მიმდინარეობს საიტის განახლება

ხელისუფლებას შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს

 „სურთ მშრომელი მოსახლეობა იმ უბედურებაშიჩარჩეს, რაშიც ახლა იმყოფება“

სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისადა თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014წლის ანგარიშში აცხადებს, რომ ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ადგილიჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა მასობრივგათავისუფლებას რამდენიმე თვითმმართველორგანოში. მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოებისმინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაოადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი კვლავ სახეზეა.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზეპასუხისმგებელი ორგანოს – შრომის ინსპექციის შესაქმნელად. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისსამინისტროში შექმნილი შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა ვერ ჩაითვლება შრომისუსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სამუშაო პირობების ინსპექტირების მექანიზმად.

შრომასთან დაკავშირებული უფლებები კვლავ რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ, რასაც ადასტურებს საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ,შრომითი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით განხილული განცხადებების სიმრავლე“, – დასძენს ომბუდსმენი.

თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაერო-ოთხიკოალიციური ანგარიში წარუდგინა; სადაც შრომითი უფლებების ნაწილში ასახულია, რომ 2013 წელსსაქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად,ქვეყანაში არსებული სტანდარტები შრომის უფლების დაცვის თვალსაზრისით არასაკმარისია. ანგარიშშიხაზგასმულია ფართო მანდატის მქონე, ეფექტური შრომის ინსპექციის მექნიზმის შექმნის აუცილებლობა.

ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური ცვლილებები ფართოდ აისახება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითუფლებებზე, რაც ხელს უშლის საჯარო სამსახურში სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვას.

ანგარიშში ასევე საუბარია შრომით ურთიერთობებში არსებულ უთანასწორობისა და დისკრიმინაციის პრობლემაზეგენდერული (მათ შორის გენდერული იდენტობის) ნიშნით.

ამ ფონზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომშრომის ინსპექცია 1 თვეა, რაც შექმნილია და შესაბამისი სპეციალისტებისა და ინსპექტორებისგადამზადება უახლოეს დღეებში დაიწყება.

„გვქონდა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა უჩა ნანუაშვილი; მისიერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია. ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია; მეწუხილი გამოვთქვი, რომ ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ერთი თვეა, რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია.უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ის გეგმა, წლისგანმავლობაში რაც განხორციელდება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად გავწერეთ დამჯერა, რომ ეს განხორციელდება; ამ მიმართულების მართვა იქნება ეფექტური“,- აცხადებს დავით სერგეენკო.

მისივე თქმით, დაჯარიმების ფუნქცია, შესაძლოა, მიმდინარე წლიდან იყოს შემოღებული. რაც შეეხება ჯარიმებს,სერგეენკოს განმარტებით, გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი – მსუბუქი ხარისხის დარღვევებზე პირველინაბიჯი სარეკომენდაციოა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციების რაოდენობას, სერგეენკოს თქმით, ეს შრომის კანონში უნდაჩაიდოს, რაც პარლამენტის პრეროგატივაა.

„შრომის ინსპექციის წესდებაში ეს ყველაფერი გაწერილია. გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი. მსუბუქიხარისხის დარღვევებზე პირველი ნაბიჯია სარეკომენდაციო, როდესაც შრომის ინსპექტორი რეკომენდაციას უწევს, თუროგორ გამოასწოროს, დანარჩენი ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება ჯარიმებს, საჯარიმო სანქციების რაოდენობას, ესუკვე უნდა ჩაიდოს შრომის კანონში, შესაბამისად, ეს იქნება პარლამენტის პრეროგატივა“, – აღნიშნავს დავით სერგეენკო.

