საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია, ჟენევაში მიმდინარე შრომის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისში იმართება.
ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO ACTRAV)-ის ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სერგიუს გლოვასკასთან. განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში შრომით სფეროში შექმნილი მდგომარეობა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და შრომითი უფლებების დარღვევების ფაქტები იყო.
პროფკავშირების მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და აზიის ბიუროს დირექტორთან ჰანც კიოლერთან. კიოლერმა მიიღო ინფორმაცია, სს “საქართველოს ფოსტაში”, სს “საქართველოს რკინიგზა”-ში, შპს”რუსთავის აზოტ“ში, კაზრეთში მდებარე კომპანია “RMG Gold”-ში და სხვა საწარმოებში პროფკავშირების დევნისა და შევიწროების ფაქტებზე.
პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციის, ღირსეული შრომის, უნივერსალური პრინციპების გამოყენების, დასაქმების და შრომით საკითხთა კომიტეტების მუშაობაში. ასევე განხილვაში ინდივიდუალური ქვეყნების საკითხთა პანელზე, სადაც ყაზახეთის პროფკავშირების საკითხი იხილებოდა. ქართულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთის პროფესიული გაერთიანებას და დაგმო ორგანიზაციის წევრთა დევნის და მათი ხელმძღვანელობის უსაფუძვლო დაპატიმრების ფაქტები.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ირაკლი პეტრიაშვილის სამუშაო შეხვედრა აშშ- ს “სოლიდარობის ცენტრის” (Solidarity Center) დირექტორთან შ. ბადერ-ბლაუსთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო პარტნიორობის პოტენციური მიმართულებები.
პროფკავშირების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შრომის საერთაშორისო კონფერენციის 106 სესიაში, რომელიც გაერთიენებული ერების ორგანიზაციის, ევროპის მთავარი ოფისის საკონფერენციო დარბაზი გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია კონვენციების და რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის ეფექტურობის შესახებ.
განსახილველ საკითხებს შორის იყო: – შრომით მიგრაცია, დასაქმება და ღირსეული შრომა მშვიდობისათვის, სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური პრინციპების და უფლებების სტრატეგიული მიზანი სამართლიანი გლობალიზაციისთვის, სოციალურ სამართლიანობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაციის ფარგლებში.
კონფერენციაში და მის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ:
– ირაკლი პეტრიაშვილი (საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანება)
– შალვა ლაზარიაშვილი (საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანება)
– ირაკლი ამირანაშვილი (მედიცინის
მუშაკთა პროფკავშირი)
– ვიტალი გიორგაძე (რკინიგზელთა
ახალი პროფკავშირი)
– სულიკო მაშია (კავშირგაბმულობის
მუშაკთა პროფკავშირი)
– მაია კობახიძე (განათლების მუშაკთა
პროფკავშირი)
– თამაზ დოლაბერიძე (საქართველოს
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი)