შრომის კოდექსში ცვლილებების მიუხედავად, დასაქმებულები კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან

რომელი კომპანიები იცავენ შრომის კოდექსს და არიან თუ არა და არის თუ არა დასაქმებულების უფლებები დაცული, ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირებმა შრომით კოდექსში შესული ცვლილებების კვლევა განახორციელა, რომლის შედეგებსაც პროფკავშირები იქამდე არ ასაჯაროებს, ვიდრე პრეტენზაცია არ იქნება.

კვლევა პროფკავშირებმა მარტიდან დაიწყო. როგორც მაშინ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებდა, კვლევა სამთავრობო უწყებებისგან დამოუკიდებლად უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მასში მონაწილეობას თითქმის ყველა სექტორი მიიღებდა. გოჩა ალექსანდრეიას თქმით, კვლევის ფარგლებში მინიმუმ 50 საწარმო უნდა გამოკითხულიყო.

გოჩა ალექსანდრია რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად დასაქმებულები კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. მისი ინფორმაციით, მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ საწარმოში, ზესტაფონის “ფეროში“,”რუსთავის აზოტსა“ და ფოთის ტერმინალებშია.

შრომის კოდექსში ცვლილებები გასული წლის მაისში განხორციელდა. ცვლილებები უვადო ხელშეკრულებებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და დამატებითი შვებულებების თემატიკას ახლებურად აწესრიგებს.kodeqs