ერთი და იმავე საკითზე სხვადასხვა ენაზე რატომ საუბრობენ უფლებადამცველები და ჯანდაცვის უწყება,ეშმაკის კერძ დეტალებში გასარკვევად თავდაპირველად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას მივმართეთ:

– სახალხო დამცველს ვეთანხმები, რომ ხელისუფლებას  შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებიარ გადაუდგამს. ნაბიჯის რაღაც მეასედი, შეიძლება მეათასედი გადაიდგა, რაც შედეგის მომტანი ნამდვილად არ არის.არც კი  ვიცით, საერთოდ, ამას რა ჰქვია; ალბათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რაღაცის ჩვენება, რომ სწორიმიმართულებით ვმოძრაობთ და გვაქვს განზრახვა, რომ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ; ამით, სოციალურპარტნიორებს, დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს გარკვეულ სიგნალს უგზავნიან, ევროკავშირს აჩვენებენ, რომაი, ჩვენ რაღაცას ვაპირებთ და ნუ ჩათვლით, რომ აღებულ ვალდებულებებზე უარს ვამბობთო.

მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ნაბიჯის მეასედი კი იმაში გამოიხატა, რომ მთავრობის 5 მარტის დადგენილებით,შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროში. სამწუხაროდ, თვე გავიდა და თუნდაც ამ დეპარტამენტის ამოქმედება, მისთვის დებულების,ხელმძღვანელობის განსაზღვრა, სხვა აუცილებელი საკითხები არ გადაწყვეტილა და არ მოწესრიგებულა.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იმ მანდატით, რაც მასგანსაზღვრული აქვს, არ წარმოადგენს და ვერ იქნება შრომის სახელმწიფო ინსპექციის ჩამნაცვლებელი ან ანალოგიორგანო. ეს არის მხოლოდ დეპარტამენტი და დადგენილებაში აღნიშნულია, რომ განახორციელებს რეაგირებას შრომისუაფრთხოების საკითხებზე და დისკრიმინაციის თემებთან დაკავშირებით  სამუშაო ადგილებზე. უკვე აქედანვე ჩანს,რომ ეს დოკუმენტი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი არათუ სრულყოფილია, ძალიან შორს დგას ამისგან.სრულყოფილება კი, ჩვენი, ევროკავშირის, აშშ-ს მთავრობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაგებით, არისსაერთაშორისოდ მიღებული სტანდარტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81- ე კონვენციაში არისგაწერილი. მართალია, ჩვენ რატიფიცირებული არ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ასოცირებისხელშეკრულებით და სხვა დოკუმენტებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ ამ კონვენციის მიხედვით შრომისსახელმწიფო ინსპექციას შექმნის.

შესაბამისად, პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიცია შემდეგია – მიგვაჩნია, რომ საერთოდ არაფრის შექმნას,შესაძლოა დავეთანხმოთ, რომ ჯერჯერობით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მაინც იყოს და ნელ-ნელა შეიძინოსყველა ის ფუნქცია და თვისება, რაც საერთაშორისო სტანდარტით შრომის ინსპექციას უნდა გააჩნდეს. მაგრამ მეორემხრივ, გვიანდება აღნიშნული დეპარტამენტის დებულების შექმნა, ძალაში შესვლა, ანუ, მისი ამოქმედება. ერთი თვეა ესგადაწყვეტილება ქაღალდზეა და საქმე წინ არანაირად არ იძვრის.

ახლა კიდე მეორე თემა შემოდის – საქართველოს მთავრობამ თებერვლის დასაწყისში შრომის პირობებისმონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ეს არახალი, ძველი იდეაა; შარშან, დაახლოებით, ამ დროს გააქტიურამთავრობამ ეს თემა, როდესაც ჩვენი და  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაიზარდა მთავრობაზე ზეწოლა,შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით.

რატომ დააბრუნა მთავრობამ ეს თემა?

– 9-10 ათწლიანი ვაკუუმის შემდეგ, თითქოსდა სახელმწიფო პილოტურად განახორციელებს რაღაც პროგრამას, რომელიცდამსაქმებლებს თითქოს მიაჩვევდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას; მიაჩვევდა აზრს, რომ სახელმწიფო ამკუთხით კვლავ დაიწყებდა კონტროლს კერძო და სახელმწიფო კომპანიებზე.

