მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირსა და “ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულება დაიდება

თბილისში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა კოლექტიური მოლაპარაკებების 1-ლი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფესიულ კავშირს შორის.

2013 წლის 31 მაისს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რომლის მოქმედების ვადა 2015 წლის 31 მაისს სრულდება, მხარეებმა ამ ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები ახალი კოლექტიური ხელშეკრულების, მასში ცვლილებების შეტანის ან იგივეს რედაქციაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მისაღებად.

კომპანიის მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფში მონაწილე შემადგენლობას, სადაც წარმოდგენილი იყვნენ PR, HR, იურიდიული, საფინანსო და ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები, გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი ხელმძღვანელობდა.

პროფკავშირის მხრიდან წარმოდგენილ ჯგუფს კი, სადაც შედიოდნენ დარგობრივი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე, ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძე, მისი მოადგილეები გრიგოლ ბრეგვაძე და კობა ჯანიაშვილი, ასევე რიგითი წევრები აკაკი მახათაძე და გოჩა კვანტრიშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრამ, რომელიც კომპანიის მხრიდან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ყველა აუცილებელი პირობა იყო შექმნილი მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისათვის, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს პრეტენზიები და შენიშვნები გასულ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

კოლექტიური მოლაპარაკებების შემდეგი შეხევდრა 18 მარტისთვის დაიგეგმა, მანამდე კი მხარეებმა აქამდე ყველა გაურკვეველი საკითხი უნდა შეაჯერონ ერთმანეთთან.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებლად შეიქმნება სამი კომისია: შრომის უსაფრთხოების, იურიდიულ და ფინანსურ საკითხთა კომისიები, რომლებიც იმუშავებენ და რეკომენდაციებს, რომლებიც საფუძვლად დაედება კოლექტიური ხელშკრულების პროექტს, წარმოადგენენ გონივრულ ვადებში.manganez