ქუთაისში fresh georgia-ს თანამშრომლებმა აქცია გამართეს

გუშინ, ქალაქ ქუთაისში მდებარე fresh georgia-ს ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქარხანაში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ მთელი დღის განმავლობაში მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ქარხნის ადმინისტრაცია პირობების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს.

“უკვე რამდენი ხანია ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ ცოტა ადამიანური პირობები შეგვიქმნას. ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს და სამუშაო საათებიც განსაზღვრული არ გვაქვს. ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება და ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინონ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირზა გაგუა.

ქარხანა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, სადაც 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ამას გარდა, ქუთაისში მდებარე საწარმო ქართულ-არაბული ქარხნის “ფრეშ ჯორჯიაში” დასაქმებული 400-მდე მუშა ახალი შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გამოუცხადა. პროფკავშირების ქუთაისის ოფისი წარმომადგენლები მუშებს შეხვდნენ და მათთან ერთად გააპროტესტეს საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობები. პროფკავშირში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების პროტესტი და მოთხოვნები სამართლიანია და საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია დასაქმებულებთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

სამწუხაროდ დღემდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს ქარხნის ადმინისტრაცია.gaficva qutaisshi