.
ნაწილი IX
საბოლოო დებულებები
მუხლი 85
გაეროს გენერალური მდივანი აღჭურვილია წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარის უფლებამოსილებით.
მუხლი 86
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოსაწერად. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას.
2. წინამდებარე კონვენციას შეიძლება შეუერთდეს ნებისმიერი სახელმწიფო.
3. რატიფიკაციის და შეერთების ინსტრუმენტები უნდა იქნას დეპოზიტირებული (შესანახად გადაცემული) გაეროს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 87
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მეოცე რატიფიკაციის ან მიერთების ინსტრუმენტის დეპოზიტირების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ თვის პირველ რიცხვში.
2. ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შესაძლებელია წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია ან მასთან მიერთება მისი ძალაში შესვლის შემდეგ, კონვენცია შედის ძალაში მისი საკუთარი რატიფიკაციის ინსტრუმენტის დეპოზიტირების სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველ რიცხვში.
.
მუხლი 88
სახელმწიფოს, რომელიც ახდენს რატიფიკაციას ან მიერთებას წინამდებარე კონვენციაზე არ შეუძლია უარი თქვას მისი რომელიმე ნაწილის შესრულებაზე, მათ შორის მე-3 მუხლის საბაბით, ან გამორიცხოს მიგრანტი მუშაკების რომელიმე კატეგორია კონვენციის უფლებებით სარგებლობისაგან.
მუხლი 89
1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს, მოცემული სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუადრეს ხუთი წლისა, შეუძლია მოახდინოს მისი დენონსაცია გაეროს გენერალური მდივნის მისამართით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით.
2. ამგვარი დენონსაცია შევა ძალაში შესაბამისი თორმეტთვიანი პერიოდის ამოწურვის შემდგომი თვის პირველ დღეს.
3. ამგვარ დენონსაციას არ შეუძლია ჰქონდეს გავლენა მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან გათავისუფლების ნაწილში ნებისმიერ ქმედებასთან ან შეცდომასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა დენონსაციის ძალაში შესვლამდე. ასევე დენონსაციის ფაქტს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ნებისმიერი სახით ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელიც უკვე დაწყებულია კომიტეტის მიერ დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.
4. დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ, კომიტეტს არ აქვს უფლება დაიწყოს ახალი საკითხის განხილვა ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში.
მუხლი 90
1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შევსლიდან ხუთი წლის შემდეგ, კონვენციის რევიზიის მოთხოვნა შეიძლება იქნას დასმული მონაწილე სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ დროს გაეროს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. გენერალური მდივანი თავის მხრივ მიაწვდის შემოთავაზებულ ცვლილებებს მონაწილე სახელმწიფოებს მოთხოვნით გამოთქვან საკუთარი მოსაზრებით, რამდენად უჭერენ მხარს მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის ჩატარებას აღნიშნული შემოთავაზებების განხილვისა და შესაბამისი კენჭისყრის ჩატარების მიზნით. თუ ამგვარი შეტყობინების გაგზავნიდან ოთხი თვის ვადაში მონაწილე სახელმწიფოების არანაკლებ ერთი მესამედისა მხარს უჭერს ამგვარი კონფერენციის ჩატარებას, გენერალური მდივანი ატარებს კონფერენციას გაეროს ეგიდით. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ, უნდა იქნას მიწოდებული გენერალური ასამბლეისათვის დასამტკიცებლად.
2. ცვლილებები ძალაში შედის მათი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცების და მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობით მიღების შემდეგ, მათი შესაბამისი საკონსტიტუციო პროცედურების მიხედვით.
3. როდესაც ცვლილებები შევა ძალაში, ისინი სავალდებულო უნდა გახდეს იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი აღიარეს. სხვა მონაწილე სახელმწიფოებზე გავრცელდება ისევ წინამდებარე კონვენციის დებულებები და წინა ცვლილებები, რომლებიც მათ მიერ იქნა მიღებული.
მუხლი 91
1. გაეროს გენერალურმა მდივანმა უნდა მიიღოს და გაუგზავნოს ყველა სახელმწიფოს ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მიერთების დროს სახელმწიფოების მიერ გაკეთებული დათქმების ტექსტი.
2. დათქმა, რომელიც არ არის თავსებადი წინამდებარე კონვენციის მიზანთან და დანიშნულებასთან, არ იქნება მიღებული.
3. დათქმები შეიძლება იყოს გამოხმობილი ნებისმიერი დროს გაეროს გენერალურ მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებით, რომელიც თავის მხრივ აწვდის შესაბამის ინფრომაციას ყველა სახელმწიფოს. ამგვარი შეტყობინებები ძალაში შედის მათი მიღებისთანავე.
მუხლი 92
1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენაბასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ დარეგულირდა მოლაპარაკებით, ერთ-ერთის მოთხოვნით შეიძლება წარედგინოს არბიტრაჟს. თუ მხარეები არბიტრაჟის მოთხოვნიდან ექვსი თვის შემდეგ კვლავ ვერ ახერხებენ საარბიტრაჟო პროცესის ორგანიზებაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიმართოს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოს დებულებების მოთხოვნებს.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს განაცხადოს, რომ ის არ თვლის თავს ვალდებულებად შეასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პარაგრაფი. სხვა მონაწილე სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ ვალდებულები შეასრულონ ეს პარაგრაფი იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც ამგვარი განცხადება გააკეთეს.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად გააკეთა დეკლარაცია, შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიხმოს აღნიშნული დეკლარაცია გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.
მუხლი 93
1. წინამდებარე კონვენცია, რომლისთვისაც არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტებია ავთენტური, დეპოზიტირებული (შენახული) უნდა იქნას გაეროს გენერალურ მდივანთან.
2. გაეროს გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს წინამდებარე კონვენციის დამოწმებული ასლები ყველა ქვეყანას.
ამის დასტურად, საკუთარი მთავრობების მიერ უფლებამოსილი ქვემორე სრულუფლებიანი ხელმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.