მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალების უფლებებზე ბრიუსელში მსჯელობენ

ბრიუსელში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები. მსჯელობის ძირითადი საკითხებია არათანაბარი ხელფასი, გენდერული უთანასწორობა და ამ მიმართულებებით პროფკავშირების პან ევროპული რეგიონის (“PERC”) ქვეყნებში დაგეგმილი კამპანიების და აქტივობები. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ,PERC ის ქალთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ეთერ მათურელმა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში სხვადასხვა სექტორებში დასაქმებული ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე, ისაუბრა დედობის უფლებასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის რატიფიკაციის აუცილებლობაზე. შეხვედრა ევროპის დიპლომატიურ დედაქალაქში 19-20 თებერვალს იმართება.