იმ სახელმწიფო პროგრამაში ჩაიწერა, რომ ნებაყოფლობით შერჩეული იქნებოდა (პრინციპში, ამ თებერვლისდადგენილებაშიც იგივე წერია) 50 კომპანია და მათთან დაკავშირებით, დაქირავებული მონიტორების მიერ შემოწმებაგანხორციელდებოდა; ეს მოხდებოდა ნებაყოფლობით და ისიც 7დღით ადრე გაფრთხილების შემდეგ; ამავდროულად, ესმონიტორები შეამოწმებდნენ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნაწილს და არავითარ შემთხვევაში, შრომითიუფლებების დაცვასა და კანონის შესაბამისად განხორციელაბას სამუშაო ადგილებზე; ამ პროგრამის მონიტორებსარანირი სანქციების გატარებაზე უფლება არ ექნებოდათ და ისინი მხოლოდ რეკომენდაციით უნდა შემოიფარგლონ. ესინფორმაცია, რეკომენდაციებისა თუ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, იქნებოდა კონფიდენციალური და არა საჯარო.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შარშანაც გამოვთქვით პროტესტი და დაახლოებით, აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში ამაზესაუბარი შეწყდა. გასული წლის ბოლოს, თემა კვლავ გააქტიურდა და მთავრობამ თებერვლის დასაწისში ეს დადგენილებამიიღო და პრემიერმა ხელი მოაწერა. მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფო პროგრამავერანაირად ადეკვატური ვერ იქნებოდა შექმნილი სიტუაციისა.

რატომ ვერ იქნებოდა ადეკვატური?

– პირველი – კომპანიების მხრიდან ამ პროგრამაში ნებაყოფლობით მონაწილეობა სრული აბსურდია; მეორე – ისედაცნებაყოფლობით მონაწილე კომპანიები, 7 დღით ადრე კიდევ გააფრთხილო – მოვდივარ, უნდა შეგამოწმოო, კიდევდამატებითი აბსურდია; მესამე – არანაირი სანქციების გატარება არ მოხდება დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში; დამეოთხე – მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნაწილს გაუწევდა მონიტორინგს ეს პროგრამა და არ განხორციელდებოდამონიტორინგი შრომის უფლებებთან მიმართებაში – განხორციელებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებისთვალსაზრისით.

ამიტომ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ. რასაკვირველია, შემოთავაზება იყო შრომის დაჯანმრთელობის სამინისტროდან, რომ პროგრამის განმახორციელებელ სამუშაო ჯგუფში პროფკავშირებისგაერთიანების წარმომადგენელი ჩართულიყო. წერილობით უარი ვუთხარით მთავრობას, კერძოდ მინისტრს, რომ ამტიპის პროგრამაში მონაწილეობას არ მივიღებთ; რადგან ის არანაირ კორელაციაში არ მოდის არათუ საერთაშორისოსტანდარტებთან, არამედ საღ აზრთან, ლოგიკასთანაც სიახლოვეში არ არის. პროფკავშირების მხრიდან ამაშიმონაწილეობა იქნებოდა გარკვეულწილად ღალატი პროფკავშირული პოზიციებისა, შრომითი უფლებების კუთხითჩვენი წევრების მიმართ და ზოგადად დასაქმებულების, მშრომელემის მიმართ.

მეორე მხრივ, ისიც არ ვიცით, რას იზამენ, ამ პროგრამას საერთოდ აამოქმედებენ, თუ არა. უკვე ჩვენ გარეშემიმდინარეობს ეს პროცესი, წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება. მაგრამ ჩვენ წერილობითაც მოვითხოვეთ შრომის დაჯანმრთელობის მინისტრისგან, რომ მოუთმენლად ველით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისდებულების პროექტს, მის შემუშავებას, განხილვაში მონაწილეობას და უახლოეს ხანებში მიღებას, საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისად; და არა მხოლოდ ის, რომ ამ დეპარტამენტის მიერ მხოლოდ შრომის უსაფრთხოებისპირობები იქნება შემოწმებული სამუშაო ადგილებზე, მხოლოდ დისკრიმინაციის შემთხვევები. დისკრიმინაციისშემთხვევების შემოწმება, ანუ სიტყვაზე, ადამიანების დევნა პროფკავშირული ნიშნით, მათი შრომითი უფლებებისაქტივიზმის კუთხით, საკუთარი, თუ კოლეგების უფლებების აქტიურად დაცვის კუთხით, ეს გასაგები დამნიშვნელოვანია; მაგრამ ჩვენ კიდე ვამბობთ და საერთაშორისო სტანდარტი მიუთიებს იმაზე, თუ როგორიკონტრაქტები უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე, რომელიც უნდა შემოწმდეს; დაცულია თუ არა სამუშაო დროადამიანების მიმართ; ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება თუ არა ისე, როგორც ეს კანონშია; ანაზღაურებადიშვებულებით სარგებლობა შეუძლიათ თუ არა ადამიანებს კონკრეტულ საწარმოში, იქნება ეს საჯარო, თუ კერძოდაწესებულება და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს. სხვა შემთხვევაში შრომის ინსპექცია კოჭლი, ყრუ და ბრუციანიიქნება. არადა, ასეთ სტრუქტურას შრომის ინსპექციას ვერ დავარქმევთ.

