ჭიათურაში, დარკვეთის გამამდიდრებელი ქარხანის დემონტაჟისას, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი, 33 წლის ლაშა გურული გარდაიცვალა. მეორე მუშა კი მძიმე ტრავმებით საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
დარკვეთში მდებარე გამამდიდრებელი ქარხანა შპს “დათუნიამ” “ჯორჯიან ამერიქენ ელოისისაგან” დემონტაჟისთვის შეისყიდა და თავადვე ახორციელებს. დემონტაჟის პარალელურად ობიექტიდან ყოველდღიურად ლითონის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაჰქონდათ.გამამდიდრებელი ქარხანა ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და საჩხერე-ჭიათურის შემაერთებელი გზისთითქმის შუა ადგილას მდებარეობს.
დემონტაჟს. “ამერიქენ ელოისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის გამო და აცხადებენ, რომ “ელოისს” არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს დემონტაჟთან და პასუხისმგებლობაც შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემსყიდველს მისცეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები არ გათვალისწინებულა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უსამძიმრებს ლაშა გურულის ოჯახს და მოითხოვს, სათანადო გამოძიების შედეგად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზები. პროფკავშირის შრომის დაცვის სამსახური უკვე აწარმოებს მოკვლევას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით.