მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრების სერია ვაშინგტონში

მიმდინარე წლის 3-6 მარტს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური უფროსი, რაისა ლიპარტელიანი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვაშინგტონის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრების სერია მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სამონეტო ფონდთან.

შეხვედრებში მონაწილეობდა პროფკავშირული მოძრაობის ლიდერები მთელი მსოფლიოდან. გაკეთდა მოხსენებები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: მსოფლიო ბანკის სოციალური დაცვისა და შრომის სტრატეგიის იმპელემნტაცია (მომხსენებელი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი-არუპ ბანერჯი), შრომითი რეგულაციები, შრომითი კეთილდღეობა და განვითარება, მათ შორის Doing Business-ის ანგარიში (მომხსენებელი მსოფლიო ბანკის კაუშიკ ბასუ), მსოფლიო ბანკის სოცილაური და გარემოსდაცვითი საკითხები (მომხსენებელი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი-სტეფან კოებერლე), მსოფლიო ბანკის ახალი სამუშაო ჯგუფის სტრატეგია, მისი მიზნები და იმპლემენტაცია (მომხსენებლები მსოფლიო ბანკის ჯიმ პარკი და მარიამ შერმანი), მსოფლიო სამონეტო ფონდის მუშაობა დასაქმების უთანსწორობისა და შრომის ბაზრის საკითხებზე (მომხსენებელი მსოფლიო სამონეტო ფონდის  წარმომადგენელი კალპანა კოხლარი და რანილ სალგადო), მსოფლიო სამონეტო ფონდის მიდგომა შრომის ბაზრის საკითხებისადმი და ა.შ.

ყველა ზემოაღნიშნულ საკითხის განხილვას თან ახლდა დისკუსია, სადაც  მწვავედ იქნა განხილული საქართველოს შემთხვევა, როცა მიუხედავად სახელმწიფოს მიერ შრომის საერთაშორისო სტანდარტების, პროფკავშირების უფლებების უხეში დარღვევისა როგორც საკანონმდებლო  დონეზე ასევე პრაქტიკაში, საქართველო იყო მოწინავე პოზიციებზე Doing Business-ის მონაცემებით იმის გამო, რომ მსოფლიო ბანკი აღნიშნულ პროცესში არ ითავლისწინებს შრომით ინდიკატორს.

6 მარტს რაისა ლიპარტელიანს ასევე ცალკე შეხვედრა ჰქონდა, სოლიდარობის ოფისის საქართველოს წარმომადგენლობაზე კოორდინატორ რუდი პორტერთან ერთად, აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ GSP-სთან დაკავშირებულ საჩივარზე, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებაზე შრომით და პროფკავშირის უფლებების  თაობაზე. მათი დაპირებით, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის სპეციალური მისია აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგის მიზნით.raisa