მიმდინარეობს საიტის განახლება

ქსანში მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს

უკვე 28 დღეა, ქსნის მინის ქარხნის თანამშრომლები მუშაობაზე უარს ამბობენ. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ. მოიმატოს ხელფასმა 30%-ით, დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დასაქმებულებთან და ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის გამოიყოს სამუშაო ოთახი. ადმინისტრაციასთან შეთანხმება მხოლოდ ერთ საკითხზე ვერ თანხმდება. დამსაქმებელი ხელფასის 30%-ით ზრდაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. დასაქმებულები კი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. დღეს ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული, თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა კონკრეტული წინადადება უნდა წარმოადგინონ, თუ რას სთავაზობენ გაფიცულებს. ორი დღის წინ შემდგარი შეხვედრა სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა. დასაქმებულები მზად არიან წავიდნენ კომპრომისსზე თუ შედეგი ლოგიკური იქნება და შემოთავაზებული პროცენტი მათ მოთხოვნასთან მაქსიმალურად მიახლოებული. ინტენსიურIMG_8479 მოლაპარაკებებში სს”ქსნის მინის ტარის” ქარხნის ადმინისტრაციასთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მთავრობის წარმომადგენელიც მონაწილეობენ.