მიმდინარეობს საიტის განახლება

ფიჯის პროფკავშირის ლიდერების წინააღმდეგ ბრალდებები მოიხსნა

ერთ კვირაზე მეტია რაც მსოფლიოს არაერთუი ქვეყნის პროფკავშირები ფიჯის ხელისუფლებას სთხოვდა, რომ მოეხსნათ ბრალდებები პროფკავშირების ლიდერებზე.

ფიჯის ხელისუფლებამ გაფიცვა არაკანონიერად გამოაცხადა და დააპატიმრა პროფკავშირების ლიდერები. გირაოს ერთ–ერთი პირობა იყო, რომ პროფკავშირები აღარ გაიმეორებდენ “დანაშაულს“ და აღარ გაიფიცებოდნენ. ეს ნიშნავდა იმას,  რომ თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდებოდა სასიკეთო შედეგით და მუშები კიდევ გაიფიცებოდნენ, პროფკავშირელებს დააპატიმრებდნენ.

საბედნიეროდ ახლა ბრალდებები მოიხსნა და გაზეთ “ლეიბორსტარტის“ მიერ წარმოებული მხარდაჭერის ონლაინ–კამპანიაც შეჩერებულია.  ფიჯის პროფკავშირების ყრილობამ ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანებამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ კამპანიის გამართვაში, გამოაქვეყნა მოკლე განცხადება ფიჯის მიღწევებზე რომელიც დაწერა ოვენ ტუდორმა პროფკავშირების ბლოგზე.

“მინდა ყველა თქვენთაგანს უდიდესი მადლობა გადვაუხადო, რომლებმაც ფიჯის ხელისუფლებას გაუგზავნეთ წერილები.  ჩვენი ხმა გაიგეს! ჩვენმა კამპანიამ იმუშავა! სოლიდარობა სამუდამოდ!“ – წერს ფიჯის პროფკავშირის მხარდაჭერის კამპანიის სულისჩამდგმელი,  ერიკ ლი.

fiji