მიმდინარეობს საიტის განახლება

სოლიდარობა მეხანძრე–მაშველებს!

“გაათავხედე დის შვილი, დაგვაწყებინე შიმშილი“, “თემურ ცრუ წადი“, “რომ გადმორიცხა მერიამ, რატომ არ დაჯდა პრემია“. ამ ტრანსფარანტებით მეხანძრე მაშველები შიმშილობისაქციას მეორე დღეა მართავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს, მათი ძირითადი მოთხოვნა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღავენლის თემურ გიორგაძის და მისი დისშვილის გათავისუფლებაა, რომელიც ვაკე-საბურთალოს უფროსის თანამდებობას იკავებს.

აქციის მონაწილეების თქმით, თემურ გიორგაძე სახელმწიფო ქონებას საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავდა, კარავზე მათ გამოაკრეს გამოძახებაზე გასვლის საგზურის ასლები, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე მაშველები სპეცდავალებით საგურამოში არიან გასული.

ნუკრი ჭიჭარაული, საჯარო მოხელეთა პროფკავშირის თავმჯდომარე: “ამ ხალხის მოთხოვნები სამართლიანია და ჩვენ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში გიორგაძის კლანის პარპაში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დასაქმებულების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება მოიწყონ. მეხანძრე–მაშველებს კი მიზერული ხელფასით უწევთ ცხოვრება“.

დღეს მეხანძრე–მაშველებს სოლიდარობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმაც გამოუცხადა. პეტრიაშვილი პირადად შეხვდა მოშიმშილეებს და აღუთქვა, რომ პროფკავშირი მათ ყოველთვის დაუდგება გვერდში, რადგან მათი მოთხოვნები სამართლიანია და ლაგიკურია. ირაკლი პეტრიაშვილმა თემურ გიორგაძეს მეხანძრეების მოთხოვნების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ შიმშილობა მალე დასრულდება და მოშიმშილეების მოთხოვნები ბოლომდე იქნება შესრულებულიmashvel

რიგითი მაშველის ავთო მეგრელიშვილის თქმით, გიორგაძე მეხანძრეებს მათთვის არაკომპეტენტურ საქმეს ავალებდა. გიორგაძის დის შვილის, ლევან ჩხიკვაძის მიერ გაცემული ერთ-ერთი დავალება იყო შემთხვევის ადგილიდან დაინფიცირებული გვამის ჩამოტანა, რაც მაშველმა მეგერელიშვილმა აღჭურვილობის არ ქონის გამო არ შეასრულა და იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეგრელიშვილის თქმით, პირდაპირი დევნა მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე მაშველებზე.

მეხანძრე მაშველთა პირველადი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლევან როსტომაშვილი ამბობს, რომ კანონდარღვევების თავის არიდებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მოშიმშილეებმა აიღეს შვებულება.