ამიტომ ჩვენი პოზიცია ასეთია – პირველი, რომ ვემიჯნებით შრომის პირობების მონიტორინგის ამ სახელმწიფოპროგრამას და მეორე – მოვითხოვთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დროულადდამუშვებას. ამ ეტაპზე, ჩვენი პოზიცია ამაში მდგომარეობს.

სრულფასოვანი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნა მაინც რა ეტაპზე არის მოსალოდნელი?

–  ამაზე არათუ გეგმიური, გონივრული პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ,საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომშრომის ნაწილში, სამი წლის განმავლობაში, ანუ 2017 წლამდე უნდა მოხდეს შრომის სახელმწიფო ინსპექციისგამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. რაც, სავარაუდოდ, იმას გულისხმობს, რომ 2017 წლისთვისსაქართველოს უნდა ჰქონდეს გამართულად და ეფექტურად მომუშავე შრომის ინსპექცია. თუ ამ ინსპექციას ახლა არჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ცხადია, 2017 წლის ბოლოსთვის ამ სტრუქტურასვერაფრით შექმნი; მას რამდენიმე წელი სჭირდება, ჯერ უნდა შეიქმნას, მერე განვითარდეს… კადრები იქნება ასაყვანი დადასატრენინგებელი; უნდა შეიქმნას შრომის ინსპექტორების სამუშაო ინსტრუქციები, ჩამოსაყალიბებელია კითხვარი,სამუშაო დოკუმენტი, რომლითაც ინსპექტორებმა სამუშაო ადგილებზე უნდა შეამოწმონ როგორც შრომისუსაფრთხოება, ასევე შრომითი უფლებების განხორციელების საკითხი; ასევე, კანონმდებლობაში შესატანი იქნებაცვლილება, როგორც შრომის კოდექსში, ასევე სხვადასხვა კანონებში, მათ შორის, საწარმოთა მაკონტროლებელისააგენტოების შესახებ კანონში; სანქციები იქნება განსასაზღვრი – ვთვქათ, მსუბუქ დარღვევებზე რა სანქცია იქნება,ვგულისხმობ ფულად დაჯარიმებას; უფრო მსხვილმან, არსებით და კრიტიკულ  შეუსაბამობებთან დაკავშირებით რასანქცია იქნება, ეს ყველაფერი რამდენიმეწლიან მუშაობას მოითხოვს, რათა სრულფასოვნად ამუშავდეს შრომისინსპექცია.

ჩვენ კი რას ვხედავთ, ასოცირების ხელმოწერის შემდეგ ერთი წელი, ფაქტობრივად, დაიკარგა. ახლა წლის პირველიკვარტალი დასრულდა და ისევ ფეხის ათრევისა და გაწელვის პროცესს თვალს ვადევნებთ.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით პროგნოზირებას ხელს უშლის ის, რომ ბიზნესასოციაციები ძალიანმტრულად განწყობილნი არიან საერთოდ, შრომის ინსპექციის თემის მიმართ; მათ შორის, უპირველესად, ესენი არიანმსხვილი ბიზნესგაერთიანებები და ასევე, საერთაშორისო ბიზნეასოციაციების ფილიალები საქართველოში. ისინილობირებენ როგორც ფარდის უკან კულისებში, ასევე ამ ბოლო პერიოდში ღიადაც – პარლამენტში, მთავრობაში, ყველგანლობირებენ, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას შრომის ინსპექცია. მთავრობას, დიდწილად, ესეც ამუხრუჭებს.

