საბაზრო ეკონომიკაში სუვერენული სუბიექტის სტატუსი მშრომელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. მაგრამ პირველი საფეხური ამ სტატუსის მოსაპოვებლად არის უსაფრთხო შრომის უფლების მოპოვება. 2006 წელს საქართველოს მთავრობამ შრომის კოდექსში გააქრო შრომის უსაფთხოების გენერალური ინსპექცია,ხოლო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაო აბსტრაქციად აქციეს,საწარმოო ტრავმატიზმისა პროფესიული დაავადებების გამოკვლევა და აღრიცხვაც კი ზედმეტ ფორმალობად იქნე მიჩნეული.
ამ რეფორმის შედეგად დასაქმებული ე.წ. მოლაპარაკე იარაღად იქცა. მრავალწლიანი სადეპუტატო სტაჟის მქონე პავლე კუბლაშილი ამაყობდა კიდეც, რომ საქართველოში ძირფესვიანად იქნა მოსპობილი სახელმწიფო კონტროლი შრომის სამართლებრივ და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე.
საქართველოს კურსი ევროპული ღირებულებებისაკენ აბსტრაქციის სფეროს კი არ განეკუთვნება , არამედ არის უაღრესად კონკრეტული და თუ მაგალითს ვეძებთ, ამის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს ესტონეთის რესპუბლიკა. ეს ქვეყანა ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც საქართველოზე მცირეა, ბუნებრივ-კლიმატური პირობებით კი ნამდვუილად არაა განებივრებული, მას არც გაზისა და ნავთობის საბადოები აქვს და საზღვარგარეთ არც რესპუბლიკის მოსახლეობაზე აღმატებული დიასპორა არ ჰყავს. ის რაც ესტონელებს აქვთ, არის მაღალი შრომის კულტურა და ეს შრომა იქ დაცულია. შრომის ინპექციას ესტონეთში თითქმის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. 1991 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რესპუბლიკის პარლამენტმა პირველ ყოვლისა მიიღო კანონი „ შრომის დაცვის შესახებ“, შრომის ინსპექცია შრომის უფლებაზე ზედამხედველიც გახდა და დეპარტამენტის სტატუსიც მოიპოვა.მისმა ქსელმა მთელი რესპუბლიკა მოიცვა. ეხლახანს ესტონეთის რესპუბლილკამ ახალი კანონი მიიღო და შრომის დაცვას ჰიგიენური პირობების მდგომარეობაზე კონტროლიც დაამატა. ასე ინტეგრირდა ევროპულ რეალობასთან ესტონეთის რესპუბლიკა.
საქართველოს შრომითი რესურსი დაუცველია. დასაქმებულები არ გადიან არც წინსწრებ და არც პერიოდულ გასინჯვებს, რაც იწვევს დაავადებების განვითარებას, რის შდეგადაც მუშაკი ან ინვალიდდება, ან ფიზიკური არასიჯანსაღის გამო ადვილად ხდება ტექნიკის, ან ტექნიკური პროცესის მსხვერპლი.
სამუშაო ადგილზე ზიანის ანაზღაურების წესიც დასაქმებულისთვის დამთრგუნველ ხასიათს ატარებს. ზიანის ანაზღაურებას პირადაპირი ურთიერთობის ფორმა აქვს მიცემული და კონპენსაციის მიღებას შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს. გამოძიება შეიძლება 10 თვე გაიჭიმოს, აპელაცია 6 თვეს, კასაცია კიდევ 6 თვე, გადაწყვეტილების ჩაბარება 2 თვე. თან ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა დასქმებული პროფკავშირშია გაწევრიანებული, თუ არადა , თუ ის თვითდასაქმებულია მაშინ „ვაი დამარცხებულს“.
დღეს უკვე აღარ ისმის „ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ მესვეურების „რჩევები“, რომ საერთოდ გაუქმდეს „შრომის კოდექსი“, კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ და გაფიცვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მაგრამ უკვე არსებული სამართლებრივად და ტექნიკურად დაუცველი შრომა გაყინულ მდგომარეობაში სურთ რომ დარჩეს.
ევროპული მიდგომა საწარმოო ტრავმებისა და პროფესიული დავადებების მიმართ ეყრდნობა სქემა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი და სახელმწიფო აერთიანებენ რესურსებს დასაქმებულის დასაცავად სამუშაო ადგილზე.
საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას დიდად წაადგებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81 კონვენციის “შრომის ინსპექციის შესახებ“ რატიფიცირება. შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს # 102 კონვენციის „ სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტების შესახებ.“ და # 121 კონვენციის”საწარმოო ტრამვების კონპენსაციის შესახებ“ რატიფიცირება. დასაქმებულს ამ შემთხვევაში გარანტირებული ექნება დახმარება ავადმყოფობის, უმუშევრობის, მოხუცებულობის შემთხვევაში. ბავშვის დაბადება, ან მარჩენალის დაკარგვა გაღატაკების სინონიმი აღარ იქნება. დეტალურად იქნება გაწერილი საწარმოში უბედური შემთხვევებით და დაავადებებით მიყენებული ზიანის კონპენსირების სქემის ძირითადი პრინციპები. დამსაქმებლებს ვალდებულებად დაეკისრებათ კონპენსაციის გაცემა და დაზარალებული დასაქმებული მას მიიღებს შრომის უნარის დაკარგვის მთელ პერიოდში. დასაქმებულისათვის კონპენსაცია იქნება მისი ხელფასის არანაკლებ 50%, ხოლო მარჩენალდაკარგულისათვის არანაკლებ 40%. დასაქმებული დაზღვეული იქნება დასქმების პირველივე დღიდან.
საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე, დასაქმების მსურველებს ხშირად უბიძგებს იმუშაოს მძიმე, საშიშ და მავნე პირობებში. ეს რა თქმა უნდა იწვევს შრომის უნარის მასობრივ დაქვეითებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს რეპროდუქციული უნარის გაქრობას. შემთხვევითი არაა, რომ გაეროს ხალხთმოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველო დემოგრაფიულად გაქრობის ქვეყნების სიაშია შეყვანილი.
ამ ვითარების გამოსწორების უმოკლესი გზა კი სამართლებრივად ტექნიკურად უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნაშია.ეს კი ადამიანის უმთავრესი უფლების_ სიცოცხლის უფლების გარანტიაა.
სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სთვის