შრომის უსაფრთხოება, პოლიტიკა და გამოწვევები
03 / 10 / 2017
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კონფერენციის მასპინძელი ბიზნეს გაერთიანების „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) მრჩეველი პიერ ვინსენსინი და დამსაქმებელთა ორგანიზაციების რეგიონალური კოორდინატორი ვლადიმერ ჩუროვიჩი.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ დაინტერესებული მხარეების მიერ პოზიციების გაზიარებას. სოციალურმა პარტნიორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს მათი ხედვები შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პოლიტიკაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო საქართველოში შრომის უსაფრთხოების სერვისების ეფექტური მოდელების შემუშავებასა და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ნუსხის შემუშავების საკითხს.