ჩვენთვის ცნობილია განწყობები საქართველოს მთავრობაში; განსაკუთრებით შრომისა და ჯანმრთელობის დაცვისსამინისტროში საკმაოდ პოზიტიური განწყობაა, რომ შრომის ინსპექცია დროულად შექმნილიყო; მაგრამ ბიზნესის,ეკონომიკის სამინისტროს გავლენა (რომელიც ბიზნესთან ალიანსშია), ყოველ ჯერზე ამ ინიციატივებს ამუხრუჭებს.ამიტომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ იმ დოკუმენტებით, რასაც შრომის სამინისტრო გამოსცემს ხოლმე; სინამდვილეში, ამსამინისტროს ეს არ სურს, უფრო სრულყოფილი დოკუმენტების და ორგანოს შექმნა სურდა, მაგრამ ყველა ვხვდებით,რომ ამ საქმეში წამყვანია ეკონომიკის და არა შრომის სამინისტრო, რაც ასე არ უნდა იყოს; თავის მხრივ,ბიზნესასოციაციები სერიოზულ გავლენას ახდენენ საქართველოს მთავრობაზე და ჩვენი მოსახლეობისთვის ასეჰაერივით აუცილებელ და საჭირო სტრუქტურას, შრომის სახელმწიფო ინსპექციას მთავრობას არ ახსნევინებენ.

ხაზს ვუსვამ, 2017 წლამდე საქართველოს მთავრობას ეს ვადა აქვს მიცემული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში;მაგრამ დღეს თუ საფუძველი არ ჩაეყარა შრომის ინსპექციის გამართულად ფუნქციონირებას, 2017-ში ან 16-ში რომდაიწყოს, ეს ამბავი ვერაფრით მოესწრება. ამიტომ ვითხოვთ, აღნიშნული სამუშაოების ფრონტი ახლა გაიხსნას დაპროცესი დაუსრულებლად არ გაიწელოს; მერე, როგორც ქვეყანა უხერხულ მდომარეობაში აღმოვჩნდეთ, ხოლოდასაქმებული და მშრომელი მოსახლეობა იმ უბედურებაში ჩარჩეს, რაშიც ახლა იმყოფება.

ამ პრობლემატიკაზე, ასევე, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთაპროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის პოზიციით დავინტერესდით: 

– საბოლოო ჯამში, გადაწყვიტეს, რომ შრომის ინსპექცია წელს არ შეიქმნება. სანამ ის ჩამოყალიბდება, გადაწყვიტესშეექმნათ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა; მის ფარგლებში მთავრობის დადგენილებითშრომის პირობების ინპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. პათოსი ასეთია, რომ დამსაქმებლების ყურებს უნდა შეაჩვიონეს ახალი რეგულაციები; უნდა მოეფერონ, რათა ინვესტიცია ჯიბეში არ ჩაიდოს და ქვეყნიდან არ გაიქცეს. ამიტომთითქოსდა შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც რეალურად მხოლოდ ქაღალდზეარსებული დადგენილებაა; მას არც ხელმძღვანელობა ჰყავს, არც შემადგენლობაა ცნობილი, არც სტაფი, ბორდი და ა.შ.მოკლედ, აბსტრაქტული მოვლენაა; უბრალოდ, არსებობს დადგენილება, რომ სამსახური შექმნილია.

თითქოსდა მომავალ, 2016 წელს გეგმავენ ამ ინსპექციის შექმნას; მანამდე აღნიშნულმა პროგრამამ უნდა იმოქმედოს,თავისი აბსტრაქტული დეპარტამენტით.

მინისტრი აცხადებს, რო შრომის ინსპექცია შექმნილია და ექსპერტ-სპეციალისტების მოსამზადებლადტრენინგები იწყება…

– ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ საქართველოს პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ესთვალებში ნაცრის შეყრაა როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის; მე არ ვიცი,მინისტრი სერგეენკო ვის გულისხმობს, როცა ამბობს, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია. ჩვენ, ჯერჯერობით,ფიზიკურად ვერავის ვხედავთ ამ საქმეში.

