მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უკრაინის პროფკავშირების კონფედერაცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე

უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია საქართველოს პროკავშირებს თანადგომას უცხადებს. კონფედერაციის -პრეზიდენტის სპეციალური წერილით ირაკლი პეტრიაშილს მიმართავს.

ძმაო ირაკლი

უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის სახელით, მინდა გამოგიცხადოთ ჩემი სრული მხარდაჭერა პირადად თქვენ და საქართველოს პროფკავშირებს.

შეშფოთებული ვართ შსო-ს სტანდარტების და პროფკავშირების უფლებების დარღვევით საქართველოში. ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას „საქართველოს რკინიგზის“ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ა.წ. 24 აგვისტოს. უკრაინის პროფკავშირები ასევე გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს პროფკავშირების და მისი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო. სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირთა ნებისმიერი ჩარევა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დემოკრატიულ პროცესებში მიგვაჩნია ყოვლად მიუღებლად. ამგვარი სიტუაცია მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელმაც მოახდინა შსო-ს კონვენციების რატიფიკაცია და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

უკრაინის პროფკავშირების კონფედერაცია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ღირსეული შრომისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პროფკავშირები მოქმედებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით და იბრძვიან ღირსეული შრომისა და ადამიანის უფლებების დასაცავად საქართველოში.

იმედი გვაქვს, შექმნილი რთული მდგომარეობა მოგვარდება უახლოეს მომავალში სამართლიანობის სრული დაცვით. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ბრძოლაში.

სოლიდარობით,

მიხაილო ვოლინეცი

უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირების

კონფედერაციის პრეზიდენტი