მოპასუხის გასაჩივრების მიუხედავად, სასამართლომ პროფკავშირების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების განკარგულება გასცა.
საქმე პირველ ინსტანციაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, სს”რუსთავის აზოტს” 28 მარტს მოუგო. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორი თვის წინ დააკმაყოფილა პროფკავშირების სარჩელი და ბათილად ცნო 56 ადამიანის გათავისუფლების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებები, კომპანიას დაევალა გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენა და იძულებუთი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სს “რუსთავის აზოტმა” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 23 აპრილს, პროფკაშირების გაერთიანებამ, რომელიც აზოტელების უფლებებს იცავს, 11-ი მოსარჩელის სახელით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 28 მარტს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული შუამდგმდგომლობის დაკმაყოფილება იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ, მიუხევადად საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებისა, უნდა დაიწყონ მუშაობა რუსთავის აზოტში მათ მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე.
11 მოსარჩელეს შორის, რომლებსაც მუშაობის დაწყება უკვე ხვალ შეუძლიათ არიან: იუსიფ მელაძე, მანანა ლობჟანიძე, სვეტლანა ცაბაძე, თინათინ ჯიბღაშვილი, თამარ სუხიაშვილი, ზურაბ აბრამიშვილი, ბელა ზეგდინიძე, თამარა ხაზალიშვილი, ხათუნა ბერაძე, რუსუდან კაჭკაჭაშვილი და ამირან დიაკონიძე.