მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომის ფენომენი

ადამიანი უკვე ათასწლეულებია რაც შრომობს, მაგრამ მისი შრომის ფენომენის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი მხოლოდ  კაპიტალიზმის გარიჟრაჟზე ჩაეყარა. უილიამ პეტტი (1623-1687 წლები), ადამ სმითი (1723-1790 წლები), ჟაკ ტიურგო (1727-1781 წლები) ის მოწინავენნი იყვნენ, ვინც მეცნიერულად შეისწავლეს და თეორიულად განაზოგადეს შრომის პროცესი, შრომის პროდუქტიულობა, ანაზღაურება და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების საკითხები.   მე–17 საუკუნიდან შრომის შესახებ მეცნიერება ემპირიული მონაცემების, ეკონომიკური თეორიების, მათემატიკის,  სტატიკის, ადამიანთა ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის შესწავლით მიღებული ცოდნის საფუძველზე ყალიბდებოდა. შრომის შესახებ მეცნიერების საფუძველი გახდა   სოციოლოგია,  შრომითი სამართლი, წარმოების ტექნოლოგია და ორგანიზაცია

ლიბერტარიანული დოგმების „ბაზარი ღმერთია“ და „ადამიანი არსებობს ბაზზრისთვის“ ბობოქრობის ეპოქაში შრომის შესახებ მეცნიერებას განსააკუთრებით ესააჭიროება ჰუმანისტური მიდგომა, რათა კაპიტალის არ მფლობი ადამიანის შემოქმედებით შესაძლებლობას პერსპექტივა გაუჩნდეს, დასაქმებულის შრომა იყოს უსაფრთხო, რათა საზოაგადოებას და ეკონომიკას ეფექტური განვითარების გზა გახსნას.  საზოგადოებისა და ეკონომიკური წინსვლის საფუძველი არის არა ნებისმიერი, არამედ ღირსეული და უსაფრთხო შრომა, დაცული მუშაკი. შრომა და სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი „ფრონტი“ და ამ „ფრონტზე“ ადამიანური  დანაკარგები საბრძოლო დანაკარგებს არ უნდა უტოლდებოდეს.

შრომა – ბუნების მიერ ბოძებული რესურსების სულიერ, გონიერ და მატერიალურ სიკეთეებად გარდაქმნაზე მიმართული ადამიანის საქმიანობა, ეს მართალაც უნიკალური ფენომენი, დღეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ მიმდინარეობს. შრომა ეკონომიკური და არცთუ იშვიათად ადმინისტრაციული იძულებით გამო ხორციელდება.

შრომის საზოგადოებრივი განაწილების ფორმების მიხედვით შეიძლება იყოს რთული ან მარტივი, გონებრივი ან ფიზიკური, მონოტონური ან შემოქმედებითი, მაგრამ შროის ფენომენის სამართლიანობის პრინციპიდან გამოდინარე ის ადამიანისთვის არ უნდა იყოს საზიანო.

შრომის ფენომენის ეკონომიკური მნიშვნელობა შრომის პროდუქტში ვლინდება, რომელიც  საკუთარ თავში სამ ნაწილს მოიცავს: ცოცხალი შრომა, შრომის იარაღები და ნედლეული, მათი გაერთიანებით საჭირო პროდუქტი მზადება, მაგრამ ეს იარაღები და ნედლეული ასევე არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ხიფათს.

ისტორიული პროცესმა შრომის ფენოენს უფრო და უფრო რთული ფორმები შესძინა. განსხვავებული შრომითი ოპერაციების განხორციელება ნორმად იქცა, გარდაიქმნა შრომის იარაღები, გაიზარდა შრომის ობიექტი- ნედლეულის სახეობები, გამოჩნდა ახალი იდეები, მოწინავე ტექნოლოგიები, ახალი სახეობის პროდუქტები, მასალები, ენერგია. შრომის ფენომენი ინტელექტუალური ძალისხმევის არნახული გზა გახდა. გონებრივი შრომა აბსოლიტურად წამყვან პოზოციაზე გავიდა და ეს იყო სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირდაპირი შედეგი. სოციალური პასუხისმგებლობამ კი მოითხოვა ეს  სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ადამიანის შრომის უსაფრთხოების სამსახურში ჩამდგარიყო.

შრომის ფენომენის შესწავლისას გამოიკვეთა რომ მისი ძირითადი კატეგორიებია: შრომის შინაარსი და ხასიათი. შრომის შინაარსი თავის თავში მოიცავს: შრომის სირთულეს, მუშაკის პროფესიულ მზაობას, მუშაკის დამოუკიდებლად შრომის ხარისხს. შრომის ხასიათი კი მისი სირთულის ხარისხზეა დამოკიდებული. ერთია მეწარმის შრომა, რომელიც თავადაა დამსაქმებელი და მეორეა დასაქმებულის ან დასაქმებულთა – ინდივიდუალური და კოლექტიური შრომა.

