მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომითი უფლებები თომას ჰამარბერგის ანგარიშში

hamსაქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველის, თომას ჰამერბერგის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო შრომით უფლებებს. ანგარიში  აღნიშნულია, რომ თითქმის ყველა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აცხადებდა, რომ ხელისუფლება ერეოდა მის საქმიანობაში, დაწყებული დაშინებით და უსამართლო დათხოვნით დამთავრებული, რაც ხშირად იყო წარმოჩენილი როგორც “სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა“.

 

ძველი შრომის კოდექსი შეიცავდა დებულებებს, რომლებითაც ილახებოდა დაქირავებულთა უფლებები. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ფორმალურად უფლებები გათვალისწინებული იყო, მათი რეალური დაცვა არ ხდებოდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თვალსაწიერიდან, ხარვეზები განსაკუთრებით ნათელი იყო ორ ძირითად პაქტთან მიმართებით: პაქტი #87 – ორგანიზაციის ჩამოყალიბების უფლების შესახებ და პაქტი #98 – კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების შესახებ. მაშინაც კი, როცა უფლებები ფორმალურად უზრუნველყოფილი იყო, ხშირი იყო მათი დარღვევის შემთხვევები.

2011 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ პროფკავშირების აქტივისტები არ იყვნენ დაცული შრომის კოდექსით. 2012 წლის ივნისში შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანამ ვერ გადაჭრეს პრობლემა. ამ ცვლილებებით არც კოლექტიური მოლაპარაკების უფლება დაკანონებულა. პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა გონივრული საზოგადოებრივი დიალოგი, ხოლო პროფკავშირების ლიდერებმა და წევრებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზიას, რომ ხელისუფლება ახორციელებდა მათ დაშინებას.

პროფკავშირების ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მასწავლებელთაყველაზე დიდი პროფესიული კავშირის ლიდერობა ხელისუფლებამ არ აღიარა დასასამართლო დარბაზში დაუპირისპირდა მას.

თითქმის ყველა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აცხადებდა, რომ ხელისუფლება ერეოდა მის საქმიანობაში, დაწყებული დაშინებით და უსამართლო დათხოვნით დამთავრებული, რაც ხშირად იყო წარმოჩენილი როგორც „სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვათა აზრით, ხელისუფლების მოქმედება ასახავდა “მიზანმიმართულ ცდას, ჩამოერთვას მშრომელებს თავისუფალი შეკრების, ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლებები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში“.

ქართული ენაზე სრული ანგარიშის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/news/20130920_report_ka.pdf

ანგარიშის შრომითი უფლებების ნაწილის ნახვა ასევე შეგიძლიათ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის “ფეისბუქის“ გვერდზე: www.facebook.com/pages/საქართველოს-პედაგოგთა-და-მეცნიერთა-თავისუფალი-პროფკავშირი-სპმთპ