ეს პროცესი პროფკავირის გარეშე მიმდინარეობს იმიტომ, რომ პროგრამაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენი მოთხოვნააბსოლუტურად სხვა იყო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები. რეალურად, უნდა შექმნილიყო შრომისსახელმწიფო ინსპექცია და არა რაღაც სხვა, აბსტრაქტული დატვირთვის მქონე სამსახური. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა,ბიზნესი ადვილად ნახულობს საერთო ენას მთავრობის ჩინოვნიკებთან და სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება.

ეს არ არის ის, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით. ამასთან, უარი რომ ვთქვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზე,ჩვენთვის კალთები არ დაუხევიათ; მაგრამ უარი ვუთხარით „გაეპრავებინათ“ ის საქმე, რომელიც რეალურადგასაკეთებელია და ინსპექცია შესაქმნელია.

რამდენად არის საჭიროება, რომ დამსაქმებლების ყურებს მოეფერონ და მიაჩვიონ ახალ მოთხოვნებს?

– თაღლითია ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ შრომის ინსპექცია, ამ სფეროში დემოკრატიული რეგულაციებიბიზნესს დააზარალებს და ცუდ დღეში ჩააგდებსო. ბიზნესს არანაირად არ დააფრთხობს კარგად, წესიერადორგანიზებული და დარეგულირებული შრომის კანონმდებლობა. პირიქით, ჩვენ გამოცდილება უნდა გავიზიაროთ იმქვეყნებიდან, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და დღემდე წარმატებით მოვიდნენ.

ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითები. ჩადით და ნახეთ იქაური საწარმოები, ადგილზედაათვალიერეთ. თურქეთი ცნობილია იმით, რომ თუ ევროპაში რაიმე ბრენდი არსებობს, მწარმოებლებს პროცესითურქეთში გადმოაქვთ. იქ შედარებით იაფი მუშახელია, მაგრამ ვერსად, ვერც ერთ ქარხანაში ვერ ნახავთ რაიმეუწესრიგობას; ვენტილაცია უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული, დისციპლინა, სისუფთავე, ერთმანეთის მიმართდამოკიდებულებები; შრომის კოდექსი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ეს ჩვენთანაა. ამას ბიზესი სულაც არ შეუშინებია დაბიზნესმენებს სულაც არ უფიქრიათ, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ამაზე აპელირება არის სისულელე და სიცრუა,მეტი არაფერი.

უფრო ცუდი, თუ ეს მიზანდასუხალად ხდება, რადგან ამას იქამდე მივყავართ, რომ ბიზნესებში თვითონ მთავრობისწარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს მთავრობის წარმომადგენები, უბრალოდ, თავიანთ ბიზნესებს ლობირებენ იმით,რომ საზოგადოების ყურებს აჩვევენ, რომ აი, თუ ჩვენ ახლა შრომით სფეროში რამეს გავამკაცრებთ, ამით ბიზნესიდაფრთხებაო; საკუთარ თავს გულისხმობენ, არ სურთ საკუთარი ბიზნესებს ზედმეტი ხარჯი ჰქონდეს.

მაგალითად, ხარჯს რაც შეეხება – უსაფრთხოების დოკუმენტაციით, აუცილებელია საწარმოებში იყოს ცეცხლმაქრები. ესცეცხლმაქრები ფული ღირს და რატომ იყიდოს, როცა შეიძლება რომ არ შიძინოს? ამიტომ სიცრუე და მიზანდასახულითაღლითობაა, რომ თურმე რეგულაცია ბიზნესს დააფრთხობს.

შრომის ინსპექცია არსებობს ყველა ქვეყანაში და არ არსებობს საქართველოში, თუ მეზობელ სომხეთს არ ჩავთვლით.

ამ სამსახურმა და საერთოდ, შრომის ინსპექციამ რა პრობლემები უნდა დაარეგულიროს, რა თანაედროვემოთხოვნებს უნდა უპასუხოს, მათ შორის კონკრეტულად თქვენს სფეროში?

