მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის კოდექსის შუქ-ჩრდილები

2006 წლის 25 მაისს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი სამართლიანად იწვევდა აღშფოთებას საქართველოს მშრომელებში, მას საზღვარგარეთაც ბევრნი აკრიტიკებდნენ. 2013 წელს მასში, კოალიცია ,, ქართული ოცნების,, მთავრობის წარდგენით,საქართველოს პრლამენტმა ცვლილებები შეიტანა. დროის გადასახედიდან კარგად გამოჩნდა შესწორებული შრომის კოდექსის შუქ-ჩრდილები.

ერთ-ერთი უმთავრეს პრობლემა არის სამუშაო დროის ხანგრძლივობა. თითქოსდა კოდექსის მე-4 თავის მე-!$ მუხლი განმარტავს რომ სამუშაო დრო კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს, მაგრამ იქვე დატოვებულია ფრიად სახიფათო ღრიჭო, სადაც საუბარია სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის შესახებ, რომლის დროც განსაზღვრულია კვირაში 48 საათით. ამ შესაძლებლობასხელიდან არ უშვებენ მთელი რიგი დამსაქმებლებისა და ბევრი დასაქმებულისთვის დღესაც საბრძოლველი გახდა ის რისთვისაც მე-19 საუკუნეში სისხლს ღვრიდნენ ჩიკაგოელი მუშები. დროა კანონმდებელმა ცალსახად გაანსაზღვროს, რომ სამუშაო კვირის ხანგრძლივობა არ უნდა აღემათებოდეს კვირაში 40 საათს.

კოდექსი ღამით მუშაობას რატომღაც მხოლოდ 22 საათიდან 6 საათამდე განიხილავს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ზუსტი იქნებოდა იგი განსაზღვრულიყო 20 საათიდან 8 საათამდე.

კოდექსში დასაზუსტებელია თავად შრომისა და დასვენების დროის ზუსტი განმარტება, რათა იგი ზუსტად გაიმიჯნოს შესვენების დროსგან. სამწუხაროდ შრომის კოდექსი, რატომღაც მხოლოდ ერთ წლამდე ბავშვს მიიჩნევს ძუძუმწოვარად, მაშინ როცა ეს აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში  2,5 წელს გრძელდება. აქაც კანონმდებელს შესაცვლელი აქვს ნორმა თუ მას რათქმა უნდა სურს იზრუნოს ქვეყნის მომავალზე, მის დემოგრაფიულ კეთილდღეობაზე.

ევროპის სოციალური ქარტიის არასრული რატიფიცირების გამო, შრომის კოდექსი მხოლოდ 24 დღით განსაზღვრავს ანაზღაურებად შვებულებას და არა 28 დღით, როგორც ეს იქნებოდა ევროპის სოციალური ქარტიის სრულად რატიფცირების შემთხვევაში.

შვებულება ორსულობის, მშობიარობისა ბავშვის მოვლის გამო მხოლოდ 2 წლით განისაზღვრება, რაც არაა ადეკვატური და იგი სულ მცირე 3 წელს მაინც უნდა შეადგენდეს. დღეს  საქართველოს რატიფიცირებული რომ ჰქონდეს სრულად ევროპის სოციალური ქარტია ორსულობის, მშობიარობისა ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი იქნებოდა არა 183 დღე, არამედ მინიმუმ 196 დღე.

შრომის კოდექსის 28-ე მუხლი კი შემდეგი რედაქციით უნდა იყოს ფორმულირებული: ,,დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 3 წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ბავშვის დაბადებიდან სრულად 3 წლის შესრულებამდე და აქედან ანაზღაურებადია მინიმუმ 196 დღე.“ ბავშვზე ფულადი დახმარება ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს არანაკლებ სამიათასი ლარისა.

კოდექსის ოცდამეათე მუხლში განსაზღვრული ბავშვის ასაკი უნდა გაიზარდოს სკოლამდელ ასაკამდე (ე.ი. 7 წლამდე).

რაც შეეხება შრომის პირობების დაცვას, კოდექსში აუცილებლად უნდა აისახოს შრომის სამართლებლივი და ტექნიკური უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის აღდგენა და მასში შესაბამისი დარგის პროფკავშირების თანამონაწილეობის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. შრომის კოდექსის მუხლ 37-ში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებში არის პუნქტი „ო“ ე.წ. სხვა ობიექტური გარემოება. ეს პუნქტი აუცილებლად გასაუქმებელია რადგან დამსაქმებელს იმპერატიულად გზას უხსნის ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმისაკენ.

შრომის კოდექსის თავი მე-12-ე რომელიც განიხილავს შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილ დავებსა და უთანხმოებებს მართებულ იქნებოდა განეხილათ სათანადო კანონით ფორმირებულ შრომით არბიტრაჟებს სადაც იმოღვაწევებდენ შრომითი სამართლის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და აღარ იქნებოდა საჭირო მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი, რათა მან დანიშნოს მედიატორი ამ დავებისა და უთანხმოების დროს. შრომის კოდექსი გაფიცვებისა და ლოქაუტის დროს დამსაქმებელს არ ავალდებულებს მისცეს დასაქმებულს ანაზღაურება. ეს სრულიად უსამართლოა იმ შემთხვევაში თუ გაფიცვა ან ლოქაუტი კანონის ზუსტი დაცვით ხორციელდება. სხვა შემთხვევაში ეს როგორც დასაქმებულებში ისევე დამსაქმებლებში სამართლებრივ დაუცველობის განცდას შექმნის და ხელს შეუწყობს კანონის გვერდის ავლით გაფიცვების ან ლოქაუთების სტიქიურ ორგანიზებას.

შრომის კოდექსის მიერ აღიარებულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას რაც შეეხება, იგი სამწუხაროდ მხოლოდ ორჯერ თუ შეიკრიბა სრული შემადგენლობით რაც მის მიმართ მთავრობისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეგულარული მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით ისეთი რეკომენდაციების შემუშავება რომელიც მართლაც დაახლოვებდა საქართველოს შრომით კანონმდებლობას და შრომის ბაზარს ევროპულ სტანდარტებთან.

საქართველოს შრომის კოდექსი რადიკალურ გარდაქმნას საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვის პირობებში, რომ რეალური გახდეს ქვეყანაში გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრება, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის საქართველოს პარლამენტმა საზოგადოების პროგრესული სოციალური განვითარებისათვის მყარი სამართლებლივი გარანტიები უნდა შექმნას.

დავით არაბიძეkod