მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ დღეა!

child-labour-1შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 10.5 მილიონი ბავშვია საშინაო მეურნეობებში, საშიშ და ზოგჯერ მონურ პირობებში დასაქმებული.

აქედან, 6 ნახევარი მილიონი ბავშვი არის 5 წლამდე ასაკის, მათ შორის 71% გოგონაა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის: “დასრულდეს ბავშვთა შრომა საშინაო მეურნეობებში“ – მიხედვით, ბავშვები მუშაობენ მესამე პირის სახლებში და დაკავებულნი არიან ისეთი საქმიანობებით როგორიცაა დასუფთავება, დაუთოვება, სამზარეულოში და ბაღში მუშაობა, წყლის მომარაგება, ბავშვთა და მოხუცთა მოვლა.

ისინი დაუცველნი არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობისაგან. ბავშვები ხშირად მოწყვეტილნი არიან საკუთარ ოჯახებს და აბსოლუტურად დამოკიდებულნი არიან დამსაქმებელზე. უმეტესი მათგანი ხდება სექსუალური ექსპლუატაციის მხვერპლნი.

“საოჯახო მეურნეობაში ბავშვების დასაქმება არის არა მხოლოდ სერიოზული დარღვევა ბავშვთა უფლებების, არამედ ეს აბრკოლებს საზოგადოების განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.“ – განაცხადა კოსტანს ტომასმა, შსო–ს ბავშვთა შრომის აღმოფხვრის საერთაშორისო პროგრამის დირექტორმა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის პრეზენტაცია მოხდება ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეს და სახელმწიფოებს შეთანხმებული და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ გვჭირდება ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მკაფიოდ მოახდენს ასეთი ბავშვების იდენტიფიცირებას, მათ დაცვას და ძალადობრივი შრომის აღმოფხვრას და მოზარდებისათვის ლეგალური ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.

დაახლოებით 5 მილიონზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი გლობალურად ჩართულია ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ სამუშაოებში.

http://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_215170/lang–en/index.htm