მიმდინარეობს საიტის განახლება

ქვეყნის პრეზიდენტი პროფკავშირებს შეხვდა

18623247_10154866078588073_1204225191289428828_o 18623511_10154866072973073_4391057252352969605_o 18623669_10154866072123073_2787458180916440618_o 18672872_10154866079023073_1054315261798703249_o 18699332_10154866072868073_2885454901928435256_o 18699354_10154866083758073_35012994075474348_o

შრომითი უფლებები იყო მთავარი თემა, რომელზეც  პრეზიდენტმა “კონსტიტუცია ყველასია”ს ფარგლებში პროფკავშირებთან შეხვედრაზე ილაპარაკა. შეხვედრა, ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. შრომითი უფლებები, მინიმალური ხელფასის ოდენობა, უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფა – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რასაც შეხვედრის მონაწილეები დღეს პრეზიდენტთან და პროფკავშირების თავმჯდომარესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილავდნენ. შრომის უსაფრთხოებისთვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის მოთხოვნას საქართველოს მთავრობამ დღეს საკანონმდებლო ინიციატივით უპასუხა. შრომის უსაფრთხოების შესახებ კონსტიტუციური გარანტიების შექმნის მოთხოვნას სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციაში. კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე მიმართულებით ისევ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში შრომით უფლებებზე, სოციალური სახელმწიფოს პირობებში შრომის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  გიორგი მარგველაშვილმა გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, მათი სურვილის მიუხედავად, არ იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახლემწიფოა და ეს ფრაზა მნიშვნელოვანი შემაერთებელი ფაქტორი გახდება ქართული საზოგადოებისათვის, რადგან ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის, პრობლმების გაზიარების ტენდენცია ქართული კულტურის ნაწილია. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ინდივიდზე, მოქალაქეზე ზრუნვა სახლემწიფოს ერთერთი ფუნქცია იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს დგას საჭიროება, რომ თავისუფალი შრომა ავიყვანოთ თავის რეალურ შინაარსამდე, დავაფასოთ დასაქმებულის თვითრეალიზაცია და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ბაზარმა მკაცრი მოთხოვნების წინაშე დააყენა.