მიმდინარეობს საიტის განახლება

ჭიათურაში მაღაროელთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

23 დეკემბერს, ჭიათურაში, შპს ” ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა მაღაროელთა მხარდასაჭერად, რომლებიც ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ კომპანიის ადმინისტრაციისაგან. აქციაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს. ასევე, აქციას შეუერთდნენ ჭიათურელი მოსახლეებიც.

აქციის ძირითადი მოთხოვნები იყო კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება დარგობრივ და პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, ხელფასების ინდექსირება ინფლაციის მიხედვით, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა. აქციაზე გაჟღერდა შემდეგი ლოზუნგები: ” შეწყდეს დისკრიმინაცია პროფკავშირული ნიშნით”, “მოვითხოვთ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას”, “შრომა სისხლისა და ცრემლის გარეშე” და ა.შ.  წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აქციამ ხმაურიანად ჩაიარა.

1899802_10102014187204723_8157600601616867703_o 10550186_10102014187304523_4089210676542209290_o

10454277_10102014187514103_9156569336517225247_o
1522868_10102014186755623_6099606656946201950_o (1)
10668980_10102014186785563_295226624365421289_o