სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
უშრომელი შემოსავალი სოციალური მოვლენაა, რომელიც როგორც წარსულში, ასევე აწყმყოში საზოგადოებისათვის სულაც არ არის დაფარული. უშრომელი შემოსავლის მთავარი მახასიათებელი ნიშანია საზოგადოებაში წარმოებული მატერიალური და არამატერიალური პროდუქტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ან მოხმარება. ასეთი შემოსავალი შეურიგებელი წინააღმდეგობაშია სოციალური კონტროლის ყველა ფორმასთან და სისტემასთან. უშრომელი შემოსავალი პირველ რიგში განპირობებულია პარალელურად არსებული ხილული და ჩრდილოვანი ეკონომიკების არსებობით და მათი შემადგენელი ელემენტია. ამგვარ შემოსავლებს ასევე განაპირობებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის შემოსავლების დრამატულად დიდი დისპროპორციაც. ფაქტები აჩვენებელ, რომ უშრომელი შემოსავლები იწვევს როგორც ინდივიდის, ასევე მთელი საზოგადოების შრომითი უნარების განვითარების შეფერხებასა და დაქვეითებას. არსებული განუვითარებელი ეკონომიკური სისტემისა და უსამართლო სოციალური სტრუქტურის პირობებში შრომისადმი უარყოფით დამოკიდებულებას უმთავრესად განაპირობებს შრომის ღარიბი შინაარსი, რაც ადამიანს პირდაპირ ყინავს მატერიალური, გონებრივი და სულიერი სიღატაკის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე მოხვედრილი ადამიანი კი არღვევს საზოგადოებაში არსებული ნორმებს, მას უვითარდება ასოციალური მოთხოვნილებები და კონფლიქტში შედის კანონთან.
თანამედროვე საზოგადოებაში არსებული უშრომელი შემოსავლების ფორმებია: შრომითი საქმიანობის სიმულაცია, მაწანწალობა, მათხოვრობა, არის ფაქტები, როდესაც ადამიანებს აქვთ როგორც ლეგალური საცხოვრისი, ასევე ფაქტობრივი სამუშაო ადგილი, მაგრამ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით ამ საშუალებებს მიმართავენ, ხშირად მათ მიერ ეს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც ხორციელდება. გარდა აღნიშნული ფორმებისა არსებობს ძალმომრეობით უშრომელი შემოსავლებიც, როგორიც არის გამომძალველობა. ლეგალური შრომის უარყოფით უშრომელი შემოსავლების მიღება ხდება არალეგალური აზარტული თამაშების ორგანიზებით, პროსტიტუციისთვის თავშესაფრის მოწყობით. უშრომელი შემოსავალი კრიმინალთა არის კავშირში – ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა უშრომელი შემოსავალია და აქ არ მოქმედებს არავითარი „კანონი“ და ასეთი შემოსავლები ხშირად კომბინირებულია.
სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია უშრომელი შემოსავლების სტრუქტურასა და დინამიკაზე ზეგავლენის მოხდენა. ნატელია რომ ეს პრობლემა მხოლოდ იურიდიული ფარგლებით არ შემოისაზღვრება, ის სოციალურ-ეკონომიკური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კომპლექსური პრობლემაა. უშრომელი შემოსავლების პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და კულტურული ხასიათის კომპლექსური მუშაობის განხორციელება სოციალური პარტნიორების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში სასრგებლო იქნება მთელი საზოგადოებისთვის.