სტატიას ამ სათაურით კვების მრეწველობის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირი ავრცელებს.
“2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ გორში, შედგა შეხვედრა, უკანონოდ შპს “კარმენის” გათავისუფლებულ თანამშრომლებთან, რომლებმაც ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტეს და სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს. მიზანი სამუშაო ადგილას მათი აღდგენაა.
წისქვილ-კომბინატ “კარმენის” თანამშრომლების თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს მზაობა კი განაპირობა სოლიდარობამ რომელიც იგრძნეს საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციისგან და პირველად დაინახეს – რა ძლიერია პროფკავშირი მოქმედებაში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში პროფკავშირმა დაიწყო შრომითი დავა წისქვილ-კომბინატის ადმინისტრაციასთან.
წლების განმავლობაში დასაქმებულები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდნენ და კანონის თანახმად, მათ უნდა მიეღოთ მუდმივი სამსახური. ამის ნაცვლად კი დამსაქმებლებმა ისარგებლეს იმ ფაქტით, რომ ერთ ერთი ზეპირი შეთანხმების ვადა ამოიწურა და გადაწყვიტეს “გუნდის გაახალგაზრდავება” . მათ სამსახურიდან გაათავისუფლეს 7 თანამშრომელი, რომლებიც პროფკავშირების წევები იყვნენ.
სამწუხაროდ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პროფკავშირის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მათ არ აღადგინს გათავისუფლებული 7 თანამშრომელი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის, დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ ლევან მთვარელიძემ და საერთაშორისო სოფლისმეურნეობისა და კვების პროფკავშირების IUF -ის
კოორდინატორმა დიმიტრი სტეფანიუკმა, რომლებმაც თანამშრომლებთან ერთად დასახეს შემდგომი მოქმედებები.
გადაწყდა, რომ გაიგზავნოს სააპელაციო საჩივარი ზემდგომ
სასამართლოში IUF და პროფკავშირთა მხარდაჭერით. მუშები შეთანხმდნენ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ თავიანთ მოთხოვნათა ორგანიზებაში. მათ შორის განიხილებოდა შემდგომი მოქმედებების ისეთი ფრმები, როგორიცაა სააპელაციო სასამართლოს პიკეტირება, მიმართვა ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, მედიის ინფორმირება სასამართლოს მსვლელობის შესახებ და ა.შ.
“ბრძოლა პროფკავშირის წევრების სამუშაო ადგილებზე აღდგენისთვის – ეს არის უპირველესი და ძირითადი ამოცანა. ჩვენ გვჭირდება დიდი ძალისხმევა რათა მივაღწიოთ დადებით შედეგს. ეს დაგვეხმარება გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი პროფკავშირი.
რაოდენობა ერთობა და სოლიდარობა, აი ესაა ყველაზე მთავარი. და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებულები.” – აღნიშნული კომენტარი შექმნილ მდოგმარეობაზე კიმენტარი გააკეთა კომბინატ “კარმენის” დავის ლიდერმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის თავმჯდომარემ, ლევან მთვარელიძემ.”