– ახლანდელ სამსახურს არ ექნება სანქცირების, დაჯარიმების უფლება, ეს არის მონიტორინგის ორგანო, რომელიცსაწარმოებს შეამოწმებს. პროგრამა ითვალისწინებს, რომ თვითონ აარჩევენ ორმოცდაათ ქარხანას და მას შეამოწმებენ,მერე დადებენ დასკვნას. ალბათ ხვდებით, რომ ისეთ ქარხანას შეარჩევენ, რომ ეს ნამდვილად არ იქნება ქვანახშირისმომპოვებელი საწარმო, მეტალურგიული ქარხანა და მისთ. სამაგიეროდ, იქნება ფარმაცევტული, შოკოლადის და მსგავსიქარხანა, სადაც ნაკლებია საფრთხეები და რისკები; მერე გამოაცხობენ დასკვნას, სადაც დაწერენ, რომ ამ პროგრამისფარგლებში დეპარტამენტმა შეამოწმა რაღაც ობიექტები და აღმოჩნდა, რომ ყველგან სისუფთავეა და პროცესიმაქსიმალურად შეესაბამება სტანდარტებს. უბრალოდ, ეს იქნება მოჩვენებითი საქმიანობა, რომ გარკვეული კონტროლიმიმდინარეობს.

მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროში ახლა არის ძველი შრომის ინსპექციის ნარჩენი ორგანო (ადრე სამშენებლო-ტექნიკური ინსპექცია ერქვა) და ახლა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ჰქვია, რომელსაც შეზღუდულიუფლებები აქვს. ანუ, ყველაფრის შემოწმების უფლება არ აქვს; ეს ხდება მომატებული საფრთხის ობიექტებში და იქაცყველაფრის გაკონტროლება არ შეუძლია.

ჩვენმა ტექნიკურმა ინსპექტორებმა კანონებში, დოკუმენტაციაში იპოვეს დათქმები, რის მიხედვითაც ავდექით დამოთხოვნები დავაყენეთ. მას შემდეგ, რაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექცია უარს აცხადებდა, რომპროფკავშირის შრომის ტექნიკურ ინსპექციას ქარხანაში ამწემექანიზმები შეემოწმებინა, ავდექით და ამ ორგანოსმივმართეთ;  მიმართვიანობის შემდეგ ვალდებულია შევიდეს და შეამოწმოს დაწესებულება; მართლაც, შევიდა, შეამოწმადა ამწემექანიზმებზე სტანდარტებთან 160 შეუსაბამობა აღმოაჩინა. უფრო სწორად, 160 არსებითი შეუსაბამობა და 4კრიტიკული უწესრიგობა, რომელიც სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი.

წარმოიდგინეთ, ასეთივე მდგომარეობა იქნება აბსოლუტურად ყველა საწარმოში. ამ მდგომარეობას პოტენციისგანდაცლილი რაღაც სტრუქტურა კი არ სჭირდება, პირიქით, სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც თავის საქმეში შეუვალი დაისეთი პროფესიონალებით დაკომპლექტებული იქნება, რომ რაც შეიძლება ქმედითი კონტროლი განახორციელოსსაწარმოებზე.

მეორეც, გარდა შრომის ტექნიკური საკითხებისა, საფრთხეებისა და რისკებისა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის,არსებობს მეორე მომენტი – ეს არის შრომის პირობები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული არაქვს შრომის საერთაშორისო ორანიზაციის 176-ე კონვენცია; ის შახტებსა და მაღაროებზე დამსაქმებლებისთვის აწესებსვალდებულებებს შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მთავრობა აგერ უკვემერამდენე წელია თავს იკავებს ამ კონვენციის რატიფიცირებისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო – ბიზნესს შეეშინდებადა გაიქვევაო. არ ვიცი, ეს რა ტიპის დამოკიდებულებაა, მაგრამ ნახეთ სადამდე დაიყვანეს ჩვენი სტანდარტი, რეალურადმომატებულ სიკვდილიანობაზე, დასახიჩრებაზე ვსაუბრობთ; რატომ არ უნდა იყოს კარგ მდგომრეობაში ის ოთახები,შენობები, რომელშიც მაღაროელს მუშაობა უწევს? რატომ უნდა იყოს ჩამოტყავებული კედელი, რატომ არ უნდა ჰქონდესგარემონტების ვალდებულება დამსაქმებელს? რატომ უნდა მიწევდეს ცუდ ვიზუალურ, ბინძურ გარემოში მუშაობა,სადაც უარყოფითი ემოციებით იტვირთები; მთელ შენ სამუშაო დროს 400 მეტრის მიწისქვეშ სიღრმეზე ატარებ დაიქიდან რომ ამოდიხარ, უკეთესი პირობები არც მიწის ზემოთ გხვდება.

