მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომითი უფლებები საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელ მოხსენებაში სოლიდური ნაწილი საქართველოში არსებულ შრომით კანონმდებლობას, ახალ შრომის კოდექსს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს დაეთმო.kode

დეპარტამენტის მოხსენებაში წერია, რომ ახალი შრომის კოდექსი და შესაბამისი რეგულაციები ზოგადად ეხება ყველა დასაქმებულის,  მათ შორის საჯარო სექტორის მოსამსახურეების  უფლებას, შექმნან და ჩამოაყალიბონ, ან გაერთიანდნენ  დამოუკიდებელ პროფკავშირებში, აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები და გაიფიცონ.    კანონი პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს და იგი საერთაშორისო პროფკავშირების ორგანიზაციის შეფასებით, მათ სტანდარტს აკმაყოფილებს. მიუხედავათ ამისა, დასაქმებულთა ნაწილი  უკმაყოფილოა, და მიაჩნია, რომ ეს კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მათ შორისა გაფიცვისა და დეკრეტული შვებულების უფლებაზე.

დასაქმებულთა ნაწილი აცხადებს,  რომ კანონი სრულად ვერ არეგულირებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ღამის საათების ტარიფს და შრომითი კოტრაქტი დამსაქმლებზეა უფრო მორგებული.

დასაქმებულთა წამომადგენლებმა გვაცნობეს, რომ ახალი კანონი ვერ იცავს მუშათა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პირობებს და შეუძლია მასობრივად დაითხოვოს დასაქმებულები პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე. ზოგიერთი მექანიზმი ზღუდავს მუშათა უფლებებს. მაგალითად, კანონი აძლევს სასამართლოს უფლებას რომ პროფკავშირების აქტივობა შეაჩეროს თუ ეს იწვევს სოციალურ კონფლიქტს, თუმცა სახელმწიფოს არ გამოუქვეყნებია პროფესიები რომელიც შედის „სტრატეგიული ობიექტების ნუსხა“–ში და რომელზეც ეს კანონი ვრცელდება. ახალი კანონით პოლიციას, მედიცინის მუშაკებს, მეხანძრეებს, პროკურატურის და ზოგიერთი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს,  თანამშრომლებს უფლება აქვთ გაერთიანდენ პროფკავშირებში და გაიფიცნონ.

კანონის მიხედვით, გაფიცვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში კოლექტიური შეთანხმება უკვე არსებობს. გაფიცვა შეიძლება იყოს უვადო, მაგრამ ლოკაუტი შესაძლოა მხოლოდ 90 დღე გაგრძელდეს. სასამართლოს უფლება აქვს გაფიცვა არაკანონიერად სცნო და გაფიცვის კანონის დარღვევისათვის დასაჯოს მონაწილეები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონი უკრძალავს დამსაქმებლებს პროფკავშირის წევრების და საერთოდ პროფკავშირული აქტივობების დისკრიმინაციას, თუმცა აქვე არ აყენებს პირდაპირ მოთხოვნას  პროფკავშირული აქტივობებისთვის გათავისუფლებული დასაქმებულები დააბრუნონ სამსახურში. პროფკავშირების და მუშათა მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელი კანონით არ არის ვალდებული, რომ კოლექტიურ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს. დამსაქმებელს ეძლევა უფლება არ გააფორმოს კოლექტიური ხელშეკრულება დასაქმებულებთან თუ ისინი პროფკავშირის წევრები და საწარმოში არ არსებობს პროფკავშირი.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, რომ დაეცვა დასაქმებულები პროფკავშირული დისკრიმინაციისა და დასაქმებულთ გაერთიანების უფლების დარღვევისაგან. არ არსებობს ჯარიმების სისტემა ან მექანიზმი, რომელიც სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების ფაქტებს გამოიკვლევს და დათხოვნილ მუშაკებს დააბრუნებს სამსახურში.

სასამართლო ორგანოებში სარჩელის შეტანის და განაჩენის გამოტანის სისტემა გრძელი და გაჭიანურებული იყო. ჯანდაცვისა სამინისტროში შრომის ინსპექციის და მედიაციის სერვისების არ არსებობის შედეგად მთავრობა ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ხელშეკრულებების შესრულებას და მონიტორინგს ჯდება თუ არა დამსაქმებელთა მოქმედებზ კანონმდებლობის ჩარჩოებში.

მასწავლებელთა, რკინიგზელთა, საჯარო, ფოსტის და ტრანსპორტის პროფკავშირების ინფორმაციით – წლების გამავლობაში, ხელისუფლება ერეოდა პროფკავშირების საქმიანობაში. კერძოდ იყო კონკრეტული ფაქტები, როდესაც მთავრობა პროფკავშირების საწევროს აკრეფაში ერეოდა და ზღუდავდა.

ამისთვის წინა ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ბერკეტების გამოყენებით

გააჭიანურა საწევრო გადასახადის ხელფასიდან ჩამოჭრის პროცესი.