მეწარმის როგორც დამსაქმებლის შრომა დასაქმებულის შრომისაგან იმით განსხვავდება, რომ როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე მისი განხორციელების დროს მეწარმის შრომა დასაქმებულის შრომასთან შედარებით დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხით სარგებლობს. შრომის შედეგები მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელების კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მეწარმის დამოუკიდებლობა,  თავად მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტის შექმნაში უმთავრესია დასაქმებულის – მშრომელი ადამიანის შრომა. შესაბამისად  შრომის დროს დასაქმებულის დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, მისი შრომის  უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს აღბეჭდილი.

ნებისმიერი ქვეყნის შრომითი პოტენციალი დამოკიდებულია სოციალურ-ფსიქოლოგიურ, დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე. ეს მახასიათებლები კი თავის თავში უსაფრთხოების ფაქტორზეა დამოკიდებული.  ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შრომითი პოტენციალის უზრუნველყოფის ტოლია.

ნათელია რომ ნებისმიერი შრომა ეფექტური უნდა იყოს.  შრომის ეფექტურობა კი დამოკიდებულია დახარჯულ შრომით რესურსზე და დროზე, შესრულების ხარისხზე. ნაკლები მატერიალური და ფინანსური ხარჯებით მაქსიმალური შრომითი შედეგის მიღება ამ შრომის ეფექტურობაზე მიუთითებს. ფინანსურ საკითხში განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ფაქტორია შრომის ანაზღაურების მოცულობა. ამ ყოველივეს კი კვლა კრავს სამუშაო ადგილის უსაფრთხოება, რადგან იქ სადაც არის უსაფრთხოება იქ არის ზუსტადაც ეფექტურობაც.

ისეთი ფაქტორები  როგორცაა შრომითი პოტენციალი, შრომის ეფქტურობა და  სტიმული შრომისადმიც კი, მაინც თავს იყრის შრომის უსაფრთხოების საკითხთან. უსაფრთხო შრომა ეს არის პირობების მთელი კომპლექსი, რომელმაც  მუშაკი უნდა დაიცვას გარემომცველი არეალის, ტექნოლოგიებისა და სახიფათო მასალების მხრიდან მის წინააღმდეგ მომდინარე პოტენციურის საშიშროებებისაგან.

ეფექტური შრომის მოთხოვნის პირობებში სამართლიანია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის დამსაქმებლის (ადმინისტრაციის) მოვალეობად განსაზღვრა,რადგან ეს დამსაქმებელის (ადმინისტრაციის) პრეროგატიავაა დასაქმებულის შრომის ორგანიზება. ამ მოვალეობის სრულფასოვანი განხორციელებისთვის კი აუცილებელია: კანონით აღჭურვილი შრომის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო, ამ პროცესში სრულფასოვნად ჩართული სამოქალაქო სექტორით, კანონით ზუსტად დადგენილი  სპეციალური ნორმები, რომლებიც უცილობლად უნდა მოიცავდნენ დასაქმებულის სოციალურ დაზღვევასაც და სოციალურ დაცვასაც.

საყურადღებო ფაქტია,რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თითქმის ორი ასეული კონვენციიდან საქართველოს სულ რაღაც 16 კონვენცია აქვს რატიფიციერებული.  მათი რატიფიკაციის პროცესი პრაქტიკულად შეწყვეტილია. ასევე დიდი ხანია რაც არ ხდება ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) სრულად რატიფიცირება.  სამუშაო ადგილებზე შექმნილი საგანგაშო ვითარება განსაკუთრებულდ აუცილებელს ხდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N 81 „შრომის ინსპექციის შესახებ“, N129 „სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ და  N155 „შრომის უსაფრთხოებისა დაჰიგიენის შესახებ“ კონვენციების რატიფიცირების საკითხს. ასევე ნათელია რომ საქართველოს ევროპის კავშირთან ასოციერებას არა მხოლოდ პოლიტიკური განზომილება გააჩნია. ასოცირებას სოციალური განზომილებაც აქვს და ევროპასთან დაახლოება ვერ მოხდება ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მესამე მუხლის „უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება „ რატიფიცირების ასეთი დიდი დროით დაყოვნების პირობებში. შრომის უსაფრთხოება ევროპული შრომითი სტანდარტების ორგანული ნაწილია.

დღეს თითოეულმა დასაქმებულმა და დასაქმების მაძიებელმა ნათლად უნდა გააცნობიეროს დემპინგური შრომა, დაუცველი, იაფფასიანი შრომა არაა მისი ჭეშმარიტი სოციალური ინტერესი, მისი პირადი მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა. ეკონომიკური ეფექტურობის ამოცანას ის კი არ წყვეტს , რომ ადამიანი ნებისმიერ პირობებში იყოს სამუშაო ძალა, რომ შრომის პროცესში მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნადგურდებოდეს, არამედ პირიქით მისი შრომა უნდა იყოს უსაფრთხო. მშრომელთათვის მთავარი და გადამწყვეტი ამოცანაა დაძლიონ სამუშაო ძალის არა სახარბიელო მდგომარეობა,  ორგანიზებულად და კოორდინირებულად, პროფკავშირად  დარაზმულებმა მიაღწიონ საკუთარი სამუშაო ადგილების გარანტირებულ უსაფრთხოებას. შრომის ფენომენი კკვლავ საჭიროებს ღრმმა და სოციალური პასუხისმგბლობით გაჯერბულ შესწავლას.

დავით არაბიძე