საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო დარგის გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და კომიტეტის 2017-2020 წწ სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღნიშნული პროცესის მესამე სამუშაო შეხვედრა წლის 26 აპრილს საქართველოს პარლამენტში ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიის და საკრებულოს, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
შეხვედრა გაიმართა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)მხარდაჭერით.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში შედგა. პროფკავშირებმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შემუშავებული წინადადებათა პაკეტი წარმოადგინეს, რომელშიც საკითხები ამ თანმიმდევრობითაა გაწერილი.
2017 წელი
- შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა
- დედობის უფლების დაცვისა და ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულებითვის გარკვეული შეღავათების უზრუნველყოფა;
- საპენსიო რეფორმის დასრულება;
- სამუშაო დროისა და მასთან დაკავშირებული ზეგანაკვეთური შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად რეგულირება;
- სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა, ასოციაციის თავისუფლების (მათ შორის გაფიცვის უფლების), შრომის უსაფრთხოების საკითხების რეგულირება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად;
- არსებული სახელფასო პოლიტიკის გადახედვა: მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრა და მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან, შსო-ს #102 ,,სოციალური დაცვის (მინიმალური სტანდარტების) შესახებ კონვენციის რატიფიცირების მიზანშეწონილობის განხილვა;
- შრომითი კონფლიქტების პრევენციისა და მისი ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა, მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება და დახვეწა;
- შსო-ს 81-ე (შრომის ინსპექციის შესახებ), 144-ე (სამმხრივი კონსულტაციების შესახებ), 156-ე (ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულების შესახებ) და 183-ე (დედობის დაცვის შესახებ) კონვენციების რატიფიცირება
- წლები
- უმუშევრობის შემწეობის დადგენა
- დასაქმების, მათ შორის შშმპ პირების დასაქმების, პოლიტიკის ჩამოყალიბება
2020
- საჯარო და კერძო სექტორებში ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია