პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანების ცენტალურ ოფისში შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი პროფკავშირებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებთან და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ სწორედ პროფკავშირებს ხვდება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ელჩს თავადაც პროფკავშირული წარსული აქვს.
მარიუშ მაშკევიჩი დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირების მიზნებითა და გამოწვევებით და გაერთიანებას მხარდაჭერა და დახმარება შესთავაზა.
თავის მხრივ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია პროფკავშირების საქამიანობის სფეროების შესახებ, მათ შორის გაწეულ სამუშოზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის და შრომის ინსპექციის გაძლიერების კუთხით, დასაქმებულთა ადვოკატირების მიმართულებით, ასევე გაერთიანების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და წინადადებებზე, მათ შორის: საპენსიო რეფორმის, მინიმალური ხელფასის, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის და უმუშევართა კომპენსაციის დაწესების თაობაზე. აღინიშნა ისიც რომ სურვილისა და მზაობის მიუხედავად პროფკავშირების ჩართვა არ მოხდა საკონსტიტუციო კომისიაში.
შეხვედრაზე რომელიც დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გაგრძელდა საუბარი შეეხო საქართველოს ევოკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.