ITUC-ის განცხადებით, ორგანიზაცია ძალიან შეშფოთებულია მათი ორი თანამშრომლის ბედით, რომლებიც ყატარში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს იკვლევდნენ. გჰიმაირ გუნდევისს და კრიშნას უპადჰიაიას ბედი ამჟამად უცნობია. ბრიტანეთის გამომძიებლებს ყატარის დაცვის აგენტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწუხებდნენ და უშლიდნენ ვიდეო–გადაღებებს. ეს ვიდეო–კადრები ასახავს შრომითი უფლებების დარღვევებს. დასახელებული ორი გამომძიებელი უგზო–უკვლოდ დაიკარგა 31 აგვისტოს, როდესაც ისინი სასტუმროს დასატოვებლად ემზადებოდნენ და დოჰას აეროპორტში მიემგზავრებოდნენ.
საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების (ITUC) გენერალური მდივანი, შარონ ბაროუ აცხადებს: “როგორც ჩანს ყატარში ფიქრობენ, რომ შიშის შექმნის გზით მსოფლიოს თვალებს დაუბრმავებს თანამედროვე მონობის სისტემის ვერდასანახად. ასობით შრომითი მიგრანტები, მათ შორის ბევრი ქალი, დაპატიმრებული არიან დოჰა-ს “დაკავების ცენტრში” რადგან ისინი გაექცნენ თავიანთ დამსაქმებელს, რომელიც მათ საშინელ შრომით პირობებში ამუშავებდა. საერთაშორისო ჟურნალისტებს აკავებენ, როდესაც ისინი ცდილობენ სიმართლე მიაწოდონ მსოფლიოს და შტატის მიერ წარმოებული რეპრესია უფრო იზრდება იმ ქვეყანაში, სადაც მინიმალური ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები ისედაც ცნობილი იყო და მსოფლიოს აჩვენა როგორ არ სცემს პატივს იურიდიულ სტანდარტებს.”
ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაცია გლობალური ქსელი განვითარებისა და უფლებებისთვის (GNRD), (ამ დამკვირვებლების დამსაქმებელი) აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია თავიანთი მშრომელების მდგომარეობით, ორივენი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და შესაძლოა ისინი გახდნენ შეკვეთილი გაუჩინარების მსხვერპლნი და წამების რისკიც არსებობს.
ამ დროს კი ფიფა (FIFA) განაგრძობს მსოფლიოჩემპიონატისათვის სამზადისს, რომელიც დაგეგმილია 2022 წლისთვის ყატარში.
“როგორც ჩანს FIFA-ს დაავიწყდა ასიათასობით მშრომელთა პირობები, რომელიც მსოფლიოს თასის სტადიონის ინფრასტრუქტურას ქმნიან და ყოველდღე ყველაზე ცოტა ამ საქმიანობას ერთი სიცოცხლე მაინც ეწირება. “კაფალის” სისტემის კოსმეტიკურად შეცვლა უკვე 18 თვეის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ადგილობრივ სავაჭრო პალატას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ინიციატივა ჩაახშოს. კარგი იქნება, რომ FIFA-მ თავიდან აირჩიოს ახალი ქვეყანა სადაც ჩაატარებს მსოფლიო თასის ჩემპიონატს იმის მაგივრად, რომ კორპორატიული სპონსორების ჭკუაზე იარონ და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცუდ შრომის პირობებში მყოფი მშრომლები დააზარალონ.” – განაცხადა შარან ბაროუმ.
http://www.ituc-csi.org/qatar-human-rights-investigators