ინტერვიუ მოამზადა : დავით არაბიძემ
ინტერვიუ რომელიც ჩავწერე ჩემი რესპონდენტებისაგან – შპს „ფრესკოს“ აწ უკვე ყოფილი თანამშრომლებისაგან მარიამ ლაშხიასა და მაკრინე ჯაშთან, ხატავს უბრალო, მშრომელი ადამიანის ექსპლუატაციის სურათს, რომელიც ასე ტიპიურია „ჩვენს“ დროსა და „ჩვენს“ ეკონომიკაში.
მარიამ ლაშხიამ შპს „ფრესკოში“ წელიწადი და ორი თვე იმუშავა, ხოლო მაკრინე ჯაშმა სულ რაღაც სამი თვე, მაგრამ მათ ამ არცთუ დიდი დროის განმავლობაში კარგად დაინახეს თუ რას ნიშნავს იყო დათრგუნული შენი კანონიერ უფლებები და ინტერესები.
დავით არაბიძე: შპს „ფრესკოში“ არსებული ფრიად არასახარბიელო შრომითი პირობების შესახებ არა ერთხელ თქმულა ადრეც და მაინც რა ფენომენია შრომა შპს „ფრესკოში“?
მაკრინე ჯაში: შპს „ფრესკოსი“ შრომა ეს თითქმის თავისუფლების აღკვეთის კოლონიაში ყოფნაა. იქ ადამიანი კი არ შრომობს, არამედ ტოტალური კონტროლის ქვეშ არის მოქცეული და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მას სუნთქვის გარდა თითქმის ყველაფერი აკრძალული აქვს. ეს ვითარება განსაკუთრებით გამოიკვეთა შპს „ფრესკოს“ გენერალურ დირექტორის პოსტზე სოფიო კორძახიას მოსვლის შემდეგ. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს მოქმედებს ჯარიმების სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს ეხება და მისი მეშვეობით შესაძლებელია დასაქმებულის ხელფასიდან თითქმის ნახევრის ჩამოჭრა. გამოდის რომ მიზერული საზღაურისთვის ადამიანი ტოტალიტარული მანქანის ჭანჭიკობისთვის არის განწირული.
მარიამ ლასხია; შრომით ხელშეკრულებებზე ხელი ისეთი ფაცი-ფუცით მოგვაწერინეს, რომ ტექსტის სრულად წაკითხვაც კი ვერ მოვასწარით. სარგებლობდნენ იმით რომ კარგად არ ვიცნობდით მოქმედ შრომით კანონმდებლობას და კაბალურ პირობებს გვახვევდნენ თავს. ჯარიმებით ხომ ხელფასები 10%-დნ თითქმის 50%-მდე გვეკარგებოდა. შპს „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძე წინა წელს დაგვპირდა კიდეც რომ 2017 წლიდან ჯარიმების ეს სისტემა გაუქმდებოდა, მაგრამ 2017 წლის თებერვლიდან იგივე დაიწყო, მაგალითად მე 550 ლარიანი ხელფასიდან 315 ლარი ჩამომაჭრეს.
დავით არაბიძე: დამსაქმებელს ან მის მენეჯერებს თუ ჰქონდათ თქვენს შრომასთან რაიმე დასაბუთებული პრეტენზია?
მაკრინე ჯაში: შპს „ფრსკოს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დავით ბულიამ ფორმალურად ჩემი კომუნიკაციის უნარი დაიწუნა, მაგრამ რეალობაში მისი მოთხოვნა იყო რომ მე როგორც უსაფრთხოების სამსახურის მუშაკს მთელი ცვლის განმავლობაში უწყვეტად კომპიუტერის ეკრანისთვის მეყურებინა. ეს კი ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
მარიამ ლაშხია: შპს „ფრესკოში“ დასაქმებულებს 24 საათიანი გრაფიკის დროს ძილი საერთოდ აკრძალული გვქონდა და ამას განა რომელი ადამიანის ჯანმრთელობა გაუძლებს. ამ უსამართლობას არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კიდევ 20 ადამიანის წასვლა მოჰყვა შპს „ფრესკოდან“ ამა წლის 4 თებერვალს.
დავით არაბიძე; დღეს თქვენ პროფკავშირთან ერთად ხართ. რას გეგმავთ შემდგომში?
მარიამ ლაშხია: შპს „ფრესკოს“ 9 ფილიალი აქვს, ჩვენ კი პროფკავშირების დახმარებით სოციალურ-შრომითი უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინეთ და მთავარი მიზანიც ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება იქნება.
მაკრინე ჯაში: ეს პრობლემები, რომელთაც ჩვენ წავაწყდით შპს „ფრესკოში“ იგივე ანალოგიურ ორგანიზაციებში და ჩვენც პროფკავშირულ აქტივობას, ორგანაიზინგს მივმართავთ სხვა დასაქმებულების სოციალურ-შრომითი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად, ოღონდ პროფკავშირთან ერთად..
დავით არაბიძე: მადლობა გადავუხადე რა ჩემს რესპონდენტებს, მაინც იმედი მომეცა, დიახ, სოციალურმა უსამართლობამ, პატაგონური შრომის პირობებმა და უსამართლობამ ეს ახალგაზრდები კი არ გატეხა, არა პირიქით მათი ძალისხმევა სწორი მიმართულებით წარმართა, რადგან დღეიდან ისნი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა მშრომელების სოციალურ, ეკონომიკურ, პროფესიულ და შრომით ინტერესებსა და უფლებებს პროფკავშირად ორგანიზებული განახორციელებენ. ვუსურვოთ მათ წარმატება ამ კეთილ საქმეში.