მასწავლებელთა პროფკავშირებს ოფიციალურად შეუჩერა საწევროს აკრიფის მექანიზმი „ჩეკ–ოფ” სისტემის მეშვეობით. ამ მოქმედებამ გამოიწვია 100,000 წევრიანი პროფკავშირის დაშლა. 2010 წლისთვის ამ ერთ დროს მსხვილ გაერთიანებაში მხოლოდ 5000 წევრი დარჩა. 2012 წლის აგვისტოში წევრთა რაოდენობა 30,000 მდე ისევ გაიზარდა. დირექტორები კი აგიტაციას უწევდნენ მასწავლებლებს დიმიტრი შაშკინის (ყოფილი განათლების მინისტრის) ყვითელ პროფკავშირში გაერთიანებულიყვნენ.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, სახელმწიფომ და პროფკავშირის ლიდერებმა განაახლეს სამმხრივი კომისიის ამოქმედების პროცესი. კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კომისიას პრემიერ მინისტრი უხელმძღვანელებდა. თუმცა წლის განმავლობაში, კომისია არც ერთხელ არ შეკრებილა და არც ერთი შრომითი დავა არ განუხილავს.

აღსანიშნავია, რომ ახალი შრომის კოდექსით, ხელშეკრულება წერილობითად უნდა გაფორმდეს თუ დასაქმებული სამსახურში 3 და მეტი თვით აჰყავთ. ამავდროულად ხელშეკრულება უვადო ჩაითვლება, თუ კონტრაქტი ორჯერ იყო განახლებული და დასაქმებულის ორგანიზაციაში მუშაობა 30 თვეზე მეტს მოიცავს.

კანონი კრძალავს ყველა სახის იძულებით და სავალდებულო შრომას. ექსპერტების ცნობით, შრომის ინსპექციის არ არსებობამ ასევე სუსტმა შრომის კოდექსმა წაახალისა მუშათა დაუცველობა და იძულებითი შრომა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის შრომასთან დაკავშირებით არც ერთი შემთხვევაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთხელ არ დამდგარა.

წლის განვმალობაში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ორ საქმეზე, თუმცა არც ერთი სახელმწიფო უწყება არ არის პასუხისმგებელი ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული ბრალეულობის დადგენასთან, თუ არ გამოიკვეთა დანაშაულის მტკიცებულებები. სახელმწიფოში არ არსებობს მაკონტროლებელი უწყება, რომელიც ჩაატარებდა მონიტორინგს და შეაფასებდა ბავშვების შრომის უფლებებს სამუშაო ადგილზე.

ყოველთვიური მინიმალური ხელფასი საჯარო მოხელეებისთვის არის 115 ლარი (69 დოლარი). კერძო სექტორში მომუშავე ადამიანის მინიმალური ანაზღაურება 90 ლარი (54 დოლარი). ოფიციალური საარსებო მინიმუმი 138 ლარითაა განსაზღვრული ერთ პირზე (83 დოლარი) და 276 ლარი (166 დოლარი) ოთხ სულიან ოჯახზე.

კანონი აწესებს 40 საათიან სამუშაო კვირას და 24 საათიან დასვენებას კვირაში, თუ შრომით ხელშეკრულებაში სხვა პირობები არ არის მოცემული.  ცვლაში მყოფ ადამიანს კი არანაკლებ 12 საათიანი შესვენება უნდა ჰქონდეს. ფეხმძიმე ქალსა და დედას არ ევალება ზეგანაკვეთურის სამუშაოს შესრულება თანხმობის გარეშე.

ზრდასრული ადამიანისთვის ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება 40 საათზე მეტი, ხოლო არასრულწლოვანისთვის (16 დან 18 წლამდე)  36 საათზე მეტი კვირაში. 14–16 წლის ბავშვებისთვის იკრძალება კვირაში 24 საათზე მეტი მუშაობა.

ხელისუფლებას არ გააჩნია სამუშაოს ადგილების მონიტორინგის სააგენტო, არ არსებობს შრომის ინსპექცია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა შრომის კანონის ეფექტური  შესრულება არაფორმალურ და ფორმალურ სექტორებში. ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო ასრულებს ინსპექციის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციას, მაგრამ მხოლოდ იმ საწარმოებში რომლებსაც მიენიჭათ მძიმე, მავნე ან საშიშ პირობებიანი სამსახურის სტატუსი.

სააგენტო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს საწარმოო დავებში. კონტოლის და შემოწმების უფლება კი მხოლოდ მაშინ ეძლვა თუ უბედური შემთხვევა უკვე დამდგარია ან დგას გამოკვეთილი საფრთხე.

AFL-CIO –ს ცნობით, საქართველოს ახალი შრომის კოდექსის იმპლემენტაციას ხელს უშლის  ის რომ არ არსებობს ბერკეტის რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო შრომას.  ბაზრებში, გარე ვაჭრობასა და არაფორმარულ სექტორებში უფლებათა დარღვევის მრავალი ფაქტია, რადგან შრომითი კონტრაქტები იშვიათად ფორმდება და ადგილი აქვს დასაქმებულთა ექსპულატაციას.

ხელისუფლება არ გვძლევს სტატისტიკას სამსახურში დაზიანებულთა ან დაღუპულთა რაოდეობაზე. მაღაროელები განსაკუთრებით დიდ საფრთხეში იმყოფებიან. მაგალითად აგვისტოში, ორი მაღაროელი დაიხრჩო ჭიათურაში როდესაც მაღაროში წყალი შევარდა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. წლის განმავლობაში დაიღუპა კიდევ ორი დასაქმებული იმავე მაღაროში, სადაც აფეთქება შესაბამისი შინაგანაწესის დაარღვევით მოხდა.

(სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარიობის” მარტის ნომერში)