მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქართული განათლება – გზა წარმატებისა თუ მუდმივად სამსახურის ძიებისკენ

სამუშაოს ძიება იწყება აქ“- ამ  სლოგანით სხვადასხვა ვებ გვერდებიყოველდღიურად  ათეულობით ვაკანსიას აზიარებენ სოციალურ ქსელში. ყოველდღიურად ასამდე ვაკანტური ადგილი იდება დასაქმების საიტებზე, თუმცა სამსახურის პოვნა  საქართველოში არცისე ადვილია, როგორც ამას მსგავსი  ვებ გვერდები გვპირდებიან. მიზეზი შეიძლება ორგვარი იყოსან საქართველოში კვალიფიციური კადრების პოვნა ჭირს, ან გამოცხადებული ვაკანსიები მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი

24 წლის ნინო ქობულაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი  2010 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ცდილობდა შესაფერისი  სამსახურის პოვნას, თუმცა უშედეგოდ. 6 თვის შემდეგ მან თბილისის საქალაქო ბიბლიოთეკაში დაიწო მუშაობა. ნინოს ყოველთვიური ხელფასი 190 ლარი და 50 თეთრია.

ნინოსგან განსხვავებით, თამარ სამადაშვილმა ბიზნეს ადმინისტრირების კურსი ლონდონში გაიარა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა ლონდონის ერთ-ერთ ბანკში დაიწყო, პარალელურად, საქართველოში პარტნიორ ბანკთან უწევდა მუშაობა. მხოლოდ საქართველოში შესრულებული სამუშაოსთვის მისი ანაზღაურება თვეში 5 000 ლარს შეადგენდა. ამჟამად იგი მსოფლიო ბანკის ნიუ იორკის ოფისში მუშაობს.

თამარის მაგალითიდან გამომდინარე, საქართველოში უცხოეთში მიღებული განათლება გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე საქართველოში მიღებული განათლება. ეს ტენდენცია დასაქმების რეიტინგის ზოგადი დაკვირვებით და ანაზღაურების რაოდენობითაც ნათელია.

ია მაღრაძე კიდევ ერთი, მაგალითია იმისა, თუ რა სირთულეს წარმოადგენს საქართველოში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შესაფერისი სამსახურის პოვნა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 წლის წინ დაამთავრა. ,,დღეში რამდენიმე რეზიუმეს ვაგზავნი სხვადასხვა ვაკანსიაზე, მაგრამ დღესაც უმუშევარი ვარ. ან საერთოდ არ ეხმაურებიან განაცხადს, ან გიბარებენ დაუსრულებელ გასაუბრებებზე, ტესტირებებზე და საბოლოოდ აღარავინ გიკავშირდება. ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ჭირდებათ კადრები და ეს ვაკანსიებიც ხელოვნურადაა შექმნილი. არადა რამხელა მოთხოვნები აქვთ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ  გადახედოთ, თითქმის ყველა ოდნავ მაღალ პოზიციაზე უცხოურ განათლებას ან სულ მცირე თავისუფალი უნივერსიტეტის ან შავი ზღვის უნივერსიტეტის დიპლომს ითხოვენ. უკვე ვფიქრობ, რომ ჩემი განათლებით ნორმალური სამსახურის პოვნის იმედი აღარც უნდა მქონდეს.“

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასაქმების საიტის- www.jobs.ge-s  ადმინისტრატორის, ლექსო ხუბულავას თქმით, უმეტეს შემთხვევაში მოთხოვნაა განათლების ხარისხი (ბაკალავრი, მაგისტრი…), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი წამყვან პოზიციებზე ცხადდება შერჩევა,  ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული ის პრიორიტეტული უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულებსაც შეუძლიათ რეზიუმეს გაგზავნა.  არ მახსენდება შემთხვევა, სადაც განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული უცხოეთში მიღებული განათლების საჭიროება, თუმცა ყოფილა განსაზღვრული უნივერსიტეტები. მსგავსი შეზღუდვა . VIP პოზიციებს ეხება. ამ შემთხვევაში, რათქმაუდა, ანაზღაურებაც გაცილებით მაღალია“.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ დასაქმება და ხელფასი დამოკიდებულია განათლების დონეზე. მათ, ვისაც უმაღლესი განათლება და სხვა მიღწევები აქვთ, უფრო მარტივად შეუძლიათ სამსახურის პოვნა და ხელფასიც უფრო მაღალი შეიძლება ქონდეთ. რაც შეეხება საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას, ეს ფაქტორი დღესდღეობით საქართველოში კანდიდატს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. «ხშირად ხდება ისე, რომ საქართველოში დამსაქმებელი უცხოური განათლების მიღმა მეტ ინფორმირებულობას და უნარებს ხედავს. დასავლური განათლება ადამიანს ისეთ უნარებს უმუშავებს, როგორიცაა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, რთულ სიტუაციებში გამოსავლის ადვილად პოვნა და ., რაც თითქმის ყველა დამსაქმებელს უწერია ვაკანსიის მოთხოვნებში. ამას გარდა, დასავლური განათლების მიღმა ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი იგულისხმება. მაგალითადთუკი საქართველოში მაგისტრატურის სტუდენტს დღეში საშუალოდ 30-40 გვერდის წაკითხვა უწევს, დასავლეთში სტუდენტებს დღეში 100-150 გვერდი აქვთ წასაკითხი, ამას ემატება სხვა სტუდენტური აქტივობები, პრაქტიკული სამუშაო და ., რაც საბოლოო ჯამში პიროვნებას მეტ დამოუკიდებლობას და დროის ეფექტურად მართვის უნარს ქმნის».

ჯანაშიას კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ სწავლის მიღების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით ქართველების 3-6% მიდის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.

არ არსებობს კონკრეტული კვლევა, სადაც ნაჩვენები იქნება დასავლურ განათლება მიღებული კანდიდატების დასაქმების სტატისტიკა და მათი საშუალო ხელფასი. დამსაქმებლები კატეგორიულად უარყოფენ კანდიდატების მხოლოდ დასავლური თუ ქართული განათლებით გამორჩევასთუმცა, ზოგადი დაკვირვებიდან გამომდინარე, უცხოეთში განათლება მიღებული ადამიანების უმეტესობას წამყვანი პოზიციები უკავია. მათი საშუალო თვიური ხელფასი 1000-1500 ლარია, ხოლო მათი საშუალო ხელფასი, ვისაც განათლება საქართველოში აქვთ მიღებული,  500-700 ლარია

 

http://newscafe.gesamushao