მაგალითად ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ კორპუსში, უბრალოდ, შეგეცოდებათმეშახტეები, ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაშია ეს შენობა; სადაც იცვლიან, ბანაობენ, სადილობენ – საშინელი პირობებია.

ამ ფონის გათვალისწინებით, რა ეტაპზე ელით ნორმალური ფუნქციის მქონე შრომის სახელმწიფოინსპექციის ამოქმედებას?

– ვფიქრობ, ამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადოების ბრძოლაზე არის დამოკიდებული. თუ ჩვენ, საზოგადოებამ,დასაქმებულმა პირებმა არ ვიბრძოლეთ ამისთვის, ძნელი იქნება ნებისმიერი რამის მიღწევა, რაც შრომას უკავშირდება.დამსაქმებელის ინტერესია რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს და ნაკლები დანახარჯები ჰქონდეს, თუნდაცაუცილებელი. ასევე, დიდი ბრძოლა გვმართებს, რომ ჩვენი კუთვნილი უფლებები არ წაგვართვან, რადგან ეს პროცესიუკვე დაწყებულია – ადამიანებს უკვე ართმევენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და საშუალებებს;დამსაქმებლები ცდილობენ, რომ დასაქმებულებს წაართვან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება,პროფკავშირის წევრობის უფლება, გაფიცვის უფლება და ა.შ.

ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა და სოლიდარობის გამოხატვა მოგვიწევს კონსტიტუციური უფლებებისგანხორციელებისთვის; სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის აქტიურ ჩართულობას; ასევე,საჭიროა პენსიონერების, სტუდენტების ჩართულობა. თუ დასაქმებული ადამიანების კლასს, ფენას გადახედავთ,სტუდენტი არის მომავალი დასაქმებული, პენსიონერი ყოფილი დასაქმებულია, საზოგადოების უდიდესი ნაწილიდასაქმებას, შრომის პირობებს უკავშირდება. ყველა შრომისუნარიანი ადამიანი სწავლობს და მერე მუშაობს. ყველამთავის სამუშაო ადგილზე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ კონსტიტუციური უფლებები ჩვენს ქვეყანაშიგარანტირებული იყოს, სხვანაირად არაფერი გამოვა; საუბარია ყველა არსებული უფლების გამოყენებაზე – ეს არისპროფკავშირების შექმნა, მასში გაწევრიანება, თუ სხვა მეთოდების გამოყენება, გაფიცვის უფლება თუ სხვა. ადამიანებმაუნდა შეძლონ ერთობის მიღწევა ამ ყველაფრის მოსაპოვებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტების არარსებობა ამის საშუალებას არ იძლევა.

„პროგრამა ითვალისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მონიტორინგის ჩასატარებლად კადრების გადამზადებას, რის შემდეგაც შემოწმება სავალდებულო იქნება ყველასთვის. იქამდე კი მხოლოდ სასამართლოს გზით მოპოვებული ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი, კვალიფიციური ინსპექტორი შევიდეს და განახორციელოს ინსპექტირება საწარმოში“, – აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე განისაზღვრება საკვალიფიკაციო ნუსხა, ანუ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი, რომლებიც შრომის ინსპექტორებად უნდა გადამზადდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.arbeidshansker, kjetting, hjelm

წყარო: გაზეთი “ქრონიკა პლუსი” http://myrights.ge/index.php?do=fullmod/news&id=1732&mid=7