შოტლანდიის რეფერენდუმი – რას ამბობენ პროფკავშირები

გამოქვეყნებულია John Millington-ის მიერ

შოტლანდიის ისტორიულმა რეფერენდუმმა დიდი ბრიტანეთის ყურადღება მიიპყრო. ინგლისის პროფკავშირების განსხვავებული აზრები შოტლანდიის რეფერენდუმის საკითხზე მშრომელთა მოძრაობის გაყოფაზე მეტყველებს.
ოთხნახევარი მილიონმა შოტლანდიელმა ხმა მისცა ორ მხარეს – დიახ (გვინდა ბრიტანეთისგან ცალკე გამოსვლა) ან არა (გვირჩევნია ბრიტანეთთან გაერთიანებულნი დავრჩეთ).

მაგრამ, რას ფიქრობენ ბრიტანეთის პროფკავშირები -ქვეყნის ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია – ამ რეფერენდუმზე?

ორმა დიდმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ ბრიტანეთში GMB-იმ და USDAC-მა (ინდუსტრიული, დისტრიბუციისა და მოკავშირე სექტორის მშრომელთა პროფკავშირები) გამოაცხადეს რომ ისინი “არა” კამპანიის მომხრეები არიან.
ამ პროფკავშირებმა კონსულტაცია გაიარეს თავიან შოტლანდიელ წევრებთან და ბრიტანეთის 307 წლიანი ერთიანობა აირჩიეს ეკონომიკური მიზეზების გამო.

ლავრენც ვეისონმა, USDAC-ის დივიზიის ოფიცერმა, განაცხადა: “ჩვენი შოტლანდიელი წევრები ღელავენ თავიანთი სამსახურის შენარჩუნების საკითხზე და მათ მომავალზე თუ “თავისუფალი შოტლანდია” მართლაც გაიმარჯვებს. ისინი არ არიან მზად რომ ამ რისკის წინაშე დადგნენ, მითუმეტეს როდესაც ბრიტანეთის მოწინავე კომპანიებმა წინასწარ შეატყობინეს მშრომლებს რა სიტუაციაც ელით ამ გამოყოფით”.

ინგლისის ყველაზე დიდმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, UNITE (გაერთიანდი) და UNISON (ერთიანობა) – რომელნიც ერთად წარმოადგენენ 2.5 მილიონ წევრს- ნეიტრალობა გამოაცხადეს. მათ სჯერათ, რომ თავიანთმა წევრებმა ამ რეფერენდუმზე ხმის მიცემის გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ როგორც თავისუფალმა ინდივიდებმა.
ანალოგიური პოზიცია აქვს საჯარო მოხელეთა და კომერციული სერვისთა პროფკავშირებს (PCS) რომელნიც არ არიან შრომის პარტიის წევრები. პროფკავშირმა არჩია რომ აქტიური ნეიტრალობა დაეცვა.

მხოლოდ RMT-იმ (რკინიგზელთა, მეზღვაურთა და ტრანსპორტის პროფკავშირები) და შოტლანდიის ციხეებში მომუშავე ოფიცრების ასოციაციამ გამოუცხადამხარდაჭერა “დიახ” მოძრაობის მხარეს.

ამ დროს კი შოტლანდიელთა პროფკავშირის კონგრესიც (STUC) და ბრიტანეთის პროფკავშირების კონგრესიც (TUC) ნეიტრალობას იცავს ამ საკითხთან მიმართებაში. STUC-ის გენერალურმა მდივანმა, გრაჰამ სმითმა TUC-ის წლიური კონგრესის დროს დელეგატებს განუცხადა: “ამ დებატებში არც ერთ მხარეს არ გააჩნია მონოპოლია სოციალურ დაცვაზე და პროფკავშირების ღირებულებებზე როგორიცაა ერთიანობა და სოლიდარობა… თუ ხმას მისცემთ “დიახ” მოძრაობას ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ზრუნავთ ყველა მშრომელზე ბრიტანეთში ან სხვა ქვეყნებში, როგორც “არა” არ გაგხდით ნაკლებად პატრიოტ ადამიანად.”

პრაგმატიზმი და დაყოფა

რატომ არის რომ დიდი ბრიტანეთის შრომის მოძრაობის ორგანიზაციებს ესეთი განსხვავებული ხედვა აქვთ ამ რეფერენდუმზე?
მემარცხენეთა ეკონომიკური მრჩეველთა პანელის (LEAP) კოორდინატორს, ანდრიუ ფიშერს სჯერა, რომ აზრთა განსხვავება მეტყველებს პოლიტიკური პარტიების შორის არსებულ პრაგმატიზმზე და უთანხმოებაზე.

“ზოგიერთ პროფკავშირულ ორგანიზაციას არ უნდა ისეთ პოზიციაში მოხვდეს რომელიც მათ წევრებს გაყოფს და ამიტომაც აირჩევს ან დუმილს ან ნეიტრალობის გამოაცხადებას რათა გაუფრთხილდეს მის სახელს თავიანთ წევრებთან და პოტენციურ წევრებთან.” – ამბობს EQUAL TIMES. “ისინი გამოაცხადებენ რომ არც ერთ მხარეს არ აქვს ის “ჯადოსნური ტყვია” რომელიც მშრომელთა პრობლემებს გადაწყვეტს და ისინი იქნებინა სწორნი.”

“მშრომელთა მოძრაობა პოლიტიკურადაც დაყოფილია. კომუნისტური პარტია გაერთიანების შენარჩუნების კამპანიის მომხრეა, სოციალისტების კიდევ დაშლის. ასე რომ მემარცხენეების ერთიანი პოზიცია არც თუ ისე მკაფიოდ არის წარმოჩენილი ამ საკითხში.”

სხვა ინდუსტრიული ურთიერთობების ექსპერტები კი განიცდიან, იმას რომ სოციალური დონის პოლიტიკის ანალიზის გაკეთების მაგივრად დებატები მხოლოდ ნაციონალურ პრობლემებზე მიმდინარეობს. მათ სჯერათ, რომ შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP) (რომელიც ყველაზე დიდი შოტლანდიური პარტიაა და ბრიტანეთიდან გასვლის ინიციატორი) პოლიტიკა უნდა სწორად გაანალიზდეს რათა მშრომლები არ დაზიანდნენ.

პროფესორი როჯერ სეიფერტი, რომელიც ლექციებს ატარებს ვოლვერჰამპტონის ბიზნესის უნივერსიტეტში ინდუსტრიული ურთიერთობების განხრით ამბობს: “შოტლანდიამ რომ აირჩიოს გამოყოფა, მაშინ რა მოუვა შოტლანდიელ მშრომელ კლასს და მშრომელთა მოძრაობას?

პროფესორ სეიფერტი ამატებს რომ მას სჯერა დაშლა ცუდად იმოქმედებს ინგლისისა და უელსის მშრომლებზე.
ინგლისური ვერსია იხილეთ: http://www.equaltimes.org/scottish-referendum-what-the?lang=en#.VBwkEBbRUsL