შრომის უფლება ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. შრომას ქრისტიანული მოძღვრება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ქრისტიანული მორალის მიხედვით: “ცხოვრება შრომაა, შრომა კი ცხოვრებაა”. შრომის შესახებ წმინდა მამები ერთობ საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამენ. მათი მოსაზრებების დიდი ნაწილი შემდგომში ქრისტიანული რელიგიის გამსაზღვრელი ღირებულებები გახდა. აი რას ამბობს შრომასთან დაკავშირებით ბიბლია და რას ამბობენ ქრისტიანი წმინდანები:
* * *
“ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა”
* * *
“თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო – უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის”
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
“სიღატაკე კურიერს ჰგავს – ზარმაცს მალე ეწევა” (იგავნ. 6, 11)
* * *
“გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა – როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია”
* * *
“ერთმა ბრძენმა საფუძვლიანად თქვა, რომ „შრომა სათნოების დარაჯია””
* * *
“სიმშვიდე და უსაქმურობა სულისათვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება”
წმიდა ისააკ ასური
* * *
“ასი წლის უსაქმურობა არ არის კარგად გამოყენებული ერთი საათის ფასი”
* * *
“ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლად სცოდავს”
* * *
“არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტნაკლებად თავისუფალი დრო აქვთ, ნაკლებად იყენებენ მას სასარგებლოდ”
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
“ადამიანის ძალა და შესაძლებლობები ძალიან ჰგავს წისქვილის დოლაბებს, რომელთა შორისაც ან არ არის ხორბალი, ანდა ისინი თვითონვე იქცევიან ფერფლად”
* * *
“მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის”
* * *
“მიმომწილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს” წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე