მიმდინარეობს საიტის განახლება

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3,2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და მან მიმდინარე ფასებში 26 824,9 მლნ. ლარი შეადგინა.

მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 3,2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,7 პროცენტით.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა (9,8 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,2 პროცენტი), ვაჭრობა (5,1 პროცენტი), ტრანსპორტი (4,9 პროცენტი), განათლება (4,6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,0 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (10,6 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (0,8 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (0,1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (17,3 პროცენტი) და მრეწველობის (17,2 პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (10,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,3 პროცენტი), მშენებლობა (6,7 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის სამსახური 2014 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.mshpo