მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქუთაისში შრომით უფლებებზე სემინარი ტარდება.

15293409_10154304651738425_130469062_o-1 15310795_10154304651733425_65941961_o-1 15227907_10154304655893425_555272002_n

 

სემინარის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. შეხვედრის მონაწილეებს აცნობენ ინფორმაციას შრომის კოდექსის ცვლილებებზე და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობაზე საქართველოში. საუბარი ეხება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე შრომის ინსპექციის საჭიროებას.

სემინარში მონაწილეობს 25 ადამიანი მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნების, რკინიგზის, საჯარო და ტრანსპორტის სფეროებიდან.

 

ტრეინინგს უძღვებიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, იურისტები ნია ნაყეური და თამარ სურმავა და შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი ნიკოლოზ კაკაშვილი. სემინარი დღეს დასრულდება.