29-30 მაისს, სასტუმრო “Holiday inn”-ში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პან-ევროპული რეგიონული ორგანიზაციის, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის სუბრეგიონული ქსელის შეხვედრა: ” IT/PERC-ის წევრ ორგანიზაციებში ქალთა ნაწილისათვის სოციალური დაცვის შსო-ს კონვენციების და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობის შესახებ” – გაიმართა.
ეს სამდღიანი კონფერენცია გაყოფილი იყო 2 ნაწილად. 29–30 მაისს გამართული პირველი კონფერენცია იყო სუბრეგიონალური კონფერენცია, რომელიც განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის მხარდაჭერით. ამ ღონისძიების ჩატარების ინიციატორები ასევე იყვნენ პროფკავშირების პანრეგიონალური ორგანიზაცია და საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია. ეს გახლდათ ქალთა ქსელის სუბრეგიონალური შეკრება და ამაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც კავკასიის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების პროფკავშირების ქალთა კომიტეტების წევრები.
კონფერენციის საქართველოში ჩატარება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს პროფკავშირის ქალთა კომიტეტი ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას საქართველოში ქალთა მოძრაობის პრობლემებზე და არომ ამ მოძრაობას მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოში დაუცველია ქალი და ეს ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის, “გადავარჩინოთ ბავშვების“ – გამოკითხვებით, დედობის უფლების დაცვის კუთხით, გამოკითხული 176 ქვეყნიდან 94 ადგილზეა. ეს იმას მიანიშნებს, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში როგორმე წინა პლანზე წამოიწიოს ქალთა საკითხები.
კონფერენციაზე საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა შეიკრიბა და წინა პლანზე წამოიწია თემა: შრომის საერთაშორის ორგანიზაციების რეკომენდიაციები კოლექტიურ ხელშეკრულებებში ქალთა როლისა და უფლებების გაზრდის მიზნით. განიხილეს, როგორც 98ე ასევე მე–100 და 111–ე კონვენციები. საქართველოში ჩამოსულები იყვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბატონი ალან პელცე, რომელმაც მიმოიხილა 154–ე კონვენციის მნიშვნელობა კოლექტიურ მოლაპარაკებებში. სოციალური დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე ყურადღება გაამახვილა მარიკო ვიჩიმ, რომელიც გახლავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი. მან აქცენტი გააკეთა 102–ე კონვენციაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენლის, სერგიუს გლოვაცკასის მოხსენებაში მიმოხილული იყო შრომის საერთათშორისო კონვენციების მნიშვნელობა და როლი პროფკავშირული მოძრაობის შემდგომი განვითარების კუთხით. ასევე საინტერესო მოხსენება ჰქონდა ქალთა ქსელის კოორდინატორსა და პანევროპული რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლს, ქალბატონ ოლგა ნიკოლაის.
ეთერ მათურელი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელი: “როდესაც ზემოთაღნიშნული კონფერენცია მზადდებოდა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ მომზადდა სპეციალური პრეზენტაცია, სადაც ჩვენ მიმოვიხილეთ საერთო მდგომარეობა. რა მდგომარეობა გვაქვს დასაქმებულთა კუთხით, რა მდგომარეობა გვაქვს პროფკავშირში გაწევრიანების კუთხით და სხვა… ცალკე მოხსენება მიეძღვნა მე–100 კონვენციას თანაბარი ანაზღაურების შესახებ, რამაც გვაჩვენა, რომ ქალს ყველა სექტორში და ყველა სფეროში აქვს ძალიან დაბალი ხელფასი. მამაკაცსა და ქალს შორის ხელფასში სხვაობამ შეადგინა173,7%, რაც საკმაოდ საგანგაშო ციფრია. ჩვენ კონფერენციაზე ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არის რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ 16 კონვენცია და ბოლო 10 წლის მანძილზე არც ერთი კონვენცია არ იქნა რატიფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლების მანძილზე ვაყენებთ საკითხს 183–ე კონვენციის მიერთებაზე დედობის უფლების დაცვის შესახებ. ცალკე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, თუ რატომ გვინდა, რომ 183–ე კონვენციაზე იყოს საქართველო მიერთებული. “იუნისეფის“ ინფორმაციით, 54 გამოკითხული ქვეყნიდან საქართველო მეორმოცე ადგილზეა ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემებით. ასე რომ, ქვეყანა აუცილებლად უნდა შემობრუნდეს ქალთა პრობლემების მოგვარებისაკენ და სხვა საკითხებიც გასათვალისწინებელია, რაც ქალთა ორგანიზაციებს აქვთ წინა პლანზე წამოწეული.
ორდღიან კონფერნეციას ესწრებოდა საქართველოს შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მონისტრის მოადგილე, კახა საკანდელიძე, რომელთან საუბარშიც ადრეც გვიქვამს, რომ მისასალმებელია შრომის კანომდებლობაში ერთი მუხლის შეცვლა, რითიც აიკრძალა ფეხმძიმე ქალების სამსახურიდან გაშვება. ჩვენ გვჯერა, რომ ქალთა უფლებები გაიზრდება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მეორე წინგადადგმული ნაბიჯი ისაა, რომ “ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა დემოგრაფიული ფონდი. ეს ფონდი ახალისებს იმ მშობლებს, რომლებიც მესამე–მეოთხე ბავშვს აჩენენ. გარდა პატრიარქის ინიციატივისა, ამ საკითხზე სხვა ინიციატივებიც თუ გამოჩნდება, ეს ძალიან კარგია. მესამე დადებითი მომენტი ისაა, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ივლისიდან მშობიარობა იქნება უფასო. თუ მშობიარობა უფასო იქნება, ეს თვითოეულ ოჯახს 600–700 ლარს დაუზოგავს, რაც დემოგრაფიაზე იმედია დადებითად აისახება. ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ინსტიტუცია შექმნილია იმისათვის, რომ მოქალაქეებს მოემსახუროს. თუ ადამიანი არ იქნა, არც ინსტიტუციების არსებობას აქვს აზრი“.
ეთერ მათურელს მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული ორდღიანი კონფერენცია–სემინარი შინაარსიანი და დატვირთული იყო და საქართველოს პროფკავშირმა შეძლო, რომ კონფერენციაზე ჩამოსული სტუმრები კმაყოფილი დარჩენილიყვნენ ორგანიზების ხარისხითა და დონით.
სემინარის მესამე დღე ცალკე ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პროფკავშირის ქალთა კომიტეტისა და რეგიონალური ორგანიზაციების წევრები. მესამე დღესაც, ალან პერსეს ჰქონდა მოხსენება 102–ე და 202–ე კოვენციაზე. ამის შემდეგ, თვითოეულმა დარგობრივმა პროფესიულმა კავშირმა წარმოაჩინა საკუთრი თავი და განმარტეს, რაში ხედავენ პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და მხარდაჭერას. საქართველოს პროფკავშირის ქალთა კომიტეტისათვის უმთავრესია დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული თანასწორობა. უმნიშვნელოვანესია, რომ დასაქმებული ქალი თავის სამუშაო ადგილზე ღირსეულად გრძნობდეს თავს, რომ შემდეგ მან ღირსეულად გაზარდოს შვილები. საქართველოს პროფკავშირში ქალთა ორგანიზაციაც სწორედ ამიტომ არსებობს!